Get All Access for $5/mo

მყუდრო სამუშაო სივრცე და სასიამოვნო გარემო - რა დახვდებათ მომხმარებლებს "რადიუსში"?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პანდემიის შემდეგ ჩვენი ცხოვრების სტილი, მათ შორის სამუშაო პირობები, რადიკალურად შეიცვალა. ჩვენს ყოველდღიურობაში გაჩნდა ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმი და, შესაბამისად, შესაძლებლობა, ონლაინ ვიმუშაოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარე კომპანიისთვის.

ამან კი ბაზარზე ახალი საჭიროება გააჩინა - სივრცეები, სადაც ადამიანებს ერთდროულად სამუშაო გარემოც დახვდებათ და მყუდროდ საქმის კეთებაც შეეძლებათ. ასე გაჩნდა საერთო სამუშაო სივრცეები.

"რადიუსი" თორნიკე ფხოველიშვილმა, ლევან ყიფიანმა, ლევან გორგიაშვილმა და ზურაბ გედეხაურმა დააფუძნეს. თორნიკე ფხოველიშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ სივრცის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაინახეს, რომ, ერთი მხრივ, ჰქონდათ შესაბამისი ფართი და, მეორე მხრივ, ამ ლოკაციაზე მსგავსი სივრცის საჭიროება იყო. სწორედ ასე გაიხსნა Radiusi Co-Working Space-ი დიდუბეში.

"რადიუსის" მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნას კომფორტული და ხელმისაწვდომი სივრცე, სადაც ბიზნესს შეუძლია იდეალური სამუშაო გარემო შეიქმნას, გაიცნოს თანამოაზრეები და განვითარდეს. ამას ვახერხებთ ჩვენს სივრცეში პრივატული ოთახების, საერთო სამუშაო სივრცისა და საკონფერენციო დარბაზის გაერთიანებით. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან, რათა მუდმივად ჩავატაროთ საინტერესო შეხვედრები, ვორქშოფები და ლექციები, რომლებზეც დასწრება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის", - გვიყვება თორნიკე.

ანტრეპრენერი ამბობს, რომ ნებისმიერ სიახლესა და ბიზნესსაქმიანობას თან ახლავს რისკი, შესაბამისად, საჭიროა გამბედაობაც. თუმცა "რადიუსის" შექმნა იყო მომენტი, როცა დამფუძნებლებმა ზუსტად იცოდნენ, რომ სწორ დროს სწორ ადგილას იყვნენ. ამიტომაც ეს ნაბიჯი თამამად გადადგეს.

თორნიკე ფხოველიშვილის თქმით, საწყის ეტაპზე ბიზნესსაქმიანობას ბევრი სირთულე ახლავს, იქნება ეს ბიუჯეტის გაწერა, სივრცის დაგეგმარება თუ სხვა სამუშაო პროცესის შემადგენელი დეტალები. მაგრამ ნელ-ნელა ისწავლეს, რომ მთავარი მოტივაციის ქონა და წინსვლის სურვილია - პრობლემები კი თავისთავად გვარდება.

ჩვენს კითხვაზე, რა არის "რადიუსის" გუნდის მოტივაცია, თორნიკე ასე გვპასუხობს:

"იმის გააზრება და აღმოჩენა, თუ რამდენად ფართოა ზრდის არეალი, რამდენად ბევრი წარმატებული ბიზნესი შეიძლება დაიბადოს და გაიზარდოს "რადიუსში", რამდენ ადამიანს შეუძლია მიიღოს ჩვენთან ინფორმაცია, რომელიც მის წინსვლას ოდნავ მაინც შეუწყობს ხელს და, რაც მთავარია, პერქსპექტივა - ახალი და საინტერესო ხალხის გაცნობის".

"რადიუსის" გუნდი გეგმავს, რომ მომხმარებელსა და საზოგადოებას უკეთ გააცნოს ის სივრცე და შესაძლებლობები, რასაც ისინი სთავაზობენ. ამავდროულად, სივრცის შემქმნელებს უნდათ, რომ საქმიანობაში გამოცდილება დააგროვონ და სერვისი დღითიდღე გააუმჯობესონ.

"ჩვენი გეგმაა, გავაცნოთ ჩვენი თავი ხალხს, მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადამიანი, კომპანია თუ ღონისძიება ჩვენს სივრცეში. ამ პროცესში კი ჩვენც დავიხვეწოთ, უკეთ გავიაზროთ მომხმარებლის საჭიროებები, გამოვასწოროთ ჩვენი მინუსები და გარდავქმნათ ისინი ჩვენს ძლიერ მხარეებად. დარწმუნებულები ვართ რომ "რადიუსი" სულ მალე გახდება მიზიდულობის ცენტრი მათთვის, ვისაც სურს აკეთოს საქმე სასიამოვნო გარემოში", - ამბობს თორნიკე ფხოველიშვილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია