მხოლოდ არქელებისთვის - არქი საახალწლო გრანდიოზულ ღონისძიებას გეგმავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

20 და 21 დეკემბერს, ცოტნე დადიანი 32-ში, გრანდ ავენიუ საახალწლო ქალაქად გარდაიქმნება და ექსკლუზიურად არქელებს უმასპინძლებს. ღონისძიება ორივე დღეს 15:00-19:00 საათამდე გაგრძელდება.

არქის საახალწლო ქალაქში სტუმრებს დახვდებათ ჯადოსნური გარემო, სადღესასწაულო შოუ-პროგრამა, გემრიელი ნუგბარი, კომპანიის ტრადიციული საახალწლო საჩუქრები და სხვადასხვა სიურპრიზი. ასევე წარმოდგენილი იქნება George Coby-ის საკოლექციო უნიკალური სათამაშოებით გაფორმებული ნაძვის ხე და 50-მდე ქართველი მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რაც არქის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელდება.

George Coby (გრიგოლ კობახიძე) ემიგრანტი ქართველი მეწარმე გახლდათ, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში მოღვაწეობდა. მან მინის საშობაო დეკორაციების წარმოება დაიწყო და ნაძვის ხე მილიონობით ამერიკელი ოჯახისთვის დღესასწაულის სიმბოლოდ აქცია.

გრანდ ავენიუზე საკოლექციო სათამაშოებით გაფორმებულ საახალწლო ნაძვის ხეს The FINANCIAL და ამერიკის კულტურის ცენტრი წარმოადგენს არქისთან პარტნიორობის ფარგლებში.

ღონისძიებაზე დასასწრებად სტუმრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის უნდა დაუკავშირდნენ არქის პერსონალურ ასისტენტს არაუგვიანეს 18 დეკემბრისა.