მიზიდულობის ახალი წერტილი თბილისის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში – "კოორდინატი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ურბანული ცხოვრება ხშირად სტრესსა და ქაოსთან ასოცირდება – სწორედ ამის საპასუხოდ დეველოპერულ ბაზარზე ჩნდება პროექტები, რომლებიც ამ მოცემულობის შეცვლას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსია "კოორდინატი" – პროექტი, რომელიც გააზრებულ ცხოვრების წესს სთავაზობს მომხმარებელს. მისი შემქმნელების ხედვით, საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს ადგილი, სადაც ყოველი წამი სიმშვიდესა და ჰარმონიულობას ემსახურება.

"კოორდინატის" შექმნის მთავარი იდეა არის ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, სადაც ყველაფერი წინასწარ არის გააზრებული: კომფორტი, უსაფრთხოება და დეტალები, რომლებიც რეალურად ამარტივებენ ცხოვრებას. პროექტის მისიაა, შესთავაზოს მომავალ ბინადრებს სივრცე, სადაც ყოველი დეტალი წინასწარ არის ნაფიქრი და სრულად მორგებულია მათ კომფორტსა და საჭიროებებს, თანაც ქალაქის ისტორიულ უბანში.

პროექტის ავტორებმა იდეის განსახორციელებლად არჩევანი ორთაჭალა-კრწანისის არეალზე შეაჩერეს. ეს არის ადგილი, რომელსაც თბილისელებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, თუმცა წლების განმავლობაში აქ ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ინფრასტრუქტურის დეფიციტი იგრძნობოდა.

ამ საჭიროების პასუხად შეიქმნა "კოორდინატის" ფილოსოფია, რომელიც ეფუძნება იდეას: "აქ უმნიშვნელო არაფერია". ეს ნიშნავს, რომ არქიტექტურა, მასალები, საერთო სივრცეები და მომსახურება გააზრებულია ისე, რომ მომხმარებლისთვის ფუნქციურად გამართული გარემო შექმნას.

"რეკრეაციული სივრცე "კოორდინატის" კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ყველა ასაკისა და განსხვავებული ინტერესის მქონე ადამიანს საკუთარ კუთხეს სთავაზობს. გამწვანებული ბილიკები, საბავშვო მოედნები და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ადგილები განტვირთვისთვის სრულყოფილ გარემოს ქმნის", ამბობენ კომპანიაში.

"კოორდინატი" არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი – ეს არის პასუხი ურბანული ცხოვრების თანამედროვე გამოწვევებზე, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანის დრო და მისი შინაგანი სიმშვიდეა.

ვინ ირჩევს "კოორდინატს"?

ნებისმიერი წარმატებული პროექტის უკან დგას ადამიანი, ვისთვისაც ლოკაცია მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი არ არის. ორთაჭალა თბილისის ისტორიული უბანია, რომელიც თანამედროვე ბაზარზე ახალ სიცოცხლეს იძენს. 2021-დან 2024 წლამდე უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა კრწანისის რაიონში გაოთხმაგდა, ხოლო გასულ წელს, 2024 წელთან მიმართებით, გაორმაგდა. გაყიდული ბინების 70%-ზე მეტი ახალ დეველოპერულ პროექტებზე მოდის, რაც უბნის განახლებასა და ურბანულ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს.

"კოორდინატი" სწორედ მათთვის შეიქმნა, ვისაც ამ უბანთან ემოციური ბმა აქვს, თუმცა, ამავდროულად, პრაგმატულად აფასებს უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალს.

"კოორდინატი" იქმნება ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კომფორტი, ხარისხიანი და ორგანიზებული საცხოვრებელი გარემო. პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვი ემოციურადაა დაკავშირებულ უბანთან და ამავე დროს აფასებს მის საინვესტიციო პოტენციალს".

"კოორდინატის" გუნდის ხედვა ასეთია: ნამდვილი ფუფუნება იმ წვრილმანებშია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს. წარმოიდგინეთ დღე, როდესაც პარკინგიდან ბინამდე მძიმე ჩანთების ამოსატანად საყიდლების ურიკა გხვდებათ, კართან კი სპეციალური კაუჭი გელოდებათ, რათა გასაღების მოსინჯვისას პარკები იატაკზე არ დააწყოთ.

აქ ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი – დაწყებული საერთო სარგებლობის ქოლგებიდან, დასრულებული ელექტრომობილების დამტენებითა და სპეციალური სათავსოებით თხილამურებისა თუ საბურავებისთვის. კომპანია ზრუნავს იმაზეც, რომ მცხოვრებლებს წყლის უწყვეტი მიწოდებაც ჰქონდეთ, ხოლო რეკრეაციულ ზონაში განტვირთვისას – წვდომა ინტერნეტზე.

"მომხმარებელი იღებს ბევრად მეტს, ვიდრე ბინას. ის იღებს საცხოვრებელ გარემოს, სადაც უკვე ნაფიქრია იმ დეტალებზე, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს".

ყოველდღიური კომფორტის არქიტექტურა

ვიზუალური ესთეტიკა "კოორდინატში" თვითმიზანი არ არის – ის ფუნქციური სრულყოფილების გაგრძელებაა. პროექტზე იმუშავა გამორჩეულმა არქიტექტორმა, გიორგი ხმალაძემ, რომლის ხელწერაც ყოველთვის ინოვაციასა და კონტექსტის გააზრებასთან ასოცირდება. სამკოშკიანი საცხოვრებელი კომპლექსი და ბიზნესცენტრი გორგასლის 73ა-ში ხდება ახალი კოორდინატი მათთვის, ვინც ბიზნესკლასის სტანდარტებსა და თანამედროვე ურბანულ ესთეტიკას ეძებს.

"კოორდინატი" მცხოვრებლებს სთავაზობს სივრცეს, სადაც ერთი ჰექტარი სრულად ეთმობა სიმწვანეს პროექტის ცენტრალურ ნაწილში. აქ ცხოვრების ტემპი სრულიად განსხვავებულია: მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ სუპერმარკეტით, კაფე-რესტორნებით, ფუდკორტითა და საოფისე სივრცეებით. 24-საათიანი დაცვა, კონსიერჟი და გამართული შიდა საგზაო სისტემა კი იმგვარ წესრიგს ამკვიდრებს, რომელიც ბიზნესკლასის საცხოვრებლისთვის სავალდებულო სტანდარტია.

"პროექტის მასშტაბი, არქიტექტურა, მწვანე სივრცეები და კარგად გააზრებული ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, რომელიც აერთიანებს ცხოვრებას, დასვენებასა და ყოველდღიურ სერვისებს ერთ სივრცეში".

გამოცდილება, რომელიც ხარისხს უზრუნველყოფს

ამ მასშტაბური ხედვის უკან "ქისთოუნ დეველოპმენტი" დგას, საინვესტიციო ჰოლდინგ "ქისთოუნ ინვესთმენთსის" უძრავი ქონების მიმართულება. კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 20 წელზე მეტია ოპერირებს, აქცენტს გრძელვადიან ეკონომიკურ ღირებულებასა და ხარისხზე აკეთებს. მათი მიზანი არა მხოლოდ მშენებლობის დასრულება, არამედ ისეთი ურბანული მემკვიდრეობის დატოვებაა, რომელიც დროს გაუძლებს.

"კოორდინატის" გრძელვადიანი ამბიციაა, რომ ვ. გორგასლის 73ა-ში მდებარე ეს კომპლექსი თბილისის ახალ მიზიდულობის წერტილად იქცეს. ეს არის ახალი ურბანული დინამიკა, რომელიც ორთაჭალა-კრწანისის არეალს კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შესძენს. პროექტის მთავარი დაპირება მომავალი მცხოვრებლებისთვის კი მარტივი, მაგრამ ფუნდამენტურია – წესრიგი და სიმშვიდე.

"ჩვენი მთავარი დაპირებაა გარემო, სადაც ყველაფერი გააზრებულია და მცხოვრები აქ გრძნობს სიმშვიდესა და კომფორტს. კოორდინატი ახალი კონცეფციის სახლია ეს არის სახლი, რომელიც ფიქრობს!"