MIT GLEEN SEU, Under Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის, MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამდონიანი სწავლების სასერტიფიკატო პროგრამა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გაინტერესებთ მეწარმეობა, სტარტაპების განვითარება და გლობალური სამეწარმეო ტენდენციები, გსურთ გაიგოთ, როგორ ფიქრობენ წარმატებული მეწარმეები და ამავდროულად, ისწავლოთ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) - მსოფლიოს ნომერ პირველი უნივერსიტეტის მეთოდოლოგიით, მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა.

SEU-მ შეიმუშავა უნიკალური, MIT მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამდონიანი სწავლების პროგრამა, რომლის პირველ მოდულზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. სასწავლო პროგრამას განახორციელებს MIT GLEEN SEU Under Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ი.

MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც 1861 წელს დაარსდა. QS World University Ranking-ის 2024 წლის მონაცემებით, MIT პირველ ადგილს იკავებს როგორც უნივერსიტეტების ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით და გამოირჩევა წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების მაღალი მაჩვენებლით. MIT-ის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიები წლიურად თითქმის 2 ტრილიონ დოლარს გამოიმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის - Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.

SEU-ს მიერ შემუშავებული პროგრამა წარმოადგენს აშშ-ში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) განხორციელებული აკადემიური ვიზიტის პრაქტიკულ შედეგს, რომლის ფარგლებშიც SEU-ს აკადემიურმა პერსონალმა გაიარა ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული მოდულები Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network -ის (GLEEN) სხვა დამფუძნებლებთან ერთად. პროგრამის დასრულების შემდეგ, გაიცემა SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ორმაგი სერტიფიკატი.

პირველი 6 კვირიანი მოდული, რომელიც 15 მაისიდან იწყება, გათვლილია დამწყებ და მომავალ ანტერპრენერებზე.

პირველი მოდულის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან მეწარმეობის ძირითად პრინციპებსა და პროცესებს, ახალი იდეების კომერციალიზაციას, ბიზნესის კონცეფციის შექმნასა და განვითარების ეტაპებს, ფინანსურ წიგნიერებას. ყურადღება გამახვილდება მარკეტინგის საფუძვლების მოდულზე დამწყები სტარტაპერებისთვის.

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 10 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით უნდა გაიარონ, აღნიშნულ ბმულზე: https://forms.gle/1Lg6CoAfKD83qeXx6 ხოლო შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება 3-10 მაისს გაიმართება.

პროგრამის საფასური შეადგენს 2500 ლარს. თუმცა მოქმედებს სპეციალური შეთავაზება მათთვის, ვინც 23 აპრილამდე გაივლის რეგისტრაციას, SEU-ს საგანმანათლებლო ფონდისგან 50%-იან ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებს. გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად.

ტრენინგებს გაუძღვებიან როგორც SEU-ს სპეციალურად გადამზადებული პროფესორ-ლექტორები, ასევე Martin Trust Center-ის მოწვეული ექსპერტები.

წარმატებული კურსდამთავრებული SEU-ს ტექნოლოგიურ და სამეწარმეო ცენტრში გაივლის სტაჟირებას.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://www.seu.edu.ge/news/details/1476?lang=ka

სიახლეები

Sports Media Holding-ის (SMH) გლობალური წარმატება

ვიდეოინტერვიუ ლაშა მაჭავარიანთან