Get All Access for $5/mo

Nomos Georgia - კვალიფიციური ბიზნესიურისტები საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Nomos Georgia თბილისში დაფუძნებული გლობალური გავლენის მქონე იურიდიული კომპანიაა, რომელიც ბიზნეს მიმართულებით მუშაობს და ცდილობს, კვალიფიციური ბიზნესიურისტებისა და სამართლის ექსპერტების მეშვეობით ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, ინვესტორებსა და საჯარო დაწესებულებებს კონსულტაცია გაუწიოს და მათ არასტანდარტული საკითხების გადალახვაში დაეხმაროს.

Nomos Georgia-ს მიზანია, საკუთარ მომხმარებლებს ეფექტიანი და კვალიფიციური იურიდიული სერვისები შესთავაზოს. კომპანია საქართველოში არსებულ იურიდიულ საკითხებზე სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლიენტებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან და შუა აზიიდან.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ორიენტირი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაცია და ინვესტორთა მოზიდვაა. იურიდიული მხარდაჭერის გარდა, Nomos-ი სხვადასხვა სოციალური პლატფორმის, ბლოგებისა და ვიდეოების მეშვეობით ეხმარება უცხოელ ინვესტორებს, გაიგონ მეტი საქართველოსა და აქ არსებულ შესაძლებლობებზე, რათა საკუთარი ინვესტიციები საქართველოში დააბანდონ და ამით ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. Nomos-ის მეშვეობით, უკვე ათობით უცხოელმა ბიზნესმენმა განახორციელა ინვესტიცია საქართველოში და დღეს აქტიურად აწარმოებენ ბიზნესს, რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ კი საქართველოშიც კი გახსნა ფილიალი.

ლიკა ცინცაბაძე Nomos Georgia- დამფუძნებელი

Nomos Georgia საქართველოში 2022 წლიდან საქმიანობს. კომპანია ბიზნესიურისტმა ლიკა ცინცაბაძემ უცხოელ ინვესტორთან − Nomad Capitalist-ის დამფუძნებელ ენდრიუ ჰენდერსონთან პარტნიორობის შედეგად დააარსა.

"ენდრიუს სჯეროდა საქართველოს ბიზნესპოტენციალის და ჩვენს ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში პოპულარიზაციას უწევდა. მე თავისთავად ვიზიარებდი მის შეხედულებას და ასევე, დიდი ქომაგი ვიყავი საქართველოს პოტენციალის. ჩემი იურისპრუდენციისადმი სიყვარული და ენერგია მთლიანად "ნომოსისთვის" გავიღე. ძალიან დიდი შრომის შედეგად ჩამოყალიბდა ახლა უკვე წარმატებული იურიდიული კომპანია, რომელიც არა მხოლოდ საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ საქართველოს პოპულარიზებას და ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს", აღნიშნავს ლიკა ცინცაბაძე.

ლიკას იურიდიულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ფლობს კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხს, გარდა ამისა, სწავლობდა საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. გასული წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში, მოწინავე იურიდიულ კომპანიებში. 2017 წლიდან კი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. ლიკა ცინცაბაძე ამჟამად სამართლის სხვადასხვა სფეროში საქმიანობს, ძირითადი სფეროები კი ასე გამოიყურება: კორპორაციული და ბიზნესსამართალი, უძრავი ქონება, საგადასახადო, სახელშეკრულებო, საემიგრაციო, ინვესტიციები; საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი; სამშენებლო, შრომის, საბანკო და საფინანსო სამართალი.

Nomos Georgia-ს დაარსება ლიკასთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას იურიდიულ სფეროში ფართო გამოცდილება ჰქონდა, მსგავსი ტიპის კომპანიის მართვა ბიზნესსფეროსთანაც იყო დაკავშირებული და შესაბამის ცოდნას მოითხოვდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა. "პრაქტიკაში ანტრეპრენერის საკმაოდ კარგი უნარები გამოვიმუშავე და ბიზნესის სწორად მართვა ვისწავლე, რაც საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსეა".

რას სთავაზობს Nomos Georgia კომპანიებს?

Nomos Georgia უნიკალური გამოცდილებითა და ბიზნესორიენტირით მომხმარებლებს იურიდიულ სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის სრულ აუთსორსინგულ სამართლებრივ მომსახურებას. Nomos Georgia-ს გუნდი უდიდესი პასუხისმგებლობით, მარტივი კომუნიკაციითა და სრული ჩართულობით ცდილობს კომპანიებმა მიიღონ სასურველი შედეგი და აწარმოონ ბიზნესი ყოველგვარი სამართლებრივი წინაღობების გარეშე.

"საერთაშორისო/ადგილობრივი კომპანიები და ფიზიკური პირები სანდოობის მაღალი ხარისხით მოგვმართავენ საკუთარ საქმიანობაში არსებული იურიდიული საკითხების მართვისა და სამართლებრივი მომსახურებისათვის", აღნიშნავს ლიკა ცინცაბაძე.

კომპანია დაინტერესებულ პირებს სრული სახის იურიდიულ სერვისს სთავაზობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ბიზნესსამართალი, სამოქალაქო სამართალი, იმიგრაცია/რელოკაცია და დავების გადაწყვეტა. ეს სერვისები კი თავის მხრივ მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

  • ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაციები;
  • სამართლებრივი პროცესის მართვა;
  • ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტის შედგენა;
  • წარმომადგენლობა და ეფექტიანი მოლაპარაკებები;
  • წარმომადგენლობა სასამართლოსა და სახელმწიფო ორგანოებში.

გარდა იმისა, რომ Nomos Georgia-ს კვალიფიციური გუნდი ნებისმიერი სახის ხელშეკრულებისა და დოკუმენტის შედგენაში ეხმარება კლიენტებს, მათ ახალი კომპანიის დაარსებაში, გამართვასა და მოქმედი კომპანიის მართვაშიც უწყობენ ხელს. შეიძლება ითქვას, რომ Nomos Georgia-ს მომსახურების სფერო კორპორაციული მომსახურების ყველა საკითხს მოიცავს და ცდილობს კლიენტი კომპანია ყველა მოქმედ რეგულაციასთან იყოს თავსებადი.

"ადგილობრივ მომხმარებლებს "ნომოსი" სთავაზობს მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, კერძოდ, სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო, ბიზნესტრანზაქციები, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, საგადასახადო, საინვესტიციო, შრომა და დასაქმება, იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა, მოლაპარაკებები, სასამართლო და საარბიტრაჟო დავები", აღნიშნავს ლიკა.

საინვესტიციო სამართალი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. Nomos Georgia ინვესტიციების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე კლიენტებს სხვადასხვა სახის სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს, როგორებიცაა საინვესტიციო ხელშეკრულების შედგენა, სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება, რისკ-ფაქტორებისა და შესაბამისი შედეგების შეფასება. რაც შეეხება კანონმდებლობასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევას, ამისთვის Nomos Georgia კომპანიებს იურიდიულ კონსულტაციებს სთავაზობს.

გარდა ამისა, Nomos Georgia უძრავი ქონების გარიგებისა და ინვესტიციების ყველა ტიპს ახორციელებს. მათი ექსპერტები ამზადებენ სამართლებრივ ანალიზს, კომპანიებს კი კონსულტაციებს უწევენ უძრავი ქონების დაბეგვრის საკითხებში.

"უცხოელ კლიენტებს "ნომოსი" სთავაზობს საქართველოში ინვესტიციებისა და ბიზნესის წამოწყების, ასევე, რელოკაციის სრულ პაკეტს. კერძოდ, კომპანიის რეგისტრაცია, პირადი და ბიზნეს საბანკო ანგარიშების გახსნა, საგადასახადო შეღავათიანი სტატუსების მინიჭება, საგადასახადო რეზიდენტობა, იმიგრაცია: ბინადრობისა და მოქალაქეობის მინიჭება, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და ინტელექტუალური საკუთრება, საგადასახადო და იურიდიული კონსულტაციები, საინვესტიციო ბაზრის კვლევა, რელოკაცია; უძრავი ქონება ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, სანოტარო სერვისები", აღნიშნავს ლიკა ცინცაბაძე.

Nomos Georgia მაღალკვალიფიციურ ლიცენზირებულ იურისტებს აერთიანებს, რომლებსაც განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ მიღებული. გარდა ამისა, მათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ საქართველოსა და ტრანსნაციონალური სამართლის სხვადასხვა სფეროში. კომპანიის ექსპერტები ფოკუსირებული არიან ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ბიზნესტრანზაქციები; სახელშეკრულებო სამართალი; საბანკო და საფინანსო სექტორები; არბიტრაჟი და სასამართლო დავები; შრომა და დასაქმება; უძრავი ქონება; საგადასახადო და საბაჟო სამართალი; საინვესტიციო სამართალი; საკორპორაციო სამართალი; საოჯახო სამართალი და სხვა.

ბაზარზე Nomos Georgia-ს უპირატესობას სწორედ გამოცდილი კადრები, საერთაშორისო ცოდნა, ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს პოპულარიზაციის პრაქტიკა წარმოადგენს. კომპანია უკვე ერთი წლისაა, თუმცა უკვე წარმატებულად საქმიანობს, ორიენტირებულია ნებისმიერი სახის სამართლებრივი ბარიერი მართოს წარმატებით, ინოვაციურად, სწორი პროფესიული განსჯისა და კვალიფიციური სამართლებრივი შეფასების ფარგლებში. რაც მთავარია, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

"მომავალში კავკასიის რეგიონში გაფართოებას ვისახავთ მიზნად. გვსურს, გავცდეთ თბილისის მასშტაბებს და ჩვენი მომსახურება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მყოფ პირებს შევთავაზოთ. ამასთან, გვსურს, გავაფართოოთ კომპანია კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი მისია მრავალი კმაყოფილი მომხმარებელი, მეტი ინვესტიცია საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში წვლილის შეტანა", აღნიშნავს ლიკა ცინცაბაძე.

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი