Get All Access for $5/mo

Mumsy - მშობიარობის შემდგომი თავის მოვლის პირველი ნაკრები ქართველი დედებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპი - Mumsy * მამსი გამოჩნდა, რომელიც ქართველ დედებს მშობიარობის შემდგომი თავის მოვლის პროდუქტებს სთავაზობს.

მშობიარობის შემდგომ პერიოდს თან ახლავს ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური ცვლილებები. პოსტპარტუმ პერიოდში მყოფი ქალების საჭიროებებიდან გამომდინარე, მამსი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს, რომელიც ნაკრების სახით იქნება წარმოდგენილი და აერთიანებს:

● სამშობიარო პერანგს, რომელიც გამოიყენება როგორც უშუალოდ მშობიარობის

პროცესში, ასევე მის შემდგომ პერიოდში;

● პერი ბოთლს, რომელიც ამარტივებს ჰიგიენურ მოვლას მშობიარობის შემდგომ;

● ცივ საფენებს, რომლის გამოყენება რეკომენდებულია მშობიარობის მომენტიდან;

● მშობიარობის შემდგომი ერთჯერადი მოხმარების ტრუსებს;

● ჰამამელისის დამამშვიდებელ ქაფს, რომელიც შეუცვლელია პოსტსამშობიარო

ტკივილისა და დისკომფორტის შესამცირებლად.

მამსის ინოვაციური პროდუქტები, საქართველოში ნერგავს მშობიარობის შემდგომი თავის მოვლის სტანდარტს, რითაც უახლოვდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საერთაშორისო რეკომენდაციებს პოსტ სამშობიარო თავის მოვლის მიმართულებით.

გარდა ამისა, დედების გაძლიერების მიზნით, სტარტაპი გეგმავს თავისი პლატფორმის გამოყენებას პოსტპარტუმ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად.

"მოხარულები ვართ, ქართველ დედებს გავაცნოთ Mumsy. გვჯერა, ყველა დედა იმსახურებს განსაკუთრებულ მზრუნველობას და დაფასებას ამ გარდამავალ პერიოდში. ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესის შემსუბუქებაში. გვიხარია, რომ დღეიდან ქართველი დედებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა პროდუქტები, რაც მათ ამ პერიოდის მეტად კომფორტულად გავლაში დაეხმარებათ." - აღნიშნავს მამსის თანადამფუძნებელი მარი გოგუაძე.

Mumsy-ის ნაკრების შეკვეთა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ონლიან გვერდებზე, უახლოეს მომავალში კი პროდუქტები, საქართველოს მასშტაბით, შერჩეულ საცალო მაღაზიებშიც გამოჩნდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

Instagram: Mumsy • მამსი

Facebook: Mumsy

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად