ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი - "იმიტომ, რომ შენ ხარ მნიშვნელოვანი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტომატოლოგიურ სფეროში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ინოვაციური მიდგომები და პაციენტზე ორიენტირებული სერვისები. ამ მხრივ ჩვენს დედაქალაქში გამოირჩევა Dadvani Center - კლინიკა, რომელმაც საკუთარი დევიზით - "იმიტომ, რომ შენ ხარ მნიშვნელოვანი" - არა მხოლოდ სლოგანი შეიმუშავა, არამედ მთელი ფილოსოფია.

როდესაც პაციენტი პირველად დგამს ფეხს ამ კლინიკაში, მას თბილი, პროფესიონალური გარემო ხვდება. როგორც ცენტრის მარკეტინგის ხელმძღვანელი, გიორგი დადვანი განმარტავს, პირველივე ნაბიჯებიდან იგრძნობა, რომ აქ პაციენტის საჭიროებები წინა პლანზე დგას.

"პირველ ვიზიტზე ჩვენ ვატარებთ დეტალურ კონსულტაციასა და დიაგნოსტიკას. საჭიროებისამებრ, ვამზადებთ რენტგენულ გამოსახულებებს, ვიყენებთ ინტრაორალურ სკანერს ციფრული სამგანზომილებიანი გამოსახულებისთვის. ამის საფუძველზე ვადგენთ მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას. ჩვენი მთავარი გზავნილი - "იმიტომ, რომ შენ ხარ მნიშვნელოვანი" - სწორედ აქედან იწყებს მუშაობას", - ამბობს გიორგი.

"ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი" პაციენტებს სთავაზობს როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ სერვისებს. აქ შესაძლებელია დენტალური თერაპია, იმპლანტაცია, ქირურგიული ჩარევები, ორთოდონტია, პროფესიონალური ჰიგიენა, ბავშვთა სტომატოლოგია და ესთეტიკური სტომატოლოგია. ასევე, ცენტრში ინტეგრირებულია ესთეტიკური სერვისები - ინიექციები, კანის მოვლის პროცედურები და სხვა.

"ჩვენს ცენტრში არ არის უბრალოდ სტომატოლოგიური მომსახურება - აქ ხდება სრული ტრანსფორმაცია როგორც ვიზუალური, ისე ჯანმრთელობის კუთხით. ესთეტიკური მიმართულება უმაღლეს დონეზეა ინტეგრირებული და ვამაყობთ, რომ ვართ ისრაელში დაფუძნებული პრემიუმ ბრენდის, Holy Land-ის ოფიციალური იმპორტიორები", - ხაზს უსვამს გიორგი.

Dadvani Center-ში პაციენტის მიმართ მიდგომა ინდივიდუალურია. გიორგი ამბობს, რომ მათი მიზანი არა მხოლოდ წარმატებული მკურნალობაა, არამედ ისიც, რომ პაციენტმა თავი დაცულად იგრძნოს.

"ჩვენთვის პაციენტი მხოლოდ რიგითი ქეისი არ არის, რომელიც წარმატებით უნდა დაიხუროს, - ხაზგასმით აღნიშნავს გიორგი, - ჩვენ გვესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს შიში, მოლოდინი და საჭიროებები. ჩვენ ვუსმენთ, ვაცნობიერებთ მათ შიშებს და მოლოდინებს. ვუხსნით ყველა ნაბიჯს და პროცედურის მიზანს - სწორედ ეს აყალიბებს ნდობას, რაც მკურნალობის პროცესს ამარტივებს".

კლინიკის ფილოსოფია ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: კომუნიკაცია, გამჭვირვალობა და კომფორტი. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს დეტალურად უხსნიან პროცედურის ყველა ეტაპს და პრობლემის მოგვარების გზებს. ეს მიდგომა არა მხოლოდ პაციენტის ნდობას იმსახურებს, არამედ აუმჯობესებს მკურნალობის საბოლოო შედეგსაც.

Entrepreneur-თან ინტერვიუში გიორგი საუბრობს იმ ელემენტებზე, რომლებიც კლინიკას სხვებისგან განასხვავებს. პირველ რიგში, ეს არის გულწრფელი კომუნიკაცია და ინდივიდუალური მიდგომა. მეორე - სასწავლო ბაზა, რაც ხელს უწყობს მომავალი პროფესიონალების ხარისხიან ტრენინგს. მესამე - ესთეტიკური მიმართულების ინტეგრაცია, რაც პირის ღრუს გარდა სხეულის სრულყოფილ მოვლას გულისხმობს. მეოთხე კომპონენტი არის მუდმივი განვითარება, სიახლეების დანერგვა და მომხმარებლებისთვის მსოფლიო ტრენდების შეთავაზება.

"სტომატოლოგია სწრაფად განვითარებადი სფეროა. ჩვენ ფეხს ვუწყობთ ამ დინამიკას თანამედროვე მასალებით, ტექნოლოგიებითა და ტრენინგებით", - დასძენს ის.

გარდა ამისა, გიორგი საიდუმლოდ ინახავს მეხუთე მიზეზს, რომელიც სიურპრიზი იქნება კლინიკის გულშემატკივრებისა და გამომწერებისთვის: "ძალიან მალე ვიწყებთ პროექტს, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის. შევხვდებით კიდევ ერთ პლატფორმაზე, თუ რანაირად და რა ფორმატში, ამას პერიოდულად მოვახსენებთ მოგახსენებთ ჩვენი სოცმედიის საშუალებით".

კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სტომატოლოგიაში იმპლანტაციაა. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გამძლე გამოსავალია იმ შემთხვევაში, როცა კბილის შენარჩუნება შეუძლებელია, ხოლო მისი დანაკლისი - საკმაოდ დიდი დისკომფორტი როგორც ვიზუალურად, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როგორც გიორგი გვიხსნის, იმპლანტი ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური ფესვია, რომელიც ყბის ძვალში ინერგება.

"იმპლანტაცია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ჯანსაღი ღრძილები და ძვალი, თუმცა ძვლის დეფიციტის შემთხვევაშიც შეგვიძლია ხელოვნურით შევსება და შემდეგ იმპლანტის ჩასმა", - განმარტავს ის.

Dadvani Center-ში პროცესი მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებულად მიმდინარეობს: პირველ რიგში, ტარდება კონსულტაცია და დიაგნოსტიკა, შემდეგ იმპლანტის ჩანერგვა, რასაც ოსტეოინტეგრაციის პერიოდი მოჰყვება - დაახლოებით 2-დან 4 თვემდე. ამის შემდეგ ხდება გვირგვინის, ანუ კბილის ხილული ნაწილის დასმა იმპლანტზე.

გიორგი ხაზს უსვამს, რომ პროცედურა კლინიკაში ტარდება ყველა სტარნდარტის დაცვით და, რაც მთავარია, სრულიად უმტკივნეულოა. ოპერაციის შემდეგ პაციენტი იღებს ყველა საჭირო რეკომენდაციას და მედიკამენტს, ხოლო კლინიკა მუდმივ კომუნიკაციაში რჩება მასთან.

"რთულ შემთხვევებში გვაქვს დამატებითი პროტოკოლები, რათა მაქსიმალურად დავიცვათ პაციენტის კომფორტი და უსაფრთხოება", - ამბობს ის.

ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრში იმპლანტაციისას გამოიყენება ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა Straumann-ი, Neobiotech-ი და ICX. დაგეგმარებისას კი 3D ციფრული დიაგნოსტიკა საშუალებას აძლევს გუნდს, მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ზუსტი და პროგნოზირებადი.

გიორგი ასევე აღნიშნავს, რომ, გარკვეული მომსახურებების ფარგლებში, კლინიკა პაციენტებს გადახდის ეტაპობრივ სქემებსაც სთავაზობს, რაც მკურნალობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

"მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა არ იყოს ფინანსურად შემზღუდველი. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ინდივიდუალურ პირობებს კონსულტაციისას", - ამბობს ის.

Dadvani Center-ი არ არის მხოლოდ იმ ადგილის სახელი, სადაც პაციენტებს მკურნალობენ. ეს არის სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი იგრძნობს, რომ მისი ღიმილი მართლაც მნიშვნელოვანია. ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრის გუნდი ცდილობს, რომ არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ ადამიანების თავდაჯერება და კეთილდღეობაც გააუმჯობესონ.

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე

ინდუსტრიული ტრენდები

როგორ აყალიბებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია საქართველოს IT სექტორის განვითარების სტრატეგიას?

ორგანიზაცია, რომელიც ბიზნესს, განათლების სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ქვეყნის ციფრული განვითარების მხარდასაჭერად აერთიანებს