Get All Access for $5/mo

მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია 15 პარტნიორ უნივერსიტეტში – რჩევები აბიტურიენტებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ უნივერსიტეტებში სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა 15 უნივერსიტეტში მოქმედებს. სტიპენდიატების შესარჩევ კრიტერიუმებს კი პარტნიორი უნივერსიტეტები თავად ადგენენ. მართალია, პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა, მის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სწავლის დაფინანსება.

იმ აბიტურიენტებს, რომლებიც უნივერსიტეტების შერჩევის აქტიურ ფაზაში იმყოფებიან, სტიპენდიატები ურჩევენ, გაეცნონ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას, პარტნიორ უნივერსიტეტებს, მათ მიერ შემუშავებულ შესარჩევ კრიტერიუმებს და გამოიყენონ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

გიორგი კუჭავა, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

გიორგი კუჭავა თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკას სწავლობს, სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შევსების შემდეგ კი გასაუბრება წარმატებით გაიარა. როგორც თავად ამბობს, მთავარი გამბედაობაა, რადგან ზოგჯერ კონკურენცია თავდაჯერებულობას გვაკარგვინებს:

,,აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არასდროს შეიკავონ თავი მცდელობისგან, მიუხედავად დაბრკოლებებისა. შრომა ყოველთვის დაგიფასდება, ხანდახან შეიძლება ვერ ხედავდე კონკრეტულ შედეგს ან მიზანს, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო, მთავარია შენს ირგვლივ არსებული შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვა."

ვერიკო შელია, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტი

ვერიკომ წარმატებით გადალახა შესარჩევი ეტაპები და საკმაოდ დიდი კონკურენცია დაძლია. როგორც თავად ამბობს, გასაუბრებისთვის წინასწარ არ მომზადებულა, უბრალოდ, სცადა, გულწრფელი ყოფილიყო:

,,მიხარია, რომ გაწეული შრომა დამიფასდა. ჩემთვის სტიპენდია დამატებითი მოტივაციაა, რომ დიდი ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით გადავდგა ნაბიჯები კარიერული განვითარების გზაზე. აბიტურიენტებს ვურჩევდი, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, მიჰყვნენ ოცნებებს, მიზნებს და არასდროს დანებდნენ. აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც მათი შრომა დაფასდება, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას აირჩევენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, არასდროს შეწყვიტონ საკუთარი თავის ძიება და არ შეუშინდნენ გამოწვევებს".

ლილი კერესელიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტი

ლილიმ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა, პროგრამის დარჩენილი საფასური კი საქართველოს ბანკმა დაუფინანსა. მისი აზრით, სტუდენტობის თუ აბიტურიენტობის პერიოდში მნიშვნელოვანია, პატარა წარუმატებლობებს უფლება არ მივცეთ, ჩვენს თავდაჯერებულობაზე იმოქმედოს:

,,ძალიან სტრესულად მახსოვს წნეხი აბიტურიენტობის დროს, რომ აუცილებლად კარგ უნივერსიტეტში უნდა მოვეწყო, აუცილებლად 100%-იანი გრანტი უნდა ავიღო. გრანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ არც გრანტის გარეშე სრულდება წარმატების გზა. თუ იმაზე ნაკლებ შედეგს მიიღებ, ვიდრე ელოდი, თავს ნუ უსაყვედურებ, ეცადე იპოვო, რა გაქვს გამოსასწორებელი და იმაზე იფიქრო, რომ წინ კიდევ ბევრი შანსია წარმატებისთვის".

საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. გუნდში ამბობენ, რომ ინიციატივის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიატების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. სასტიპენდიო პროგრამისა და სხვა საერთაშორისო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

გახსოვდეთ, რომ თქვენს ირგვლივ უსაზღვრო შესაძლებლობებია, მთავარია, არ გაჩერდეთ და არ შეწყვიტოთ ცდა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი