მგზავრობის დაგეგმვა ChatGPT-ის მეშვეობით - Bolt-მა მომხმარებლებს სიახლე ყველა ქვეყანაში ერთდროულად შესთავაზა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ევროპულმა გიგანტმა Bolt-მა საკუთარი სერვისი პირდაპირ ChatGPT-ის პლატფორმას დაუკავშირა. ეს სიახლე თითქმის მილიარდ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მგზავრობა უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტთან დიალოგის რეჟიმში დაგეგმოს.

ბაზარზე ეტაპობრივი შესვლის ტრადიციული სტრატეგიის ნაცვლად, Bolt-მა ChatGPT-ში ინტეგრაცია ერთდროულად წარადგინა ყველა ქვეყანაში, სადაც კომპანია ოპერირებს.

ამ ნაბიჯით Bolt-ის სერვისები ხელმისაწვდომი გახდა ChatGPT-ის 900 მილიონი ყოველკვირეული მომხმარებლისთვის. ეს, ამავდროულად, ისტორიული პრეცედენტია ევროპული სატრანსპორტო სექტორისთვის,როდესაც ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, ნორვეგიის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მცხოვრებლებს მგზავრობის დაგეგმვა უშუალოდ AI ასისტენტის დახმარებით შეუძლიათ.

სხვადასხვა აპლიკაციის ერთდროულად ჩართვისა და ძიების ნაცვლად, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მგზავრობის დეტალები AI-თან საუბრისას შეათანხმონ. ჩატში შესაძლებელია:

  • წინასწარ ფასის ნახვა: მგზავრობის სავარაუდო ღირებულება მომენტალურად დაანგარიშდება;
  • მარშრუტების შედარება: ოპტიმალური გზებისა და გადაადგილების ვარიაციების შეფასება;
  • მძღოლის მოსვლის დროის განსაზღვრა: რეალურ დროში ETA-ს (მოსვლის სავარაუდო დროის) შემოწმება;

საუკეთესო ლოკაციის შერჩევა: ჩატი ავტომატურად გვთავაზობს ჩასხდომის ყველაზე ხელსაყრელ ადგილს ლოდინის დროის შესამცირებლად.

როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტს გამგზავრებას, ყველა მონაცემი ავტომატურად გადადის Bolt-ის აპლიკაციაში, სადაც შეკვეთა საბოლოოდ დასტურდება. საწყის ეტაპზე ანგარიშსწორება Bolt-ის აპლიკაციის მეშვეობით ხორციელდება. თუმცა კომპანია გეგმავს, რომ გადახდის ფუნქცია სრულად ჩაშენდეს უშუალოდ ChatGPT-ის ინტერფეისში.

ეს სიახლე მომხმარებელთა ქცევის თანამედროვე ტენდენციებს პასუხობს. Accenture-ის გლობალური კვლევის (Consumer Pulse Research 2025) თანახმად, რომელიც 14 ქვეყანაში ჩატარდა და 18,214 რესპონდენტი მოიცვა:

  • მოგზაურთა 80% მგზავრობის დაგეგმვისას AI ინსტრუმენტებს იყენებს.
  • 50%-ზე მეტი მზადაა, მოგზაურობის ორგანიზება სრულად მიანდოს ხელოვნურ ინტელექტს.

ტენდენციის მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრა Bolt-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, პედი პარტრიჯმა და თქვა:

"ადამიანები საღამოს დაგეგმვას ხუთ სხვადასხვა აპლიკაციაში აღარ ცდილობენ, ეს პროცესი ახლა ხელოვნურ ინტელექტთან ერთადერთ საუბარში მიმდინარეობს. წლების განმვლობაში მგზავრობის დაგეგმვა შესაბამისი აპლიკაციის გახსნას მოითხოვდა. დღეს, როცა AI ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, მიგვაჩნია, რომ მგზავრობის მოთხოვნაც ასეთივე მარტივი უნდა იყოს: ჰკითხე, ნახე ფასი და იმგზავრე."

Bolt-ის ფუნქციონალის გააქტიურება უკვე შესაძლებელია ChatGPT-ის აპლიკაციების/ფლაგინების განყოფილებიდან, საიდანაც მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დააკავშირონ ანგარიშები და გამოიყენონ შესაბამისი სატრანსპორტო ასისტენტი.