Get All Access for $5/mo

"მოდერნ სითი" დეველოპერული კომპანია ახალი ვიზუალური იდენტობით და მრავალწლიანი გამოცდილებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დეველოპერული კომპანია "მოდერნ სითი" მრავალი წელია ოპერირებს ბაზარზე უძრავი ქონების მიმართულებით და ქმნის ადამიანებზე და მათ მოთხოვნებზე მორგებულ საცხოვრებელ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან თანამედროვე არქიტექტურითა და შესანიშნავი ადგილმდებარეობით.

ამჟამად კომპანია ორ მიმდინარე პროექტზე მუშობს, რომლებიც ლისის ტბასთან რამდენიმე მეტრში და დიღომში ამერიკის საელჩოს მიმდებარედ ვითარდება.

"დაცული და გამწვანებული ეზო, საბავშვო და გასართობი ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები, საცურაო აუზი, სიახლოვე ქალაქის ცენტრთან და მნიშვნელოვან სამომხმარებლო ობიექტებთან არის მოდერნ სითის ორივე პროექტის მთვარი ღირებულება, ესაა ის რაც დღეს ადამიანებს საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას სჭირდებათ" - აღნიშნავს "მოდერნ სითის" დირექტორი ბექა თეზელაშვილი.

ბექა, მოგვიყევით მეტი "მოდერნ სითის" შესახებ

კომპანია "მოდერნ სითი" მრავალი წელია ოპერირებს უძრავი ქონების მიმართულებით და როგორც თბილისში, ისე მის შემოგარანში არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია საქმის პროფესიონალებით და უძრავი ქონებაში მუშაობის გამოცდილებით.

რამდენიმე თვის წინ განვახორციელეთ რებრენდინგი რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდა ჩვენი კომპანიის ახალი და თანამედროვე ვიზუალური იდენტობა.

სრულიად შეიცვალა ლოგო და კორპორატიული სტილი, განახლდა ვებ გვერდი და სოციალური ქსელები. ამის პარალელურად კი გაყიდვებში ჩაეშვა ჩვენი ახალი პროექტი "მოდერნ სითი" - ლისი, რომელიც ფერმწერთა ქუჩაზე ლისის ტბიდან რამდენიმე მეტრში მწვანე და ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში ვითარდება. დიღმის პროექტში კი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და დაწყებულია ორი ბლოკის მშენებლობა. ორივე პროექტი 2025 წელს დასრულდება.

რითია გამორჩეული თქვენი პროექტები?

"მოდერნ სითი" ლისი ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან თავისუფალი, დაბალსართულიანი კომპლექსია, რომელიც შენდება ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის სერთიფიცირებული სამშენებლო მასალებით, პროექტი 14,000 კვ.მ-ზე ვითარდება და ოთხ საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს.

საცხოვრებელ კომპლექსში განთავსდება:

  • კეთილმოწყობილი და დაცული ეზო;
  • საბავშვო და გასართობი ინფრასტრუქტურა;
  • მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;
  • ღია აუზი.

პროექტი მიმზიდველია არა მხოლოდ საცხოვრებლად არამედ საინვესტიციოდაც, ვინაიდან უძრავი ქონების ბაზარი თბილისში და განსაკუთრებით ლისის ტბის მიმდებარედ ძალიან სწრაფად ვითარდება. მოდერნ სითი ლისის ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა იძლევა პოზიტიურ პროგნოზს როგორც გასაქირავებელი ისე გასაყიდი ფასის გრძელვადიან ზრდასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დიღმის პროექტს ეს არის კომპლექსი რომელიც 10,000 კვ.მ-ზე ვითარდება და სამი 13 სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება.

დიღმის პროექტში ძალიან დიდი ადგილი ეთმობა რეკრეაციას და კეთილმოწყობილ ეზოს სადაც განთავსდება:

  • დაცული და გამწვანებული ეზო
  • საბავშვო გასართობი სივრცეები
  • სპორტული მოედანი
  • ღია საცურაო აუზი როგორც უფროსებისთვის ასევე ბავშვებისთვის
  • მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები

კომპლექსი ოლიმპიური აუზის და ამერიკის საელჩოს მიმდებარედ კ. გოგიაშვილის ქუჩაზე მშვიდ და მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს რომელიც ქალაქის ცენტრისგან მოშორებით და თან ძალიან ახლოს ქალაქთან, ქმნის მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას, სადაც ნაფიქრია როგორც უფროსებზე ისე ოჯახის პატარა წევრებზეც.

ორივე პროექტში გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს და მომხმარებლებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ და მოქნილ გადახდის პირობებს.

ჩვენი კომპანიის მიზანია, შევქმნათ ადამიანზე და მათ კომფორტულ ცხოვრებაზე მაქსიმალურად მორგებული, ჰარმონიული საცხოვრებელი გარემო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი