Nexia Georgia აუდიტით მიღებული შემოსავლების რეიტინგში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Nexia Georgia-ს აუდიტის შემოსავლების ბოლო მონაცემები მკაფიოდ აჩვენებს, რომ კომპანიის სტრატეგიის ცენტრში ხარისხის სისტემური გაძლიერება დგას - რასაც ადასტურებს როგორც ISO 27001 სტანდარტის შესაბამისობის აუდიტის წარმატებით გავლა, ისე შემდგომში დაფიქსირებული ფინანსური შედეგები.
საქართველოს აუდიტორული ბაზრის უახლესი მონაცემების მიხედვით, 2025 წელს მხოლოდ აუდიტის მიმართულებით კომპანიამ 27%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც რეიტინგში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურების საფუძველი გახდა. (აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ აუდიტის მიმართულების შედეგებს. ჯამური შემოსავლების რეიტინგი ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება, სადაც Nexia Georgia ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა წარმოდგენილი.)
ხარისხზე ორიენტირებული სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ადამიანური კაპიტალიც. დღეს, Nexia Georgia 252 თანამშრომლით აუდიტორული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. გუნდის გაფართოება და პროფესიული რესურსების ზრდა მიზნად ისახავს არა მხოლოდ მომსახურების ხარისხის ამაღლებას, არამედ პროცესების ეფექტიანობას, შესრულების სისწრაფესა და რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ზრდა არ არის მხოლოდ რაოდენობრივი გაფართოების შედეგი. აუდიტის სფეროში, სადაც ხარისხი პირდაპირ უკავშირდება რეპუტაციულ რისკებს, დაფიქსირებული ორნიშნა ზრდა მიუთითებს, რომ Nexia Georgia-მ შეძლო მასშტაბის გაფართოება ხარისხის კომპრომისის გარეშე, რაც აღნიშნულ სექტორში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ხარისხის მართვის სისტემა კომპანიაში წლების განმავლობაში ეტაპობრივად ყალიბდებოდა. 2019 წლიდან Nexia Georgia-მ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ხარისხის მართვის მექანიზმების გაძლიერებაში, რაც მოიცავდა როგორც აუდიტის მეთოდოლოგიის სრულ განახლებას, ისე თანამედროვე პროგრამული ინსტრუმენტების დანერგვას. ამ პროცესმა შესაძლებელი გახადა მომსახურების სტანდარტიზაცია და ამავდროულად, მისი მორგება კონკრეტული კლიენტის საჭიროებებზე.
ხარისხის მართვის ახალი ეტაპი კომპანიაში 2022 წლიდან დაიწყო, როდესაც დაინერგა
განახლებული ხარისხის მართვის მეთოდოლოგია - Nexia Enhance. აღნიშნული მიდგომა ეფუძნება ხარისხის მართვის უწყვეტ ციკლს, რაც გულისხმობს რისკების იდენტიფიცირებას, მათ შეფასებას და შესაბამისი საპასუხო ზომების დაგეგმვას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარისხის მართვა კომპანიაში არა მხოლოდ პროცედურული, არამედ მმართველობითი პრიორიტეტია. მმართველი პარტნიორები აქტიურად არიან ჩართული ხარისხის სისტემის მონიტორინგსა და განვითარებაში.
ამგვარად, ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა პირდაპირ აისახება ფინანსურ შედეგებშიც - Nexia Georgia-ს 27%-იანი ზრდა აუდიტში განსაკუთრებით გამორჩეულია იმ ფონზე, როდესაც ბაზრის მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების ნაწილმა შემოსავლების კლება დააფიქსირა.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აუდიტორული ბაზარი 3%-ით გაიზარდა. თუ შევაფასებთ ბაზრის სტრუქტურას, აშკარაა, რომ აუდიტორული სექტორი კვლავ კონცენტრირებულია რამდენიმე მსხვილ მოთამაშეზე, თუმცა ბოლო წლებში შეინიშნება გადანაწილების ტენდენცია. Nexia Georgia-ს ზრდის ტემპი მიუთითებს, რომ ბაზარზე იზრდება იმ კომპანიების წილი, რომლებიც ოპერაციულ მოქნილობასა და ტექნოლოგიურ ეფექტურობას აერთიანებენ, რაც ტრადიციული მოდელების მქონე ფირმებისთვის კონკურენტულ გამოწვევას ქმნის.
მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ აუდიტორულ ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდება, ხოლო ზრდის ძირითადი წყარო გახდება ტექნოლოგიების ინტეგრაცია და სერვისების დიფერენციაცია. Nexia Georgia-ს არსებული დინამიკა მიუთითებს, რომ კომპანია ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარია და გააჩნია პოტენციალი, გააძლიეროს პოზიციები არა მხოლოდ ზრდის ტემპით, არამედ ბაზრის წილის მიხედვითაც.