Get All Access for $5/mo

MN ჯგუფი სამაცივრე მეურნეობას აფართოებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, "MN ჯგუფი" სამაცივრე მეურნეობას აფართოებს და მშრალ საწყობს აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 3,2 მილიონი ლარია, რაც სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. პროექტი "აწარმოე საქართველოს" სუბსიდირების პროგრამითაა თანადაფინანსებული.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, "MN ჯგუფი" თბილისში, ანდრონიკაშვილის ქ. 14, კომპანიის მფლობელობაში არსებულ სამაცივრე მეურნეობის ტერიტორიაზე, მშრალ საწყობს აშენებს.

"MN ჯგუფი 2014 წელს დაარსდა და ის ორიენტირებულია საქართველოში გაყინული ხორცის, თევზის, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე, ექსპორტსა და საბითუმო რეალიზაციაზე. 2021 წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ავჭალის დასახლებაში სამაცივრე მეურნეობა შევიძინეთ. ამჯერად, გაფართოების მიზნით, საქართველოს ბანკისა და "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშრალი საწყობის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს დაგვეხმარება, რომ სამომავლოდ მომხმარებლებს ინდივიდუალური მიდგომით სრულყოფილი მომსახურება შევთავაზოთ, როგორც სასაწყობე და სატრანსპორტო ლოჯისტიკის მომსახურების, ასევე, შეკვეთების ციფრული და ელექტრონული დამუშავების მხრივ", - განაცხადა ანა დევაძემ, "MN დისტრიბუშენ"-ის დირექტორმა.

"საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს პარტნიორ ბიზნესებს ხელი შეუწყოს რათა უფრო მეტად განვითარდნენ, გაფართოვდნენ და გაძლიერდნენ. "MN ჯგუფთან" წლებია ვთანამშრომლობთ და ვხედავთ წლიდან წლამდე როგორ ვითარდება კომპანია. ამის დასტურია აღნიშნული პროექტიც, რომელიც სამაცივრე მეურნეობის გაფართოებას, კონკრეტულად კი, მშრალი საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანიას შესაძლებლობა ექნება მეტი პროდუქტი მიიღოს, შეინახოს და მისი ტრანსპორტირება უზრუნველყოს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებას", - განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"