მომხმარებლის მხარდამხარ! "ჯიპიაი ჰოლდინგმა" მხარდამჭერთა გუნდი ჩამოაყალიბა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" საქართველოს მოსახლეობას ბაზარზე სრულიად ახალ და უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ერთწლიანი კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე, კომპანიამ ჩამოაყალიბა მხარდამჭერთა გუნდი. ეს არის სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ადამიანს ეხმარება პრობლემის მოგვარებაში, სრული სადაზღვევო შემთხვევის განმავლობაში.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Entrepreneur ესაუბრა თინათინ კობერიძეს, "ჯიპიაი ჰოლდინგის" სერვისებისა და პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსს.
რა არის მხარდამჭერთა გუნდი და როგორ მუშაობს ეს სერვისი?
მხარდაჭერის სისტემა ორიენტირებულია საკითხების მოგვარებაზე დაზღვეულის მხარდამხარ, მასთან შეთანხმებით და მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. მხარდაჭერის მენეჯერი შესაბამისი პროფილის ექსპერტია, რომელიც პასუხისმგებელია მომსახურების სრულ ციკლზე − მკურნალობის დაგეგმვიდან მონიტორინგამდე, ან შემთხვევიდან ანაზღაურების ჩარიცხვამდე და მუდმივად ხაზზეა დაზღვეულთან.
მხარდაჭერის მენეჯერები პირველივე ზარიდან არიან ჩართულნი საკითხების მოგვარებაში და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზეც გადიან, რათა დაეხმარონ დაზღვეულს. მაგალითად, თუ საქმე გადაუდებელ სამედიცინო სერვისს შეეხება, მხარდაჭერის მენეჯერი შესაძლოა კლინიკაში პირადად მივიდეს და დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი თავად მოაგვაროს კლინიკის ადმინისტრაციასთან. მსხვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კი ადგილზე ავტოექსპერტი გადის. ამით მომსახურების პროცესი − სადაზღვევო კომპანიასთან პირველი კომუნიკაციიდან ანაზღაურების ეტაპამდე, სრულად ტრანსფორმირდა.
ვინ არიან მხარდამჭერთა გუნდის წევრები?
მხარდამჭერები არიან კონკრეტული სფეროს ექსპერტები, მაგალითად სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაში, თქვენ გეკონტაქტებათ სამედიცინო განათლების მქონე ექსპერტი, ხოლო ავტოდაზღვევის შემთხვევაში პროცესს ავტოექსპერტი წარმართავს. მათ გაიარეს სპეციალური გადამზადება და შეუძლიათ ყველა სიტუაციის მართვა.
რით გამოირჩევა მხარდამჭერთა გუნდი სხვა სერვისებისგან?
მომხმარებელს სჭირდება მხარდაჭერა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალური. სადაზღვევო სისტემა უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც ადამიანს გვერდით უდგას და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
სწორედ ამით განსხვავდება "ჯიპიაის" მომსახურება ცხელი ხაზის სტანდარტული მომსახურებისგან. დაზღვეულ პირს აღარ უწევს ეტაპობრივად გაარკვიოს და მარტომ დაგეგმოს პროცედურები. მას ექსპერტი ეხმარება ვიზიტების, მედიკამენტების, სამედიცინო პროცედურების დაგეგმვასა და ანაზღაურებაში.
როდის ამოქმედდა ეს სერვისი და რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი?
სისტემა 2023 წლის მაისში ამოქმედდა. სერვისის ამოქმედების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით მომხმარებლებს და ვეკითხებით აზრს. ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მივიღეთ, თუმცა ამავდროულად მივიღეთ რჩევებიც. ვგეგმავთ პოზიტიურ ცვლილებებს.
ჩვენ ვართ ლიდერი კომპანია ბაზარზე, რაც მოითხოვს მუდმივ ზრდას და განვითარებას. მსოფლიოში პროცესები იცვლება, შესაბამისად, იცვლება ადამიანის მოთხოვნები და საჭიროებები. მაგალითად, პანდემიის და მის შემდგომ ეპოქაში ციფრული სისტემების გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა.
2024 წლიდან კომპანია ციფრული პლატფორმის უფრო ფართო მასშტაბით განვითარებას გეგმავს.
თვითსერვისის აპლიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა გვსურს მხარდამჭერთა გუნდის სერვისიც მაქსიმალურად ავითვისოთ და მომხმარებლის საჭიროებებს მოვარგოთ, რათა მას აღარ დასჭირდეს იმაზე ფიქრი, სად უნდა დარეკოს და რა უნდა გააკეთოს შემდგომ ეტაპზე. სადაზღვევო სისტემა მთლიანად უნდა ემსახურებოდეს ადამიანის კეთილდღეობას.
როგორ უნდა დაუკავშირდეს დაინტერესებული პირი მხარდამჭერთა გუნდს?
მხარდამჭერთა გუნდი ხელმისაწვდომია კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში. სამედიცინო დაზღვევის საკითხების მოსაგვარებლად პირმა უნდა დარეკოს ნომერზე: 032 250 51 11, რაც შეეხება საავტომობილო ან სხვა საკითხებს: 032 260 51 11.
ასევე, ჩვენ გავზარდეთ მხარდაჭერის მენეჯერთა რაოდენობა, რათა სერვისი ყველა ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ლოდინი არავის უწევდეს. გვსურს, შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ყველა ადამიანისთვის.
---
"ჯიპიაი ჰოლდინგი" ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2022 წელს "ჯიპიაი ჰოლდინგის მოზიდული პრემია 19%-ით გაიზარდა. კომპანია ლიდერია როგორც კორპორაციული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებებით. "ჯიპიაი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა. "ჯიპიაი ჰოლდინგი" 2006 წლიდან "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრია. "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.