მეტი ვიდრე ბუღალტერია: რატომ შეიქმნა "ენთების ფონდი"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხშირად არა გაყიდვების ნაკლებობა, არამედ ფულადი წყვეტებია - როცა გადახდები იგვიანებს, ხარჯები კი დაუყოვნებლივ დგება.
ამ საჭიროებაზე პასუხად, კომპანია "ენთებმა" შექმნა ახალი ინიციატივა - "ენთების ფონდი", რომელიც პარტნიორ ბიზნესებს დროებითი ლიკვიდურობის პრობლემების სწრაფად მოგვარებაში ეხმარება.
ფონდი განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როცა კომპანიებს სჭირდებათ სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა: მაგალითად, დაგვიანებული დებიტორული გადახდების, გადასახადების დაფარვის ან ახალი შესაძლებლობების გამოყენების დროს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბანკებისგან განსხვავებით, პროცესი უფრო მარტივია, რადგან "ენთებმა" უკვე იცის პარტნიორი ბიზნესების ფინანსური სურათი.
რატომ არის "ენთების ფონდი" განსაკუთრებული?
- თანხის მიღება ხდება 1 სამუშაო დღეში - ხანგრძლივი პროცედურებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე;
- არანაირი ფარული საკომისიო - გადახდა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც რესურსს იყენებთ;
- უზრუნველყოფის გარეშე - არ არის საჭირო იპოთეკა, ქონების ჩადება ან თავდებობა;
- სწრაფი გადაწყვეტილება - როცა შესაძლებლობა ჩნდება, დროის დაკარგვა ყველაზე ძვირად ფასობს.
,,ენთების ფონდი" ჩვენი ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა. გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს მხოლოდ ბუღალტრული თუ სხვა პროფესიული სერვისები კი არ მივაწოდოთ, არამედ ბიზნესის ზრდისა და განვითარების გზაზე საიმედო პარტნიორებიც ვიყოთ. რადგან ბიზნესს სჭირდება მეტი, ვიდრე მხოლოდ ბუღალტერია.