Join our Waitlist for Expert Advice!

ნიდერლანდებში საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი დაიბეჭდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი ოფიციალურად წარსდგა ჰოლანდიაში, მაასტრიხტში - ქალაქში, რომელიც ევროს დაბადების ადგილია.

ბანკნოტის დიზაინის იდეის ავტორი - იაშარ აჯამი, კომპანია "TREASURIUM"-ის დამფუძნებელია.

აღნიშნული საკოლექციო ბანკნოტის შექმნაზე ბანკნოტების მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა ცნობილ ქართველ მხატვარ გია ჯაფარიძესა და კალიგრაფიის ქართველ ოსტატ დავით მაისურაძესთან ერთად. ქართულ-ჰოლანდიური კოლაბორაცია 2023 წლის ბოლოს, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების პარალელურად დასრულდა

"ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დიდი ხნის ნანატრი მიღწევაა, რისი აღნიშვნაც TREASURIUM-მა ამ პროექტით გადაწყვიტა. ეს წამოწყება პატივს მიაგებს მსოფლიოში საქართველოს ღვაწლსა და დამსახურებას.

საქართველომ სამყაროს აჩუქა ღვინო - ანტიკური ეპოქიდან დღემდე მოყოლებული, დღესასწაულების განუყრელი ელემენტი. ახლა კი, ქართველი ხალხისთვის ეს საკრალური სასმელი ევროპისკენ მიმავალ გზას დაგვილოცავს.

ისტორიულად, ქვეყნებს საკუთარი მიღწევები მონეტებსა და ვალუტაზე არაერთხელ აღუბეჭდავთ. ამ ტრადიციას ჩვენც გავაგრძელებთ და ერის ისტორიის ამ გადამწყვეტ ფურცელზე ხაზს გავუსვამთ საქართველოს მნიშვნელოვან დამსახურებას. ამისათვის, TREASURIUM-მა ევროპელ პარტნიორებთან ერთად პროექტი შეიმუშავა." - აცხადებენ TREASURIUM-ში.

პროექტის ჩაშვებამდე, სპეციალიზებულ იურისტთა ჯგუფმა იმუშავა პროექტის სამართლებრივი გარემოებების სრულყოფაზე, რათა ის ევროპის ცენტრალური ბანკის, ევროკავშირისა და საქართველოს რეგულაციების შესაბამისი ყოფილიყო. ერთთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) თანხმობით, შეიქმნა ევროპაში საქართველოს პირველი საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტი, რომელიც ჰოლანდიის განთქმულ, სახელმწიფო ბანკნოტების დაცული ბეჭდვის დაწესებულება Royal Joh. Enschedé-ში დაიბეჭდა.

საკოლექციო ბანკნოტის შექმნაზე ბანკნოტების მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა ცნობილ ქართველ მხატვარ გია ჯაფარიძესა და კალიგრაფიის ქართველ ოსტატ დავით მაისურაძესთან ერთად. ქართულ-ჰოლანდიური კოლაბორაცია 2023 წლის ბოლოს, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების პარალელურად დასრულდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

მაია თორიას გზა საერთაშორისო შეფმზარეულობამდე

მსოფლიო დონის შეფობამდე მაიას გზა საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი