Noxtton - ChatGPT Ads სარეკლამო მენეჯმენტის პიონერი საქართველოში ციფრული რეკლამა ახალ ტექნოლოგიურ ეტაპზე გადადის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Noxtton პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ChatGPT Ads-ის მიმართულებით მუშაობს და ქართულ ბიზნესს AI-ზე დაფუძნებულ სარეკლამო ეკოსისტემაში შესვლის შესაძლებლობას სთავაზობს.

ChatGPT Ads ციფრული მარკეტინგის ახალი მიმართულებაა, რომელიც ბრენდებს შესაძლებლობას აძლევს, რეკლამა განათავსონ ChatGPT-ის სარეკლამო გარემოში და მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებთან შესაბამის კონტექსტში შესთავაზონ საკუთარი პროდუქტები და სერვისები.

ტრადიციული ციფრული მარკეტინგისგან განსხვავებით, სადაც მომხმარებელი პროდუქტს ძირითადად საძიებო სისტემებში, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა სარეკლამო პლატფორმაზე ეძებს, AI პლატფორმები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალ როლს იძენს.

დღეს მომხმარებელი ხელოვნურ ინტელექტს არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, არამედ პროდუქტების შესადარებლად, ალტერნატივების შესაფასებლად, რეკომენდაციების მისაღებად და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებს. ეს ნიშნავს, რომ იცვლება მომხმარებლის Customer Journey და მასთან ერთად ბრენდების კომუნიკაციის სტრატეგიაც.

''ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას გადის. მომხმარებლის ქცევა ტრადიციული Search-driven მოდელიდან სულ უფრო მეტად გადადის AI-driven ეკოსისტემაში.

დღეს მომხმარებელი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, არამედ პროდუქტების შესადარებლად, ბაზრის ალტერნატივების შესაფასებლად და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. შესაბამისად, იცვლება Customer Journey, User Intent და ბრენდებთან ციფრული ინტერაქციის მოდელი.

ბიზნესისთვის ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული სარეკლამო არხები აღარ არის საკმარისი. აუცილებელი ხდება AI Advertising-ის შესაძლებლობების ათვისება, მომხმარებლის კონტექსტის გააზრება და ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ახალ ტექნოლოგიურ გარემოსთან ადაპტაცია.

ჩვენი მიზანია, ქართულ ბიზნესს მივცეთ შესაძლებლობა, ადრეულ ეტაპზევე ჩაერთოს ამ ტრანსფორმაციაში და AI-ზე დაფუძნებული სარეკლამო ეკოსისტემის პოტენციალი კონკურენტულ უპირატესობად აქციოს." - თათია კობერიძე, Noxtton-ის საოპერაციო დირექტორი (COO)

''ხელოვნური ინტელექტის განვითარება მნიშვნელოვნად ცვლის მომხმარებელთა ქცევას, ინფორმაციის მოძიების, ბრენდების აღმოჩენისა და ყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამ ცვლილებების ფონზე, ChatGPT-ის სარეკლამო შესაძლებლობების დანერგვა ბრენდებისთვის ახალ საკომუნიკაციო არხს ქმნის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს მათთვის განსაკუთრებით რელევანტურ მომენტში მივწვდეთ.
ციფრული მარკეტინგის თვალსაზრისით, ამ არხის მთავარი უპირატესობა სწორედ იმ აუდიტორიასთან კომუნიკაციის პოტენციალია, რომელიც აქტიურად ეძებს ინფორმაციას, განიხილავს ალტერნატივებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის სარეკლამო ფუნქციონალი ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, უკვე ვხედავთ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მაღალი ჩართულობის მქონე, ტექნოლოგიურად აქტიურ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის.

Noxtton-ის სტრატეგიული პრიორიტეტია AI-driven ტექნოლოგიების ინტეგრაცია ციფრულ მარკეტინგში. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT Ads ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის, ჩვენ უკვე ვიყენებთ ამ სარეკლამო არხს ქართველი კლიენტების საერთაშორისო კამპანიებისთვის. ეს საშუალებას გვაძლევს, ქართული ბრენდები დავაკავშიროთ საერთაშორისო აუდიტორიასთან და გავაფართოოთ მათი გლობალური ციფრული ხილვადობა.'' - ირინა ჯაფარიძე, Noxtton-ის Digital Marketing Team Lead