One Point – ქართული HR აუთსორსინგული კომპანია ISO 9001 ხარისხის სტანდარტით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
HR აუთსორსინგულმა კომპანია One Point-მა ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემების საერთაშორისო სტანდარტი) მიიღო. კომპანიის მმართველი პარტნიორი, ნინო ნიაური აღნიშნავს, რომ მიღწევა ლოგიკური და სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც ადასტურებს, რომ One Point-ის მომსახურება ეფუძნება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებს და არა ინდივიდუალურ პრაქტიკებს ან სუბიექტურ მიდგომებს.
მისი თქმით, სერტიფიცირებამდე კომპანიამ გაიარა მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი გზა, რომელიც მოიცავდა:
- არსებული პროცესების სიღრმისეულ ანალიზს და შეფასებას;
- HR მომსახურებების სტანდარტიზაციას ხარისხის ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში;
- დოკუმენტირებული პროცედურების ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობასა და განმეორებადობას;
- შიდა კონტროლის, მონიტორინგისა და უწყვეტი გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვას.
"ISO 9001:2015 უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის სტაბილურობას, ამცირებს ოპერაციულ რისკებს და ზრდის პროგნოზირებადობას. შესაბამისად, სტანდარტის დანერგვით ჩვენს კლიენტებს ზუსტად ესმით, რა პროცესს, რა ვადაში და რა სტანდარტით მიიღებენ. სერტიფიცირება ასევე ნიშნავს, რომ One Point-ის კლიენტები თანამშრომლობენ ორგანიზაციასთან, რომელსაც აქვს დადასტურებული ხარისხის მართვის სისტემა, პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილება და კლიენტის უკუკავშირზე დაფუძნებული გაუმჯობესების კულტურა. საბოლოოდ, ეს ქმნის მეტ ნდობას, უფრო სტაბილურ პარტნიორობას და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას", – ამბობს ნინო ნიაური.
კომპანიის მმართველი პარტნიორის თქმით, QMS-ის დანერგვის გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც გაიაზრეს, რომ კომპანიის შემდგომი განვითარება საჭიროებდა პროცესებზე დაფუძნებულ მართვას, გამჭვირვალე კონტროლსა და უწყვეტი გაუმჯობესების მექანიზმებს.
"ამ ნაბიჯმა მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა როგორც მომსახურების ხარისხი, ისე დაგვეცვა კლიენტების ინტერესი და შეგვექმნა საფუძველი მდგრადი და პროგნოზირებადი ზრდისთვის".
რატომ ISO 9001:2015?
"ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ პროცესების ფორმალიზება, არამედ ხარისხზე დაფუძნებული მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც რეალურად მუშაობს ყოველდღიურ ოპერაციებში. ISO 9001:2015 გვაძლევს პროცესებზე ორიენტირებულ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის სტაბილურობას, პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილებას და გადაწყვეტილებების მონაცემებზე დაფუძნებით მიღებას. HR სფეროში, სადაც თითოეული გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება როგორც ბიზნესზე, ისე ადამიანებზე, ეს სტანდარტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამასთან, ISO 9001 გვაძლევს შესაძლებლობას, ხარისხის მართვა ინტეგრირებული იყოს ბიზნესსტრატეგიაში და არ დარჩეს მხოლოდ კონტროლის მექანიზმად. სტანდარტი აძლიერებს კლიენტებზე ორიენტირებულ მიდგომას, რისკების მართვასა და უწყვეტი გაუმჯობესების კულტურას, რაც სრულად შეესაბამება ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიყოთ სანდო HR პარტნიორი".
ნინო აღნიშნავს, რომ ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო შიდა პროცედურების დოკუმენტირება და სტანდარტიზაცია, კომპანიის კულტურის ადაპტაცია QMS-ის მოთხოვნებთან და სისტემური მონიტორინგისა და გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა.
სამომავლო გეგმები
კომპანიის მმართველი პარტნიორის თქმით, One Point-ის სამომავლო გეგმები მოიცავს: მომსახურებების პორტფელის გაფართოებას, ახალი ბაზრებისა და საერთაშორისო პროექტების განვითარებას, HR პროცესების კიდევ უფრო დიჯიტალიზაციას, გუნდის პროფესიული განვითარების გაძლიერებასა და ხარისხის მართვის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას ISO 9001-ის ფარგლებში.
"ჩვენი მიზანია, One Point დარჩეს სანდო HR პარტნიორად, რომელიც ეხმარება კომპანიებს არა მხოლოდ დღევანდელი გამოწვევების გადაჭრაში, არამედ გრძელვადიან წარმატებაში", – ამბობს ის.
One Point-ის შესახებ
კომპანია One Point ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და დღეს პოზიციონირდება, როგორც წამყვანი HR აუთსორსინგული კომპანია საქართველოში. ის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს ბიზნესინდუსტრიაზე მორგებულ HR გადაწყვეტილებებს და პრაქტიკებს. კომპანიის ხედვის საფუძველია რწმენა, რომ ადამიანები ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივია და მისი ეფექტიანობა პირდაპირ აისახება ბიზნესის შედეგებსა და გრძელვადიან განვითარებაზე.
ის აღნიშნავს, რომ One Point არსებულ კლიენტებსა და პოტენციურ პარტნიორებს სთავაზობს სრულყოფილ HR მომსახურებებს, მათ შორის:
- პერსონალის შერჩევას როგორც C level, ასევე საშუალო მენეჯერულ და მასობრივ პოზიციებზე;
- HR აუთსორსინგსა და ადმინისტრირებას;
- HR პროცესების გამართვასა და სტრუქტურირებას;
- შიდა პოლიტიკების, პროცედურების, კომპეტენციებისა და შეფასების სისტემების ჩამოყალიბებას;
- დამსაქმებლის ბრენდის ჩამოყალიბებას/გაძლიერებას;
- საკონსულტაციო მხარდაჭერას სრული HR კონსალტინგის მიმართულებით.
"თითოეულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ ბიზნესსაჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებული მიდგომით მისი ბიზნესმოდელის, კორპორაციული კულტურისა და განვითარების ეტაპის გათვალისწინებით", – გვეუბნება კომპანიის მმართველი პარტნიორი, ნინო ნიაური.