Get All Access for $5/mo

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

OnWay-სთვის 2023 წელი ლოგისტიკური პროცესებისა და ხარისხის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები. ამჟამად OnWay მთელ საქართველოში 10 ფილიალით არის წარმოდგენილი. ამანათების ზრდის ფონზე, კომპანიამ ეტაპობრივად დაიწყო ფილიალების დამატება და თანამშრომლების გადამზადება. გაზარდეს არა მხოლოდ თანამშრომლების კომპეტენციები, არამედ შექმნეს მეტი სამუშაო ადგილი. მთლიანობაში ამ ცვლილებებმა OnWay უფრო მოქნილი და ამანათების მზარდ რაოდენობასთან მარტივად ადაპტირებადი გახადა.

"როდესაც რეგიონში გაგზავნაზე ხელმისაწვდომობა და მოქნილობა იზრდება, უფრო მეტი ინტერესი მოდის როგორც კომპანიებისგან, ასევე საბოლოო მომხმარებლებისგან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ონლაინმაღაზიების სერვისებით სარგებლობენ. შედეგად, ჯაჭვურად იზრდება ელექტრონული კომერცია, ეს კი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია. როგორც ამანათების გადამზიდი კომპანია, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ ინდუსტრიის განვითარებაში, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ გავიზარდოთ და ყოველ წელს უკეთესი მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს", − აღნიშნავს თამარ გოგოლაშვილი, OnWay-ს დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდეგ კომპანიის ზრდა არ შენელებულა, OnWay ყოველწლიურად 20-30%-ით იზრდება. სწორედ ამიტომ, წლის განმავლობაში მთავარი გამოწვევა გაზრდილ ოდენობასთან ადაპტირება და ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება იყო. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვები არსებობდა, სადაც ყოველდღიურად დიდი რეგიონული ტვირთები იგზავნებოდა, თბილისში კი ნელ-ნელა უფრო რთულდებოდა გადაადგილება.

მუდმივად ცვალებადი რესურსების ფონზე, რაც საწვავზე გაზრდილ ტარიფს, ქვეყანაში არსებულ ინფლაციასა და შესაბამისად გაზრდილ ხარჯებს გულისხმობს, კომპანიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ფინანსური ეფექტიანობის მიღწევა. თუმცა სწორი მენეჯმენტითა და ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით, ეს გამოწვევებიც ეტაპობრივად გადაილახა.

"წლის მთავარი სიახლეა ის, რომ OnWay- ბოლო ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა. ამის აღსანიშნავად ჩვენს ფილიალებში სიმბოლური ღონისძიებები მოვაწყვეთ და თანამშრომლებს მადლობა გადავუხადეთ შეუფასებელი შრომისთვის, ერთგულებისა და საქმისადმი სიყვარულისთვის", − აღნიშნავს თამარი.

Onway-ში იმედოვნებენ, რომ 2024 წელი პოზიტიური იქნება ბიზნესსამყაროსთვის, განსაკუთრებით კი ელექტრონული კომერციისთვის, რომელიც ძალიან სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში.

ვინაიდან კომპანიის ძირითადი ფოკუსი ონლაინმაღაზიების მომსახურებაა, ამ მიმართულებით იგი მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს მიმდინარე თუ პოტენციურ მომხმარებლებს. აღსანიშნავია, რომ მალე პლატფორმის ახალი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც შეკვეთების დაფიქსირებასა და მართვას კიდევ უფრო გაამარტივებს. გარდა ამისა, იანვრიდან ხელმისაწვდომი გახდება ინტეგრაციის მზა ხელსაწყოები, ე.წ. "ფლაგინები WordPress-ისა და Shopify-სთვის", რათა ონლაინმაღაზიამ ავტომატურად გაგზავნოს შეკვეთები "ონვეიში" მისსავე პლატფორმის მეშვეობით.

Onway-სთვის მნიშვნელოვანია ადრესატებზე ზრუნვაც − ვებგვერდს მალე დაემატება ფუნქციონალი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები კიდევ უფრო გამჭვირვალედ შეძლებენ შეკვეთილი ამანათების კონტროლს და ინფორმაციის მიღებას. 2024 წლის დასაწყისში იგეგმება თვითმომსახურების "ლოქერების" დამატება, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამანათების, როგორც გაგზავნა, ასევე მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით, ან თუნდაც ონლაინმაღაზიაში შეკვეთილი პროდუქციის დაბრუნება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ფუნქციონალი მნიშვნელოვნად შეცვლის მომხმარებლის კულტურას და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მიწოდების სერვისებს.

ციფრულ სერვისებთან ერთად OnWay-ს საწყობებში ეტაპობრივად იგეგმება თანამედროვე აპარატურის დანერგვა, ეს კი ამანათების მზარდი რაოდენობის ეფექტიანად მართვასა და მომხმარებლების კმაყოფილების ზრდას უზრუნველყოფს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი