"ონლაინ გირჩევნია" – როგორ ამარტივებს Greenway ტექდათვალიერებას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Greenway-მ საკომუნიკაციო კამპანია "ონლაინ გირჩევნია" დაიწყო, რომლის მიზანია ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული ონლაინსერვისების უპირატესობების ხაზგასმა. აღნიშნული გულისხმობს: ვიზიტის დაჯავშნას, ვადის გადამოწმებას, ონლაინგადახდასა და სმს შემახსენებელს. ეს ყველაფერი კი Greenway.ge-ზეა შესაძლებელი.
რა შეგიძლია გააკეთო ონლაინ?
Greenway-ს ვებგვერდი მომხმარებლებს რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც ტექინსპექტირების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ვებგვერდზე შესაძლებელია:
- ტექდათვალიერების ვადის გადამოწმება;
- ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა;
- მომსახურების საფასურის ონლაინგადახდა, მათ შორის Apple Pay-სა და Google Pay-ს გამოყენებით;
- SMS შეხსენების გააქტიურება, რათა ტექდათვალიერების ვადა აღარ გამოგრჩეთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ფუნქცია, რადგან სწორედ ის ეხმარება მომხმარებლებს დროის დაზოგვაში. წინასწარ დაჯავშნილი ვიზიტის შემთხვევაში აღარაა საჭირო რიგში დგომა, რითიც დაზოგავთ დროს.
"ონლაინ გირჩევნია" – Greenway.ge-ს კამპანია ყოველდღიური არჩევანის შესახებ
კამპანიის მთავარი გზავნილი ძალიან მარტივია – ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად ირჩევენ ონლაინგზას.
- მისამართების დამახსოვრებას პინის გაზიარება ანაცვლებს.
- ხანგრძლივ შეხვედრებს – ელექტრონული ფოსტა.
- მაღაზიაში სიარულს – ონლაინშოპინგი.
- ნაღდი ფულის ტარებას – ბარათით გადახდა.
- ქაღალდზე გაკეთებულ ჩანაწერს – ტელეფონში დაყენებული შეხსენება.
გზავნილს ასახავს როგორც ვიდეოები, ისე ვიზუალური მასალები, სადაც წარმოდგენილია Greenway-ს ძირითადი ონლაინსერვისები – ვადის გადამოწმება, ვიზიტის დაჯავშნა, ონლაინგადახდა და SMS შეხსენების გააქტიურება.
კრეატიულ კონცეფციასა და ფროდაქშენზე სააგენტო T-RECS-მა იმუშავა.
როდესაც დრო ყველაზე ღირებული რესურსია
Greenway-ს კამპანია "ონლაინ გირჩევნია" გვახსენებს, რომ დრო ყველაზე ღირებული რესურსია. ამ დროს კი Greenway.ge-დან შეგვიძლია წინასწარ ონლაინ დავჯავშნოთ, გადავიხადოთ და აღარ დავხარჯოთ დრო რიგში, ადგილზე გადახდასა და ლოდინში, რაც ამარტივებს ტექდათვალიერების პროცესს.