Get All Access for $5/mo

მომავლის სახლის ოფისის მარკ ზაკერბერგისეული ვერსია პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა უჩვენა, რომ სულაც არ არის აუცილებელი თანამშრომლების ფიზიკურ ადგილებზე მიბმა და ოფისები, გაფართოებული და ვირტულური რეალობის ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ ადგილას იცხოვროთ და იქ გამოჩნდეთ, სადაც მოგესურვებათ.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TIME

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი აცხადებს, რომ მომავალის სამსახურები ფიზიკურ ბარიერებს გადალახავს და ვირტუალური რეალობის და გაფართოებული რეალობის დონეზე იქნება. მან ეს Clubhouse-ში ხანმოკლე გამოჩენისას აღნიშნა. Clubhouse სოციალური ქსელის აუდიოჩატია, რომელშიც ჩართვა მხოლოდ მიწვევით არის შესაძლებელი. მან საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედებისა და დისტანციური მუშაობის რეჟიმის მომავლის შესახებ.

პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა უჩვენა, რომ არ არის აუცილებელი თანამშრომლების ფიზიკურ ადგილებზე მიბმა და ოფისები, გაფართოებული და ვირტუალური ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ "ნებისმიერ ადგილას იცხოვროთ და სადაც მოგესურვებათ იქ გამოჩნდეთ", – განაცხადა ზაკერბერგმა. ამის შესახებ ინვესტორი ჯოშ კონსტაინი იუწყება თავის Twitter ანგარიშზე.

"ჩვენ ტრანსპორტირებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ტელეპორტირებაზე უნდა გადავიდეთ!", აქვე განაცხადა ზაკერბერგმა. ეს უზომოდ ხელსაყრელია, ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადგილას იცხოვროს და სადაც უნდა იქ იმუშაოს. გარდა ამისა, ამ რეჟიმით მუშაობისას პერსონალის შრომის ნაყოფიერებაც გაიზრდება და გარემოში გამონაბოლქვის რაოდენობაც შემცირდება.

ამ ახალ რეალობასთან შესაგუებლად, Facebook Reality Labs-ის ვირტუალური და დამატებული რეალობის პროფესიონალები მუშაობენ. ისინი ამ ეტაპზე ტექნოლოგიების ტელეკომუნიკაციაში ინტეგრაციაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ფიზიკური გადაადგილების გარეშე იყოს უზრუნველყოფილი პიროვნების გარკვეულ ადგილას ყოფნა.

Josh Constine - SignalFire

@JoshConstine

ზაკერბერგი ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაზე

Facebook Reality Labs ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაზე, ფიზიკური მოგზაურობის გარეშე გარკვეულ ადგილას ყოფნაზე მუშაობს. ვირტუალურ რეალობაში ჩასაძირად გრაფიკა დაგჭირდებათ. გაფართოებული რეალობა კიდევ ერთი გამოწვევაა, სადაც ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ დისპლეიზე. მის გამოსაყენებლად ისეთი ფორმფაქტორია საჭირო, როგორიცაა სათვალე სქელი ჩარჩოთი. Facebook დიდ ინვესტიციას დებს, დაახლოებით 4-5 წლისთვის. საშუალო სკოლაში ეს სამგანზომილებიანი იმერსიის გამოცდილება იყო.

ზაკერბერგი დისტანციურ სამუშაოზე

დისტანციური მუშაობის რეჟიმი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. უამრავ ადამიანს სახლში ბავშვები ჰყავს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, როდესაც ზოგიერთი თანამშრომლები ოფისში იქნებიან. წელს ეს უკვე აუცილებელი გახდება. არ არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თანამშრომლები იმ ქალაქებში ცხოვრობდნენ, სადაც ოფისები გვაქვს. ის აღფრთოვანებულია ვირტუალური და გაფართოებული რეალობებით, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა იქ იცხოვროთ, სადაც გსურთ და ამ დროს იმ ადგილას იყოთ, სადაც გსურთ. შეხვედრები სივრცული აუდიოთი ვირტუალური რეალობის გამოყენებით კიდევ სხვას შესაძლებლობებს გვკარნახობს. Zoom მასთან შედარებით სრულიად არაბუნებრივია. ვირტუალურ რეალობას შეუძლია უფრო პროდუქტიული გახადოს ადამიანი, საცხოვრებელი ადგილის საკუთარი სურვილით შერჩევის შესაძლებლობაც მისცეს და გამონაბოლქვიც შეამციროს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში