Noxtton ტრილიონდოლარიანი ინდუსტრიის სათავეში "დღეს ჩვენ არა მხოლოდ ცალკეულ ბიზნესებს ვეხმარებით, არამედ მთლიანი ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციას ვახდენთ ტექნოლოგიური პროდუქტების დახმარებით"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Noxtton-ი თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. კომპანიის მიერ შექმნილ პროდუქტებს ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში იყენებენ მომხმარებლები, რაც მის საერთაშორისო აღიარებას უსვამს ხაზს.
თათია კობერიძე, Noxtton-ის Chief Operating Officer-ი, გვიყვება კომპანიის მიღწევების შესახებ. მისგან ვიგებთ, თუ როგორ მოახერხა Noxtton-მა ტექნოლოგიურად ნაკლებად განვითარებული ინდუსტრიების გაციფრულება და რა ინოვაციური პროექტები აქვს კომპანიას როგორც უკვე განხორციელებული, ისე დაგეგმილი.
"Noxtton-ს აუდიტორია იცნობს, როგორც ტექნოლოგიურ საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომელიც 2016 წლიდან ბაზარზეა. ამ დროის განმავლობაში 500-ზე მეტი ციფრულ პროექტსა თუ პროდუქტზე ვიმუშავეთ, ამასთანავე, აქტიურად ვმონაწილეობდით სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში და შევქმენით ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტები, რომელსაც ანალოგი არ აქვს ინდუსტრიაში".
"მიზანი თავიდანვე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა იყო. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ცალკეულ ბიზნესებს ვეხმარებით, არამედ მთლიანი ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციას ვახდენთ ტექნოლოგიური პროდუქტების დახმარებით", - აღნიშნავს თათია.
Noxtton-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას მისი მრავალმხრივი ინდუსტრიული ჩართულობა წარმოადგენს. კომპანიამ 2024 წელს წარმატებით შექმნა ტექნოლოგიური პროდუქტები ისეთი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც მანამდე ტექნოლოგიურად ნაკლებად განვითარებული იყო, მათ შორის სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით ციფრული პროდუქტები, რაც პირველი და ერთადერთი პრეცედენტია ბაზარზე.
ციფრული პროდუქტების შექმნასთან ერთად, მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს უძრავი ქონების ინდუსტრიაში მონაცემებზე დაფუძებული მარკეტინგის იმპლემენტაციის კუთხით, სადაც 3-მილიონიან userbase-ს ვმართავთ და ყოველთვიურად $5 მილიონზე მეტი Ad revenue-ის გენერირებას ვახდენთ. Noxtton-ში შევქმენით ყველაზე წარმატებული ფანელი უძრავი ქონების ედვერთაიზინგის კუთხით, რაც Omni channel marketing-ზე მიდგომას ეფუძნება.
გასული წელი Noxtton-ისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. კომპანიის შექმნილი პროდუქტები მსოფლიოში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit-ზე იყო წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის საერთაშორისო აღიარებას.
ამასთავე, Noxtton-ს რამდენიმე უნიკალური სტარტაპი აქვს დაფუძნებული, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური სერვისებისა თუ პროდუქტების მიწოდებას ახდენს:
- ციფრული ინდუსტრიის აკადემია - საქართველოში ყველაზე დიდი სასწავლო პლატფორმა, რომელიც ოთხ ქვეყანაში ოპერირებს და უკვე 30 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს.
- Buildy - სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი აპლიკაცია
- SAIT Georgian Travel App - სატრანსპორტო და სამოგზაურო აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ყველა საჭირო სერვისი ერთიან სივრცეში მიიღოს.
- NXT Lab - Web3 Agency, რომელიც სპეციალიზებულია ბლოკჩეინის, სმარტ კონტრაქტების და NFT პროექტების მიმართულებით
- Focus Verify - ადამიანის დისტანციური იდენტიფიცირების სერვისი, რომლის მეშვეობითაც კომპანიებს საკუთარი მომხმარებლების ვერიფიკაცია და AML screening 2 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლიათ.
"დიდი პორტფოლიოს მიუხედავად, Noxtton-ში მივიჩნევთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. ჩვენს მიზანს მსოფლიო ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრად ქცევა წარმოადგენს, აქედან გამომდინარე, 2025 წელს ყველაზე დიდი პარტნიორობით ვიწყებთ Tether-თან", - აღნიშნავს თათია.
2025 წლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი Noxtton-ისთვის Tether-თან თანამშრომლობა გახდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია იმუშავებს ისეთ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, რომლებიც ასობით მილიონ მომხმარებელს მოემსახურება.
"Noxtton-ისთვის Tether-თან პარტნიორობა არის უნიკალური და მასშტაბური შესაძლებლობა, რადგან შეგვეძლება ბრენდის იდენტობა შევინარჩუნოთ და Tether-თან ერთად შევქმნათ ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების ახალი ეტაპი", - ამბობს თათია.
Noxtton-ის სამომავლო გეგმები უკავშირდება არა მხოლოდ ახალი პროდუქტების შექმნას, არამედ საერთაშორისო მასშტაბებზე გაფართოებას.
"ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ Noxtton-ში მუშაობა არსებული გუნდისთვის და მათთვის, ვინც მომავალში შემოგვიერთდება, უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან იმუშავებს ორგანიზაციაში, რომელიც ქმნის პროდუქტებს მილიონობით მომხმარებლისთვის და ცვლის გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას", - ამბობს თათია.
Noxtton-ის მომავალი: გლობალური ხედვა და Tether-თან თანამშრომლობა
Noxtton-ი არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან მოთამაშედ ყალიბდება. გივი ჩხარტიშვილი, Noxtton-ის დამფუძნებელი, გვიყვება Tether-თან პარტნიორობის სტრატეგიაზე, მის მნიშვნელობასა და კომპანიის გლობალურ გეგმებზე. Noxtton-ი გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებას აპირებს.
გივის თქმით, Tether-თან თანამშრომლობა მხოლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას არ გულისხმობს - ეს ფუნდამენტურად ახალი ეტაპი იქნება კომპანიისთვის.
"პარტნიორობის სტრუქტურა და შინაარსია, რომ ჩვენ მილიონობით მომხმარებლისთვის უნდა შევქმნათ პროდუქტები. ამ პროცესის მთავარი ღერძი ჩვენი გამოცდილებაა - წლების განმავლობაში დაგროვილი ტექნოლოგიური პროდუქტების რეალიზაციის კუთხით, რისი იმპლემენტაციაც ახლა Tether-ის პროდუქტების განვითარებაში უნდა მოვახდინოთ", - ამბობს გივი.
Tether-ის მასშტაბისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, Noxtton-ის წინაშე ახალი, უპრეცედენტო შესაძლებლობები იხსნება. გივის თქმით, ეს პარტნიორობა Noxtton-ს ტექნოლოგიურ powerhouse-ად აქცევს.
"Tether-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია. აქამდე ადგილობრივ ბაზარზე ისეთი მოთამაშეები მიიჩნეოდნენ ყველაზე დიდად, რომელთა ბაზრის მოცულობაც 10-15 მილიარდი დოლარია. Tether-ის ეკოსისტემა კი 150 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამის შედეგად, Noxtton-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც კომპანიის შესაბამისი მასშტაბით ზრდისთვის გამოვიყენებთ", - აღნიშნავს გივი.
Noxtton-ი წლების განმავლობაში ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან, თუმცა Tether-თან პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აყენებს ამ პროცესსაც.
"ეს არ არის უბრალოდ ერთობლივი პროექტი. Tether-ი ჩვენი აქციონერი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კავშირი გაცილებით მყარია, ვიდრე სტანდარტული ბიზნესპარტნიორობა. ჩვენ ბევრ დიდ კომპანიასთან გვიმუშავია, მაგრამ ამ მასშტაბის ინტეგრაცია აქამდე არ გვქონია", - ამბობს გივი.
Tether-თან თანამშრომლობით Noxtton-ი ჩართული იქნება ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნის ყველა ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინოვაციების დანერგვას, არამედ მუდმივ განვითარებასა და ოპტიმიზაციას.
როგორც გივი გვიყვება, Noxtton-ი თავიდანვე სკალირებადი ბიზნესმოდელით შეიქმნა, რაც კომპანიისთვის გლობალურ ბაზრებზე გასვლას აადვილებს.
"ჩვენ თავიდანვე ისეთი სტრუქტურით ავაშენეთ კომპანია, რომ მასშტაბირების პრობლემა არ გვქონოდა. ამ მხრივ არ არის საჭირო მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია ან დამატებითი სტრატეგიული დაგეგმვა - ჩვენ უკვე საკმაოდ მოქნილი სტრუქტურა გვაქვს, უბრალოდ, ახლა მასშტაბი იზრდება და ამ ახალი მოცემულობის შესაბამისად ვაგრძელებთ ოპერირებას", - განმარტავს გივი.
Noxtton-ის ხედვა ტექნოლოგიური სექტორის ტრანსფორმაცია და გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბებაა. გივის თქმით, Tether-თან პარტნიორობა ამ გზის მხოლოდ დასაწყისია და კომპანია აქტიურად იმუშავებს ახალ ბაზრებზე შესვლასა და ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე.
"ჩვენი მიზანია, რომ Noxtton-ი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანია ტექნოლოგიური სექტორში. Tether-თან თანამშრომლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავნერგოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები მასშტაბურად და გლობალურ მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის ციფრული პროდუქტები", - აღნიშნავს გივი.
Noxtton-ის სტრუქტურული ტრანსფორმაცია და გლობალური ტექნოლოგიური ხედვა
გიორგი ჯავახაძე, Noxtton-ის დამფუძნებელი და CEO, გვიყვება, როგორ გადანაწილდა ლიდერობის პასუხისმგებლობები, როგორ მუშაობს კომპანია Agile მიდგომით და როგორ აპირებს მილიონობით მომხმარებლისთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას.
Noxtton-ის სტრუქტურა დაფუძნების დღიდან მაქსიმალური მოქნილობის პრინციპით გადანაწილდა, რათა კომპანიას შეეძლოს სწრაფად ადაპტირება და ახალი მასშტაბის გამოწვევებთან გამკლავება.
Tether-თან თანამშრომლობა სტრუქტურული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.
"ბუნებრივია, რომ Tether-ის მსგავსი მასშტაბის პარტნიორთან მუშაობისას საჭიროა, შიდა სტრუქტურა ისე გადავაწყოთ, რომ ოპტიმალურად მოვერგოთ ახალ რეალობას. მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ ის, რაც შევქმენით - ჩვენი კორპორაციული კულტურა, გამოცდილება და ხედვა - და ამავდროულად, მზად ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის", - ამბობს გიორგი.
ახალი სტრუქტურული განაწილება ასეთია:
- გიორგი ჯავახიძე გადაინაცვლებს CEO-ის პოზიციაზე, სადაც ძირითადად კომპანიის ოპერირებასა და სტრატეგიულ მართვაზე იქნება პასუხისმგებელი;
- გივი ჩხარტიშვილი ხდება ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელი Tether-ში;
- თათია კობერიძე დაიკავებს COO-ს პოზიციას, რომელიც უხელმძღვანელებს Noxtton-ის სტრატეგიულ და ოპერაციულ ლიდერშიფს.
"თათიას მიმართ დიდი ნდობა გვაქვს. როგორც დამფუძნებლები და პარტნიორები დარწმუნებულები ვართ, რომ ის იდეალურად მოერგება ახალი როლის გამოწვევებს. ეს ცვლილებები კი გვაძლევს საშუალებას, მეტად მოქნილები ვიყოთ და სხვადასხვა მიმართულება უფრო ეფექტიანად გავაძლიეროთ", - აღნიშნავს გიორგი.
"ჩვენი Agile მიდგომა Noxtton-ისთვის მორგებული, უნიკალური ვერსიაა - ჩვენ დავხვეწეთ ეს სისტემა პრაქტიკისა და გამოცდილების საფუძველზე. გვყავს პატარა, თვითორგანიზებული გუნდები, რომლებიც თითოეულ პროექტზე ინდივიდუალურად მუშაობენ და მათ აქვთ სრული თავისუფლება, თავად განსაზღვრონ საუკეთესო მიმართულება", - ამბობს გიორგი.
მოდელი ეფუძნება პატარა, ავტონომიურ გუნდებს, რომლებიც მოქმედებენ დამოუკიდებლად და ერთმანეთზე დამოკიდებულნი არ არიან.
"ჩვენი სამუშაო მოდელი გვაძლევს საშუალებას, პარალელურად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყოთ - Tether-თან პარტნიორობა ამ კუთხით საერთოდ ახალი გამოწვევაა. მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას მზადყოფნაში ვხვდებით", - აღნიშნავს გიორგი.
Tether-თან პარტნიორობა Noxtton-ს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - იმუშაოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლებიც ჯერ ფართოდ ცნობილი არ არის.
"ამ პარტნიორობით გვექმნება საშუალება, ვიმუშაოთ ჯერ კიდევ განვითარებად ტექნოლოგიებზე, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ჯერ ფართოდ დანერგილი არ არის. ეს ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს P2P აპლიკაციების შექმნის მიმართულებით", - განმარტავს გიორგი.
ახალი ტექნოლოგიებით მომუშავე სამი პროექტი უკვე დამუშავების პროცესშია, რაც Noxtton-ს საშუალებას აძლევს, ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.
"ეს, ცხადია, სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამას ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია მოაქვს. ახლა ვმუშაობთ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჯერ არავის განუხორციელებია - ცოდნა, პრაქტიკულად, ნულიდან უნდა შევქმნათ", - აღნიშნავს გიორგი.
Noxtton-ი საკონსულტაციო და სერვისულ კომპანიად რჩება, თუმცა მისი როლი ტექნოლოგიური არქიტექტურის შექმნაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იზრდება.
გლობალური მასშტაბების გამოცდილება Noxtton-ს აძლევს შესაძლებლობას, საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები სხვა ბაზრებზეც გაავრცელოს.
"გვაქვს უნიკალური გამოცდილება, რომელიც ვნახეთ, რომ უკვე მუშაობს საქართველოში, ახლა კი შეგვიძლია, იგივე მიდგომები ახალ მომხმარებლებზე გავავრცელოთ. საქართველოს ტექნოლოგიური ბაზარი იზოლირებულია ამერიკული თუ ევროპული ბაზრებისგან, ამიტომ ჩვენ მიერ მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია საერთაშორისო კონტექსტშიც", - აღნიშნავს გიორგი.
Tether-თან თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ღია წყაროებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარებაა.
"აქამდე ჩვენ ვმუშაობდით პროექტებზე, რომლებიც კონკრეტული პარტნიორებისთვის იქმნებოდა. ახლა კი შევქმნით ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერი კომპანიისა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება", - ამბობს გიორგი.
ეს ნიშნავს, რომ Noxtton-ი მხოლოდ კონკრეტული ბიზნესებისთვის გადაწყვეტილებების შემქმნელი აღარ იქნება, არამედ ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.
"ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც open-source ტექნოლოგიების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს", - აღნიშნავს გიორგი.
Noxtton-ი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანია - ის ხდება გლობალური ტექნოლოგიური მოძრაობის ნაწილი ახალი პარტნიორობით, ახალი სტრუქტურითა და ინოვაციური ხედვით. კომპანია ემზადება ტექნოლოგიური ინდუსტრიის მომავლის განსაზღვრისთვის.
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ Noxtton-ს ჰყავს საუკეთესო გუნდი ყველა მიმართულებით, იქნება ეს: დეველოპმენტის, პროდუქტის მენეჯმენტის, დიზაინის, ოპერაციებისა თუ მარკეტინგის. ეს წარმატება, რითიც 2025 წელს ვხვდებით, მიუღწეველი იქნებოდა გუნდის თითოეული წევრის კონტრიბუციის გარეშე, რომლებიც წლებია Noxtton-ში მუშაობენ და ქმნიან საერთაშორისო დონის პროექტებსა თუ პროდუქტებს", - აღნიშნავს გიორგი.