Niche – სტაბილური, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩვენ ვაგვარებთ იმ პროცესულ ქაოსს, რომელსაც დღეს სააგენტოები და ფრილანსერები ვერ უმკლავდებიან. არ არის სტრუქტურა, არ არის ხარისხი და არ არის პასუხისმგებლიანი გუნდი. ჩვენი მოდელი მომხმარებლებს დაუმთავრებელ პროექტებს, გაურკვეველ კომუნიკაციასა და არაკომპეტენტურ პერსონალს თავიდან არიდებს. მათ სტაბილურ, გამჭვირვალე, შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას ვთავაზობთ ", – ლევან ჯამარჯაშვილი, Niche-ს დამფუძნებელი.

ლევანი ამბობს, რომ მისი მიზანი ისეთი პლატფორმის შექმნა იყო, სადაც მომხმარებელი იგრძნობდა, რომ მას ყურადღებას აქცევენ.

"CEO-სგან შეფასება → პირადი პროექტმენეჯერი → 24/7 მხარდაჭერა. ეს არის ხარისხის მთლიანად ახალი სტანდარტი ქართულ ბაზარზე. ეს დიდი გამოწვევა იყო, რადგან ბაზარი არ იყო მზად ცვლილებისთვის, თუმცა მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი, რადგან ვიცოდი, სწორი სტრუქტურა ქაოსს ყოველთვის აჯობებს. სიმამაცე იყო არა დაწყება, არამედ ის, რომ ჩემს თავზე ავიღე ახალი სტანდარტის დანერგვის პასუხისმგებლობა".

ლევანი ამბობს, რომ მისთვის დიდი გამოწვევა იყო გუნდის ფორმირება, რადგან კომპანიას სჭირდებოდა პროფესიონალები, რომლებსაც პროცესების სწორად მართვა შეეძლოთ.

"შევქმენი სისტემა, სადაც ყველა თანამშრომელს სწორად მორგებული პოზიცია უჭირავს. ინსპირაციას ამ სისტემის სწორად მუშაობა და მომხმარებლის რეალური შედეგი მაძლევს. ვიცი, რომ რასაც ვაშენებ, ბაზარს ცვლის. ასევე მსურს, რომ ქართველ ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების სწორი პოტენციალი შევუქმნა".

Niche მომავალი 12 თვის განმავლობაში გეგმავს:

  • სერვისების ავტომატიზაციას, რათა მომხმარებელს შედეგი 3-ჯერ სწრაფად მიაწოდოს.
  • ვიზუალის, ბრენდინგისა და მარკეტინგის სრული ეკოსისტემის შექმნას.
  • საერთაშორისო ბაზრებზე უფრო მეტ აქტიურობას.
  • საბაზრო წილის აღებას საქართველოში, სადაც Niche სააგენტოს სტანდარტი უნდა გახდეს.
  • AI მოდულების დანერგვას, რომ პროცესი კონკურენციაზე მრავალჯერ ეფექტიანი იყოს.

"ჩემი მიზანი მარტივია, 1 წელიწადში ეს კომპანია უნდა იქცეს რეგიონულ ლიდერად ხარისხით, სიჩქარით, ტექნოლოგიითა და ნდობით".