Nexia Georgia: კომპანია, რომელიც აყალიბებს სტანდარტს ბუღალტერიაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პროფესია "ბუღალტერი" თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. დღეს, როდესაც გადაწყვეტილებები მონაცემებსა და ზუსტ ანალიზს ეყრდნობა, ბუღალტრის როლი სცდება ტრადიციულ სააღრიცხვო ფუნქციას და გარდაიქმნება სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ინფორმაციის სანდოობას, მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებასა და ბიზნეს-პროცესების სრულ გამჭვირვალობას.
სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული Nexia Georgia-ს საქმიანობა: კომპანიის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში ბუღალტერიის პროფესიულ სტანდარტებს არა მხოლოდ მიჰყვება, არამედ ავითარებს და ქმნის ღირებულებას ბიზნესებისთვის.
ბუღალტრული აუთსორსინგის სფეროში ლიდერის პოზიციის გასამყარებლად, Nexia Georgia მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს პროფესიულ რესურსებში და ყოველწლიურად აფართოებს გუნდს.
მიმდინარე წელიც მნიშვნელოვანი სიახლეებით აღინიშნა: კომპანიამ კიდევ უფრო გააფართოვა პროფესიული რესურსი და ბუღალტერიის მიმართულებას შეემატა ახალი, მაღალკვალიფიციური ლიდერები: საგადასახადო და სააღრიცხვო მენეჯერების სახით.
"ჩვენი გუნდის ზრდა პირდაპირ კავშირშია კლიენტების მზარდ მოთხოვნებთან და ჩვენს ამბიციასთან, რომ არა მხოლოდ დავაკმაყოფილოთ, არამედ გადავაჭარბოთ ბაზრის მოლოდინებს. ჩვენს გუნდში ახალი ლიდერების შემოერთება უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი მომსახურება იყოს კლიენტის საჭიროებებზე მორგებული, მაღალი დონის, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და სიზუსტით გამორჩეული, ეს მნიშნელოვანი ნაბიჯია როგორც კომპანიისთვის, ასევე ბუღალტრული სფეროს პროგრესისთვის." - ლიკა კოღუაშვილი, Nexia Georgia-ს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხარისხისა და განვითარების დირექტორი.
კომპანიის ბუღალტრული გუნდის საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული ქართული ბიზნესების ფინანსურ სტაბილურობასა და წარმატებასთან. Nexia Georgia-ს სპეციალისტები ქმნიან სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, ეფექტურ მართვასა და ფინანსური გადაწყვეტილებების სანდოობას, რაც კლიენტებს ზრდისა და კონკურენტუნარიანობის მყარ საფუძველს აძლევს.
"კომპანიები, რომლებიც ჩვენი ბუღალტრული მომსახურებით სარგებლობენ, იღებენ საგადასახადო მხარდაჭერასაც. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, კლიენტები ყოველთვის დაცულები იყვნენ რისკებისგან, რასაც ადასტურებს ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტატისტიკა: ამ დრომდე, Nexia Georgia-ს გუნდს 200-ზე მეტ კომპანიაში აქვს წარმატებით გავლილი საგადასახადო აუდიტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებული სააღრიცხვო და საგადასახადო სისტემა, რომლის კონტროლის პროცესშიც მოწინავე ტექნოლოგიებს ვიყენებთ, აკმაყოფილებს უმკაცრეს მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ბიზნესის სრულ სტაბილურობას ამ კუთხით. ჩვენი გაძლიერებული საგადასახადო მენეჯმენტი კი კიდევ უფრო მეტ გარანტიას აძლევს კლიენტებს სიმშვიდისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით." - დავით ორჯონიკიძე, Nexia Georgia-ს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის საგადასახადო დირექტორი.
საქართველოში 10 წელზე მეტი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, Nexia Georgia დღეს ბუღალტრული აუთსორსინგის ერთ-ერთ უმსხვილეს და ყველაზე განვითარებულ გუნდს წარმოადგენს საქართველოში. კომპანიის პროფესიული დონე აღიარებულია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც: Nexia Georgia არის ერთადერთი კომპანია საქართველოდან, რომელსაც IAB-ის ჯილდო აქვს მინიჭებული ბუღალტერიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. და ასევე ერთდერთი კომპანიაა Nexia-ს ქსელის ფარგლებში, რომელმაც ორჯერ მიიღო წლის კომპანიის ტიტული, 800-მდე ოფისს შორის.
ბუღალტრული აუთსორსინგის სფეროში ნდობა და მონაცემთა უსაფრთხოება გადამწყვეტია. Nexia Georgia, რომელიც მუდმივად ზრუნავს კლიენტების კონფიდენციალური და ფინანსური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვაზე, გახდა ერთ-ერთი პირველი კომპანია სფეროში, რომელმაც ISO 27001 საერთაშორისო სტანდარტი დანერგა.
ISO 27001 წარმოადგენს საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ სტანდარტს. მისი დანერგვა ადასტურებს, რომ კომპანიას აქვს მკაცრი პროცედურები, კონტროლის მექანიზმები და რისკების მართვის სისტემა, რაც უზრუნველყოფს კლიენტების ფინანსური და პერსონალური ინფორმაციის უმაღლეს კონფიდენციალურობას, მთლიანობასა და ხელმისაწვდომობას. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Nexia Georgia-ს, როგორც სანდო და უსაფრთხო პარტნიორის როლს.
Nexia Georgia-ს მუდმივი ზრდა და საერთაშორისო აღიარება ბუღალტერიის სფეროში განპირობებულია არა მხოლოდ მიღწევებით, არამედ ძლიერი შიდა კულტურით. რაც დადასტურდა კომპანიის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარებით.
ეს ჯილდო ხაზს უსვამს Nexia Georgia-ს მიდგომას თანამშრომლების მიმართ, რაც მოიცავს: პროფესიულ განვითარებას; ინოვაციურ გარემოს; ძლიერ გუნდს; ჯანსაღ და მხარდამჭერ კორპორაციულ კულტურას.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გუნდის გაძლიერება და მათი კეთილდღეობა პირდაპირ აისახება კლიენტებისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხზე. სწორედ ამ ხედვის ნაწილია რობოტული პროცესების ავტომატიზაცია (RPA), რომელიც Nexia Georgia-მ პირველმა დანერგა ბუღალტერიის სფეროში საქართველოში. ამ ინოვაციურმა ნაბიჯმა შესაძლებელი გახადა რუტინული ოპერაციების ავტომატიზაცია, რითაც ბუღალტრებს დაეზოგათ დრო. შედეგად, კომპანიის სპეციალისტებს საშუალება ეძლევათ, ფოკუსირდნენ სტრატეგიულ ამოცანებზე, ანალიზსა და კლიენტის ბიზნესის განვითარებაზე. ეს ტექნოლოგიური ლიდერობა უზრუნველყოფს მომსახურების უმაღლეს სიზუსტესა და ეფექტურობას.
"ჩვენი საერთაშორისო ჯილდო არ არის მხოლოდ კომპანიის წარმატება; ეს არის დადასტურება იმისა, რომ საქართველოში შესაძლებელია მსოფლიო დონის პროფესიული სტანდარტების შექმნა და შენარჩუნება. ჩვენი გაძლიერებული გუნდი, ახალი მენეჯერების ჩათვლით, ქმნის პროფესიულ სტანდარტებს, აყალიბებს ახალ მიდგომებს და აძლიერებს ნდობის კულტურას ფინანსურ გარემოში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ბუღალტრული აუთსორსინგის მიმართულებით და ეს პოზიცია მუდმივ ინვესტიციას მოითხოვს." - დავით ლომიძე, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი.