ნათია ჯიბლაძე - საქართველოს პირველი CX ლიდერი საერთაშორისო აღიარებით: TOP10 CXMStars™ 2026 და CX Hub – Customer Experience Management Consulting Agency

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს და რეგიონის უპრეცედენტო მიღწევა მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის სფეროში. ნათია ჯიბლაძე, CX Hub - Customer Experience Management Consulting Agency-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გახდა პირველი ქართველი CX ლიდერი და პროფესიონალი, რომელიც СXMStars™ 2026-ის გლობალურ რეიტინგში TOP10-ში დასახელდა, მსოფლიოს 35 ქვეყნის ასეულობით CX ლიდერს შორის და მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

https://cxm.world/todays-pick/the-winners-revealed-150-cxm-stars-in-2026/

СXMStars™ ყოველწლიურად ტარდება Awards International™ და International CX Awards™-ის საერთაშორისო პროფილური ჟურნალის Customer Experience Magazine (CXM™)-ის მიერ. CXMStars™ 2026-ის აღიარება ეფუძნება ბიზნესსა და CX Community-ზე რეალური იმპაქტის მქონე პროექტებს, 10,000-მდე საერთაშორისო შემფასებლის მხარდაჭერას და CX Global Ecosystem-ის წამყვანი ინსტიტუტების — ICXA™, CXPA და CXM-ის C-Level მენეჯმენტის პროფესიულ შეფასებას. ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება ნიშნავს საქართველოს სახელის დაფიქსირებას გლობალური Customer Experience ეკოსისტემის რუკაზე.

მიღწევა ხაზს უსვამს იმას, რომ მომხმარებლის გამოცდილება დღეს აღარ არის მხოლოდ ოპერაციული ფუნქცია - ის არის ლიდერული აზროვნება, სტრატეგიული დისციპლინა და ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, ხოლო პრაქტიკული СX Impact ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვა და საქართველოს მრავალფუნქციური СX Ecosystem-ის დაფუძნება - საერთაშორისო აღიარების საფუძველია

CX Hub – საქართველოში CX ეკოსისტემის დამფუძნებელი

ნათია ჯიბლაძის და ნანა ახობაძის მიერ დაფუძნებული CX Hub • Customer Experience Management Consulting Agency არის საქართველოს პირველი CX Dedicated საკონსულტაციო სააგენტო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში Customer Experience (CX) & Customer Centric Strategic Management-ის სისტემური მიდგომების დანერგვას და СX Ecosystem-ის განვითარებას. СX Hub-ის ორგანიზებით:

  1. ყოველწლიურად ტარდება CX ეკოსისტემის მთავარი ღონისძიება - CX Business Summit Georgia™️, რომელიც აერთიანებს ქვეყნისა და რეგიონის ბიზნეს ლიდერებს და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო CX პროფესიონალების და CX Tech & AI ექსპერტების პრაქტიკებსა და გამოცდილებას
  2. დაფუძნდა CX Business Community Georgia™️ - სრულიად უნიკალური სივრცე მომსახურების ხარისხის ემოციური, ტექნოლოფიური, ოპერაციულ -სტრატეგიული მართვის დილემებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ საუკეთესო გამოცდილების შექმნისა და ბიზნესის ჯანსაღი ზრდის მისაღწევად.

საერთაშორისო წარმომადგენლობები:

1. Customer Experience Professionals Association (CXPA) - CX Hub არის CX Professionals Association-თან პირველი აფილირებული საკონსულტაციო სააგენტო საქართველოში

2. International CX Awards ICXA™ - ექსკლუზიური პარტნიორობა კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთში. 2025-ში CX Hub-ის თანადამფუძნებლები გახლდნენ მიწვეული ლონდონში საერთაშორისო CX დაჯილდოებაზე ჟიურის რანგში. საქართველოდან პირველად CX Hub-ის მიერ მოხდა 3 ქართული ბიზნესის წარდგენა მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის ნაწილში ამ ღონისძიებაზე და კომპანიებმა ICXA2025 ფინალისტების სტატუსი მიიღეს (TBC, Tegeta და NGT Group)

3. Martin Trust Center for MIT Entrepreneurship - CX Hub-ის თანადამფუძნებლები ნათია ჯიბლაძე და ნანა ახობაძე SEU-ს ექსკლუზიური პარტიორობის ფარგლებში გახდნენ MIT მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის Customer-Centric Entrepreneurship-ის დისციპლინირებული მეთოდოლოგიის, MIT GLEEN (Global Leaders for Entrepreneurship Educators Network) გამავრცელებელი ქსელის და MIT GLEEN-ის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის წევრები. CX Hub-ის მმართველი გუნდი უკვე 3- ჯერ გახლდათ ბოსტონში MIT GLEEN-ის სამუშაო სესიებზე და ქართული ბიზნეს და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივით გვიბრუნდება.

CX Business Community Georgia™️ – ახალი პროფესიული სივრცე საქართველოში

საერთაშორისო პარტნიორობებისა და მრავალწლიანი გამოცდილების ლოგიკური გაგრძელებაა CX Business Community Georgia™️ - ახალი უნიკალური პროფესიული პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს CX ლიდერებს, ბიზნესის მმართველებსა და სტრატეგიულ გადაწყვეტილების მიმღებებს. CX Hub-ის მიერ 2025-ში დაანონსებული ინიციატივა უკვე შედეგად იქცა:

  • CX Business Summit Georgia™️-ს მონაწილეებისა და პარტნიორების ინტერესითა და მოთხოვნით
  • CX Hub-ის ადგილობრივი ბიზნეს კლიენტებისა და პარტნიორების მხარდაჭერით
  • და გლობალური CX ეკოსისტემის გავლენიანი ინსტიტუტების თანადგომით (СXPA, ICXA, CXM)

CX Business Community Georgia™️ წარმოადგენს ქვეყნისთვის სტრატეგიულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს:

  • CX პროფესიულ ცოდნას - იმისთვის, რომ ბაზარზე მოხდეს სწორი და კომპეტენციური ცოდნის გავრცელება და მიწოდება
  • CX სისტემების და მეთოდოლოლოგიების ადგილობრივ პრაქტიკას - ბიზნესისთვის CX სტრატეგიული მართვის ხარისხიანი ინსტრუმენტების მისაწოდებლად
  • CX საერთაშორისო სტანდარტებს - CX Hub-ის საერთაშორისო პარტნიორობების ქართული ბიზნეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გასაზრდებად

CX Business Community Georgia™️-ს ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 24 თებერვალს | 19:00, სასტუმრო ibis Tbilisi City-ში

ქვეყნისა და რეგიონის მთავარი CX მოვლენა CX Business Summit Georgia 2026

CX Hub-ის ეკოსისტემის მთავარი ღონისძიება CX Business Summit Georgia™️ 2026 ბრუნდება 3 აპრილს და კიდევ ერთხელ გააერთიანებს ქვეყნისა და რეგიონის ბიზნეს საზოგადოებას ლიდერებს მომხმარებელზე, თანამშრომელზე და ზოგადად ადამიანზე ორიენტირებული სტრატეგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკების ირგვლივ.

2026 წლის სამიტის Keynote speaker გახლავთ Nienke Bloem, MBA, CCXP, CSP - გლობალურად აღიარებული CX ლიდერი, CX Game-ის თანადამფუძნებელი, საერთაშორისო სპიკერი და International CX Awards-ის მასპინძელი, 30+ წლიანი კორპორაციული გამოცდილებით. CXPA-ის Recognized Training Partner სტატუსით, CX Game-ის პრაქტიკული შედეგებით და ორგანიზაციული ტრანსფორმაციებით, Nienke Bloem საქართველოს CX სცენას მოუტანს პრაქტიკულ ლიდერულ გამოცდილებასა და გლობალურ ხედვას ბიზნესის ჯანსაღი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.

სამიტზე ასევე შეხვდებით საერთაშორისო CX AI ინსტრუმენტებს და СX Hub-ის ექსკლუზიური საერთაშორისო პარტნიორობის ფორმატებში საინტერესო შესაძლებლობებს Customer Experience Professionals Association (CXPA) და International CX Awards ICXA™ -გან.

პასუხისმგებლობა, რომელიც CX Hub-ის ღირებულებების თანმდევია და სააგენტოს მნიშვნელოვან მიღწევებთან ერთად იზრდება

СXMStars2026-ში TOP10 საერთაშორისო აღიარება, CX Hub-ის გლობალური პარტნიორობები (СXPA CX Professionals Association, International CX Awards, MIT GLEEN), CX Business Summit Georgia™️-ს შექმნა და CX Business Community Georgia™️-ს განვითარება სააგენტოსთვის ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გააგრძელოს ქვეყნისა და რეგიონის ბიზნესების მხარდაჭერა მდგრადი, გაზომვადი და ღირებულებაზე დაფუძნებული ზრდის მიმართულებით.

ჩვენი მიზანი და ახლა უკვე შედეგიც ერთიან სურათში იკვრება: საქართველო უკვე არის გლობალური CX ეკოსისტემის აქტიური მონაწილე და ფლობს ყველა ფორმატსა და ინსტრუმენტს, სადაც ადგილობრივი გამოცდილება და გლობალური სტანდარტები ერთიანდება ბიზნესისთვის რეალური ღირებულების შესაქმნელად.

ადამიანებზე ორიენტირებული ბიზნესის კეთების CX ტრანსფორმაციული მისია გრძელდება.