ნახეთ საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი ახალი ვიდეო - ქუთაისში სიყვარული უკვე გადაწყვეტილია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არსებობს ერთი თამაში, რომელიც თითქმის ყველას გვახსოვს - გვირილის ფურცლებს ვწყვეტდით და პასუხებს ვეძებდით: "ვუყვარვარ, არვუყვარვარ..."

ზოგჯერ ერთ ყვავილს არ ვჯერდებოდით. თავიდან ვიწყებდით. თითქოს პასუხი შეიძლებოდა შეცვლილიყო, თუ ბევრჯერ ვცდიდით.

სწორედ ამ შეგრძნებებისგან მიღებული ინსპირაციით, საქართველოს ბანკმა ქუთაისობისადმი მიძღვნილი ახალი ვიდეორგოლი შექმნა.

მაგრამ აქ ისტორია სხვანაირად ვითარდება.

ვიდეო ეძღვნება ქუთაისს - ქალაქს, სადაც არ გვჭირდება კითხვის დასმა, სადაც აღარ გჭირდება ფურცლების დათვლა, რადგან პასუხი ისედაც, თავისთავად იცი… აქ ყველა ღიმილში, ყველა შეხვედრასა და მისალმებაში გრძნობ, რომ ეს არის ქალაქი, სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია.

ნახეთ საქართველოს ბანკის ახალი ვიდეო და გაიხსენეთ ის მარტივი, ბავშვური თამაში - რომლის პასუხი ქუთაისში თავიდანვე ცნობილია.