"ნახე მეტი ფასდაკლებით" – LABORATORY MY HOME-ის Black Friday დაიწყო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

13-დან 29 ნოემბრის ჩათვლით LABORATORY MY HOME მომხმარებლებს Black Friday-ის მასშტაბურ კამპანიას სთავაზობს. წლევანდელი გზავნილი – "ნახე მეტი ფასდაკლებით" – აერთიანებს პროდუქციის მრავალფეროვნებასა და განსაკუთრებულ ფასებს, რაც მომხმარებლებს სახლისა და ინტერიერის განახლების შესაძლებლობას აძლევს.

კამპანიის ფარგლებში მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება LABORATORY MY HOME-ის სრულ კოლექციაზე, 70%-მდე ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე და დამატებითი 10%-იანი Extra ფასდაკლება Outlet სივრცეში უკვე ფასდაკლებულ პროდუქციაზე.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Black Friday მომხმარებლისთვის მხოლოდ ხელსაყრელ ფასად ნივთის შეძენას არ უკავშირდებოდეს. გვინდა, მათ ახალი იდეების აღმოჩენის, განსხვავებული სტილის გაცნობისა და დიდი ხნის დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა მივცეთ. სწორედ ამიტომ, წლევანდელი კამპანია აერთიანებს მრავალფეროვან არჩევანსა და განსაკუთრებულ ფასებს", – აღნიშნავს ICR HOME-ის მარკეტინგის მენეჯერი კესო დოლიძე.

მრავალფეროვანი არჩევანი სახლისთვის ერთ სივრცეში

LABORATORY MY HOME ავეჯისა და ინტერიერის მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი რითეილერია. ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს სახლისთვის საჭირო ყველა ძირითად კატეგორიას, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებისთვის: მისაღები და სასადილო ოთახის ავეჯს, დივნებსა და სავარძლებს, საძინებლის ავეჯს, განათებას, დეკორსა და ტერასისა და ბაღის მოსაწყობ პროდუქციას.

ბრენდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 10 000 კვ. მ-ზე მეტი ფართობის შოურუმია, რომელიც 100-ზე მეტ სტილურ გადაწყვეტას აერთიანებს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, განსხვავებული კოლექციები რეალურ გარემოში დაათვალიეროს და ერთმანეთს შეადაროს მასალები, ფერები და დიზაინი.

Black Friday – მასშტაბური შეთავაზებები ავეჯისა და ინტერიერის ბაზარზე

LABORATORY MY HOME არა მხოლოდ მრავალფეროვანი პროდუქციით, არამედ მასშტაბური ფასდაკლებებითა და სპეციალური კამპანიებითაც გამოირჩევა. წლევანდელი Black Friday ამის კიდევ ერთი მაგალითია და მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

განვითარებული ონლაინ სავაჭრო პლატფორმა

კამპანიის შეთავაზებები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ შოურუმებში, ისე ონლაინ. ორივე არხში მომხმარებლებს ერთნაირი ფასდაკლებებით სარგებლობა შეუძლიათ.

LABORATORY MY HOME-ის შოურუმები მდებარეობს:

  • თბილისი – დავით აღმაშენებლის ხეივანი №125;
  • East Point – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა №2;
  • ბათუმი – ალექსანდრე პუშკინის ქუჩა №33.

"ელექტრონული კომერციის მიმართულების განვითარება კომპანიამ 2020 წლიდან დაიწყო. დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ თანამედროვე ონლაინ სავაჭრო პლატფორმას – www.icrhome.ge-ს, რომელიც აერთიანებს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს და საშუალებას აძლევს მათ, სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერონ და შეიძინონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს როგორც ფიზიკურ შოურუმებში, ისე ონლაინ მაქსიმალურად კომფორტული სავაჭრო გამოცდილება შევთავაზოთ", – აღნიშნავს კესო დოლიძე.

LABORATORY MY HOME-ის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ თითოეული სახლი ინდივიდუალურია და მის მოწყობაში ყველა დეტალს საკუთარი მნიშვნელობა აქვს. სწორედ განსხვავებული გემოვნების, საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას, აღმოაჩინონ საკუთარი სივრცისთვის შესაფერისი გადაწყვეტები და შექმნან გარემო, რომელიც მათ პიროვნებას გამოხატავს.

LABORATORY MY HOME-ის Black Friday კამპანია "ნახე მეტი ფასდაკლებით" 13-დან 29 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.