Get All Access for $5/mo

ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ერთი ოქრო, ორი ბრინჯაო - ეს საქართველოს პარალიმპიური ნაკრების 2024 წლის პარალიმპიადის მიმდინარე შედეგებია.

გუშინ, ნინო თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში ფრანგი მოწინააღმდეგე, ბრიანა ვიდე დაამარცხა და შედეგად, ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

მოდით, ერთად გადავხედოთ ქართველი პარალიმპიელის წარმატების ისტორიას.

ნინო თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში ვარჯიში 2016 წელს, 19 წლის ასაკში, მალხაზ მესხის ხელმძღვანელობით დაიწყო და 2017 წელს უნგრეთში გამართულ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მალევე, მან 23 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო თასი მოიგო, 2019 წელს კი პირველად გახდა ოქროს მედლის მფლობელი მსოფლიო თასზე დიდებს შორის.

ნინო თიბილაშვილი მსოფლიო თასის, ევროპის ჩემპიონატისა და სხვა საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორია.

ამასთან, ის არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პარამოფარიკავე საქართველოს ისტორიაში, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ეს 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე შეძლო.

საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც არ ჩერდებიან. ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ