"მთავარია გჯეროდეს" - თიბისიმ ახალი გზავნილი წარადგინა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"თიბისიმ" ბრენდის ახალი პლატფორმა და გზავნილი სახელწოდებით - "მთავარია გჯეროდეს" წარადგინა. ეს მანიფესტი საუკეთესოდ ჰყვება განვითარების იმ ისტორიას, რომელიც "თიბისიმ" 33 წლის განმავლობაში შექმნა და იმ ფასეულობებს აერთიანებს, რომლებიც მეოთხე ათწლეულია "თიბისის" ამოძრავებს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.
ახალი პლატფორმის მთავარი კონცეფცია ეფუძნება რწმენას, რომ დიდი ცვლილებები საკუთარი თავის რწმენით იწყება. ამ იდეის გამოხატულებაა გზავნილი "მთავარია გჯეროდეს", რომელიც მოგვიწოდებს დავიჯეროთ, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ შეგვიძლია.
"თიბისის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ეს გზავნილი დაფუძნებულია კომპანიის მრავალწლიან ისტორიასა და კულტურაზე.
"თიბისი", როგორც ბრენდი, დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. მასთან ერთად გავიარეთ არაერთი ეტაპი და საკუთარი თავის რწმენა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენთვის. ამიტომაც ვცდილობთ, რომ ადამიანების შთაგონების წყარო ჩვენი კომუნიკაცია გახდეს. რომ "თიბისისგან", თუნდაც პირდაპირი სერვისით, შთაგონების მიღება შეიძლებოდეს – მთავარია გჯეროდეს. ეს მესიჯი დაყრდნობილია ჩვენს 33-წლიან ისტორიაზე, კულტურაზე, როგორ მოვედით აქამდე და ის მნიშვნელოვანია თითოეული თიბისელისთვის - ამ წლებში "თიბისი" გაიზარდა, დიდი გზა გაიარა და დღეს ვართ საერთაშორისო კომპანია. მთავარია გვჯეროდეს - ესაა ჩვენი მთავარი მახასიათებელი. თავი დავაჯერეთ, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია", – აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორი.
ახალი გზავნილის პრეზენტაციისთვის შეიქმნა ვიდეორგოლი, რომლის კონცეფციაზეც მუშაობდა სტუდია Playmakers-ი. კომპანიის მმართველი პარტნიორი, კოკა ქამუშაძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა სარეკლამო რგოლისა და ბრენდის გზავნილის შერწყმა.
კოკა ქამუშაძის თქმით, გზავნილი დატვირთულია მხატვრული სიმბოლოებითა და ალუზიებით. მისი განმარტებით, ტექსტის წერისას ერთგვარი შთაგონება გახდა უილიამ შექსპირის 66-ე სონეტი, რომლის რითმასა და რიტმს მიჰყვება მოთხრობილი ამბავი. ასევე, გზავნილის ბოლო სცენა ფილმ "ფესვების" დასასრულს მოგვაგონებს შინ მატარებლით დაბრუნებითა და სადგურის კადრით.
"გვინდოდა გზავნილი ყოფილიყო მასშტაბურიც. დავიწყეთ ისეთ ვიზუალურ თხრობაზე მუშაობა, რომელიც ადამიანს გაუჩენდა განცდას, რომ უყურებს რაღაც ფილმს", - აცხადებს ქამუშაძე. მისივე თქმით, ვიდეორგოლის კონცეფცია ეფუძნება "გმირის მოგზაურობის" არქეტიპს, სადაც მთავარი გმირი გაივლის გამოწვევებს, დაბრკოლებებს და საბოლოოდ გამარჯვებას აღწევს.
"თიბისის" ბრენდის, გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, მაკუნა თავბერიძე აღნიშნავს, რომ ახალი პლატფორმა წარმოადგენს ბანკის მრავალწლიანი განვითარების ლოგიკურ გაგრძელებას.
"ბევრი სხვადასხვა გზავნილი გვქონია, სხვადასხვა თემატურ და კონტექსტს მორგებულ ამბებს ვუყვებოდით მომხმარებელს და დღეს გვჯერა, რომ უკვე შეგვიძლია ჩვენი მაგალითით მომხმარებელს მივცეთ თავდაჯერება. გვინდა, რომ ადამიანებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, გადადგან ნაბიჯები, რომლებიც არ გადაუდგამთ, იყვნენ გამბედავები და აისრულონ მიზნები, ოცნებები, რომლებიც აქვთ"