"მეტაბლე" სტუმარმასპინძლობის ტრადიციის თანამედროვე კულტურას ქმნის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მეტაბლე" ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ევროპულ, პრემიუმ ხარისხის პროდუქციას ადგილობრივად აწარმოებს. "მეტაბლე" იმპორტული პროდუქტის ალტერნატივას ქმნის და რამდენიმე სახეობას აერთიანებს, ესენია: ძეხვი, სოსისი და შაშხი.
"მეტაბლეს" პრეზენტაცია 21 ივნისს გაიმართა და პროდუქცია მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ბრენდის შექმნისა და წარმოების შესახებ Entrepreneur მარკეტინგის ხელმძღვანელს, გიორგი ლონდარიძეს ესაუბრა.
როგორ დაიბადა "მეტაბლეს" შექმნის იდეა?
თანამედროვე მასპინძლობის ტენდენციები შეიცვალა. გარდა იმისა, რომ კვების ინდუსტრია ცდილობს, ადამიანებს კვების პროცესი და გადაწყვეტილებების მიღება გაუმარტივოს, ტრადიციულ სუფრებსაც ხორცის დაფები, ტკბილეული და სნექები ანაცვლებს.
დასაქმებულ ადამიანებს აღარ აქვთ დრო, ტრადიციული ქართული კერძები მოამზადონ, ამიტომ უფრო მარტივ გზებს ეძებენ. თუმცა გამასპინძლების ტრადიცია და სურვილი უცვლელი რჩება.
ჩვენი ბრენდის სახელიც სწორედ ამ გამასპინძლების ტრადიციას უკავშირდება. ქართულ ენაში გვაქვს სიტყვა "ტაბლა", რაც "მაგიდას" ნიშნავს. ამიტომ ჩვენს ბრენდს "მეტაბლე" დავარქვით. " პერსონაჟი" ისეთ ადამიანს განასახიერებს, რომელსაც გამასპინძლება უყვარს.
ჩვენი ხორცპროდუქტების ადგილი სწორედ "ტაბლის" ცენტრშია. ბრენდი კი ყველაზე მეტად იმ მილენიალებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სტუმრების მიღება და ესთეტიკურად გაწყობილი დაფების ირგვლივ გრავიტაციის შექმნა ძალიან უყვარს, ანუ მეტაბლეებისთვის.
როგორ მიმდინარეობდა მუშაობის პროცესი?
კომპანიას მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოების ამბიცია ჰქონდა და მარკეტინგის გუნდის ამოცანა იყო, ამ განსაკუთრებული პროდუქტისთვის სახასიათო, განსხვავებული და გამორჩეული ბრენდი შეექმნა, რომელიც ამ იდეასა და მიზანს ზუსტად გადმოსცემდა.
მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ამ პროექტზე ჩვენს გუნდთან ერთად "მიმოზების" შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა. შევიმუშავეთ სტრატეგია, ვიზუალური იდენტობა და საკომუნიკაციო სტილი, რომელიც განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც აქამდე გინახავთ.
რას გვეტყოდით ბრენდის ვიზუალისა და სხვა მახასიათებლების შესახებ?
"მეტაბლე" ჩვენს წარმოდგენაში თავიდანვე იყო თამამი, განსხვავებული, სახასიათო ბრენდი, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას ერთი შეხედვითაც მიიქცევდა.
გვინდოდა, "მეტაბლე "ვიზუალითა და ხარისხით გამორჩეული ყოფილიყო ყველა იმ ბრენდისგან, რაც აქამდე ბაზარზე გვინახავს. ბრენდის საკომუნიკაციო კონცეფცია თანამედროვე ქართულ შარმში ითარგმნა. ვიზუალურ და საკომუნიკაციო ენად კი პასტორალის ჟანრის ახლებური განსახიერება შეირჩა.
რა ღირებულების მატარებელია თქვენთვის ქართული სამზარეულო და როგორ ფიქრობთ, რა გაქცევთ თქვენ ამ კულტურის ნაწილად?
ჩვენთვის სტუმარმასპინძლობა და ქართული სუფრის ტრადიციები ძალიან ძვირფასია. ვფიქრობთ, რომ ეს ტრადიცია არსად წასულა, უბრალოდ, ფორმა შეიცვალა, ცხოვრების სტილიდან და უდროობიდან გამომდინარე. დიდი სუფრები და მრავალფეროვანი კერძების მომზადება ხორცისა და ყველის დაფებმა ჩაანაცვლა ფილმების, სამაგიდო თამაშებისა თუ საუბრების გარშემო. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გამასპინძლების ამ მარტივი გზისთვის შეგვექმნა ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც ჩაანაცვლებდა იმპორტულ ბრენდებს, რადგან ტრადიციული და თანამედროვე სტუმარმასპინძლობის სიამაყე არის ქართული კერძი და პროდუქტი.
რა არის ბრენდის მთავარი სათქმელი და თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს წამოწყება ქართულ ბაზარზე?
ჩვენი მთავარი სათქმელი, ალბათ, ის არის, რომ სრულიად შესაძლებელია, საქართველოში, ქართული წარმოებით შეიქმნას ევროპული სტანდარტის და ხარისხის პროდუქტი, რომელიც იმპორტულს ჩაანაცვლებს და თანამედროვე ქართული მასპინძლობის მაგალითი გახდება.
"მეტაბლე" უკვე 20-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, უახლოეს მომავალში კი ახალი გემოების დამატებასა და ბრენდის გაფართოებას გეგმავს.