Join our Waitlist for Expert Advice!

მორიგი საერთაშორისო აღიარება - ნინო ქურასბედიანი კონფიდენციალურობის პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPP) წევრი გახდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი, იურისტი და საჯარო მმართველობის დოქტორი, ნინო ქურასბედიანი კონფიდენციალურობის პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაციას (IAPP) პროფესიონალი წევრის სტატუსით შეუერთდა. ეს მისი, როგორც სფეროს სპეციალისტის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.

ნინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში დიდი ხნის გამოცდილება აქვს როგორც პრაქტიკული, ისე აკადემიური თვალსაზრისით. ის 2016 წლიდან ამ სფეროში მუშაობს, ხოლო 2023 წელს საერთაშორისო, ევროპული დონის კვალიფიკაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში გერმანიაში, ქალაქ ბონში მიიღო.

რას ნიშნავს კონფიდენციალურობის პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობა მისთვის? ნინო ამბობს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სიახლეების ფონზე ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოს ყველა იმ ევროპული ქვეყნის რესურსით, რომლებიც არიან ამ სფეროს პრაქტიკოსი პროფესიონალები და ამკვიდრებენ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით.

"განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისი, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს აღებული აქვს გეზი ევროპული სტანდარტის დასამკვიდრებლად პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის კუთხით. სამუშაო შეხვედრებისას წევრებს გვექნება შესაძლებლობა იმ პროცესებთან მიმართებით, რომლებიც სიახლეს წარმოადგენს და ჯერ არ გვაქვს დამკვიდრებული ეროვნული პრაქტიკა, მოვისმინოთ მოსაზრებები, მივიღოთ პრაქტიკული რჩევები დარგის საუკეთესო სპეციალისტებისგან", - ამბობს ნინო ქურასბედიანი.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ნინო მხოლოდ პრაქტიკულ საქმიანობას არ ეწევა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით დაგროვილ საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებას ადგილობრივ დონეზე დაინტერესებულ პროფესიონალებსაც უზიარებს.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ქართულ რეალობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანის შესაძლებლობა ბევრს ნიშნავს თავად სფეროსთვისაც, რომელიც, ფაქტობრივად, ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს.

ნინო ფიქრობს, რომ პრაქტიკაში საერთაშორისო გამოცდილების შემოტანით, ის ორგანიზაციები, რომლებსაც მომსახურებას უწევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლში, მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებენ.

"საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობა იძლევა პროცესების საერთაშორისო, ევროპული სტანდარტის საფუძველზე შეფასების შესაძლებლობას, სავალდებულო ინსტრუქციების მრავალგზის გამოცდილი სტრუქტურით შექმნას. შესაბამისად მე ვზრუნავ, კანონშესაბამისობის პროცესები პროცესუალურ და ინსტრუქციულ დონეზე იმგვარად დავნერგო, რომ ჩემმა კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა და მე - მათმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა - თავი მოვიწონოთ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით".

როგორც ცნობილია, ევროკავშირის კანონმდელობასთან ქართული საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაციის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. სწორედ ამიტომ, გარკვეულ ორგანიზაციებს გაუჩნდათ სამართლებრივი ვალდებულება, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

ამ ორგანიზაციათა სიაში, ძირითადად, შედიან ის სუბიექტები, რომლებიც ამუშავებენ დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებენ მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს. მაგალითად, ყველა საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება და სხვ.

ამ კონტექსტში კი ნინოს საერთაშორისო დონის კვალიფიკაცია და მის მიერ შეთავაზებული დახმარება ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ნიშნავს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსვლას.

ნინო ქურასბედიანი ამბობს, რომ კონფიდენციალურობის პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობა დადებითად აისახება მის სამომავლო გეგმებზეც. როგორც გვეუბნება, რამდენიმე საერთაშორისო აქტივობაში უკვე გათვალისწინებული აქვს საქართველოში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა.

ასევე, დაგეგმილია რამდენიმე პროექტი ევროპული საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლობის ჩართულობით, რომელიც ნამდვილად ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისთვის.

"მთელი ჩემი რესურსის გამოყენებით შევეცდები დავეხმარო ორგანიზაციებს, სწორად შეაფასონ და აღიქვან მონაცემების დამუშავების პროცესები და ამ ყველაფრის დამკვიდრებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით განვახორციელებ", - გვეუბნება ნინო ქურასბედიანი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი