ოტიუმ დეველოპმენტი - ახალი ხედვა საცხოვრებელ სივრცეებში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"იცხოვრე მარტივად" – ამ მთავარი გზავნილით, "ოტიუმ დეველოპმენტმა" პრაქტიკული მინიმალიზმი შემოიტანა საკუთარ სამშენებლო პროექტებში და მობინადრეებისთვის, გემოვნებიან არქიტექტურასთან ერთად, ჰარმონიული კომფორტი უზრუნველყო.
ეს არ არის უბრალოდ დეველოპერული კომპანია – ესაა საცხოვრებელი სივრცეების შექმნის ახალი ხედვა. ბრენდის მთავარი ამოცანაა, რომ კონსუმერიზმით გადაღლილ საზოგადოებას შეუქმნას ალტერნატიული გზა-საცხოვრებელი, რომელსაც ცხოვრების სტილი მოჰყვება. ესაა ბრენდი, რომელიც გახსენებს, თუ რა არის ცხოვრებაში მართლა მნიშვნელოვანი და გეხმარება ჩამოიშორო ზედმეტი, რათა მხოლოდ მნიშვნელოვანზე ფოკუსირდე. ოტიუმის სლოგანი "იცხოვრე მარტივად" სწორედ ამ იდეიდან მოდის.
როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა, რა გზა გაიარა "ოტიუმმა" და როგორია გუნდის სამომავლო გეგმები - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ნიკოლოზ და გიორგი არჩვაძეებმა Entrepreneur-თან ისაუბრა.
რა იყო Otium-ის დაარსების მთავარი მოტივაცია და რა არის კომპანიის მისია?
ცხოვრება 21 საუკუნეში რთული და კომპლექსურია - სულ უფრო და უფრო რთული პროდუქტები, აჩქარებული დრო, მუდმივი ლტოლვა მეტისკენ, სულ სადღაც გავრბივართ, სულ ვერ ვასწრებთ, სულ გვეჩქარება... საბოლოო ჯამში კი ამ უმიზნო სირბილში მთავარი გვავიწყდება - რაოდენობა არასდროს განსაზღვრავს ხარისხს. ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს, რომლებიც ჩვენ ასე გვემნიშვნელოვნებოდა, საკმარისი დრო ვერ დავუთმეთ; სახლი გადავტვირთეთ ნივთებით, რომლებიც ფუნქციას არ ასრულებს, თითქოს ავივსეთ, მაგრამ მაინც რაღაც გვაკლია...
"ოტიუმის" დაარსების მთავარი მოტივაცია და მისია იყო, შეგვექმნა განსხვავებული საცხოვრებელი სივრცეები, რომელშიც თანამედროვე ცხოვრების ყველა კრიტერიუმი, მინიმალიზმი, კომფორტი და ჰარმონიული გარემო ერთმანეთს მარტივად ერწყმის. სწორედ აქედან გამომდინარეობს ბრენდის კონცეფციაც.
ნიკოლოზ არჩვაძე, გენერალური დირექტორი
რა გზა აქვს Otium-ის განვითარებას და როგორ შეიცვალა კომპანია წლების განმავლობაში?
"ოტიუმის" განვითარება დაიწყო კომპლექსური საცხოვრებელი პროექტით "ოტიუმი ბელიაშვილზე".
ოტიუმის დამახასიათებელ ნიშას წარმოადგენს კონცეფცია, რომელიც მის ყველა პროექტში მოიცავს სარეკრეაციო სივრცეებს, რომელიც თავისუფალია ავტომობილების მოძრაობისგან, რაც, თავის მხრივ, თავისუფლად განტვირთვისა და უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. აქედან გამომდინარე, პროექტის დაგეგმარების პროცესში ვითვალისწინებთ მიწისქვეშა ავტოსადგომებს.
დიდ ქალაქებში მოსახლეობის საგრძნობლად გაზრდილი რაოდენობის გამო, მცხოვრებლებს ვთავაზობთ გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებებს, მათ შორის, ველობილიკებს, სკუტერების სადგომებს დამტენებით. ზემოაღნიშნულის საშუალებით ნათლად ჩანს, თუ როგორი მარტივი შეიძლება იყოს ყოველდღიური ცხოვრება მცირედი ცვლილებებით.
შიდა და გარე საცურაო აუზები, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, რა კონცეფციასაც ვავითარებთ ტურისტულად მიმზიდველ რეგიონებში.
სარბენი ბილიკები და სავარჯიშო სივრცე ქმნის მოტივაციას ჯანსაღი ცხოვრებისთვის, ხოლო საბავშვო სივრცეები უზრუნველყოფს პატარების უსაფრთხოებას.
აღსანიშნია, რომ ჩვენი თითოეული კომპლექსი მოიცავს ყველა იმ სახეობის კომერციულ ობიექტს, რომელიც ამარტივებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.
აგრეთვე, ჩვენს პროექტებში დაგხვდებათ A კლასის საოფისე და გასართობი სივრცეები, 24-საათიანი უსაფრთხოების კონტროლი, გამწვანება-მებაღეობა, დასუფთავება, კეთილმოწყობილი ლობი კონსიერჟის სერვისით. აღნიშნული სერვისით ვუზრუნველვყოფთ თითოეული მცხოვრებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას და მათთვის წარმოქმნილი პრობლემების დროულ აღმოფხვრას.
"ოტიუმი" არის კომპანია, რომელიც ქმნის კომფორტულ გარემოს და მოსახლეობას აძლევს საშუალებას, მათსავე სივრცეში ჰქონდეთ საცხოვრებლად ყველანაირი პირობა, არ მოუწიოთ კომპლექსიდან გასვლამ და ერთ სივრცეში მიიღონ ის, რაც ნამდვილად სჭირდებათ.
დამატებით ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ბინის გაყიდვა/გაქირავების სერვისს, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენ უფრო მარტივად შევძლებთ დაინტერესებული პირებისთვის "ოტიუმის" თითოეული საცხოვრებელი ბინის თუ მთლიანად კონცეფციის შესახებ ინფორმაციის ამომწურავად მიწოდებას.
რა არის Otium-ის ხედვა საქართველოს ურბანული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ?
საქართველო უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანაა. ყოველწლიურად იზრდება ინვესტორების ინტერესი, რაც აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში. ჩვენი მიზანია ვიყოთ აქტიური მონაწილეები არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ საქართველოს სხვა ქალაქების განვითარებაში. მაგალითად, ამ ეტაპზე ვასრულებთ მშენებლობას ქალაქ ფოთში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე კონცეფციის მშენებლობით.
"ოტიუმის" მიზანია, შევქმნათ განსხვავებული საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც ადამიანებს სთავაზობს ალტერნატიულ გზას მარტივი და კომფორტული ცხოვრებისთვის.
სწორედ აღნიშნული კონცეფციის გათვალისწინებით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად ბათუმში, რომელსაც სულ მალე გავაცნობთ საზოგადოებას.
გიორგი არჩვაძე, მმართველი პარტნიორი
რა განასხვავებს Otium-ს სხვა სამშენებლო კომპანიებისგან?
"ოტიუმ დეველოპმენტის" საცხოვრებელ კომპლექსებს მოჰყვება სრული სერვისი. ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებლებს უბრალოდ სახლს. ვქმნით გარემოს, სადაც ნებისმიერი ადამიანი იპოვის საკუთარ თავს.
ფოკუსირებული ვართ სტრუქტურირებულად, მოწესრიგებულად ზრდასა და განვითარებაზე და ჩვენს სახლებში ყოველთვის მინიმალისტური, დახვეწილი, მოწესრიგებული გარემო დაგხვდებათ.
თითოეულ მობინადრეს ვთავაზობთ მაქსიმალურ ფუნქციონალს სრულყოფილი, ლაღი ცხოვრებისთვის, რათა მეტი დრო დაუთმონ ყველაფერ იმას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.
ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ სამეწარმეო, არამედ უმთავრესია, წლების შემდგომ სახელი "ოტიუმი" ასოცირდებოდეს ხარისხს, ბრენდსა და სიმარტივესთან. შესაბამისად, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხარისხიანად - ვაშენებთ სახლებს, რომლებმაც უნდა გაუძლოს დროს და მომავალშიც საუკეთესო, ყველაზე მარტივი გამოცდილება შესთავაზოს მცხოვრებლებს.
რა არის Otium-ის მიდგომა საცხოვრებელი სივრცეების დიზაინსა და ფუნქციონალობაში?
ჩვენ გვჯერა, რომ სახლი უნდა იყოს არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ მან უნდა გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი. ვაქცევთ ყურადღებას სივრცეების ეფექტურ გამოყენებას, სიმეტრიით, მარტივი ფორმებითა და გამბედავი დეტალებით ვქმნით უნიკალურ, ჰარმონიულ სურათს.
როგორც ამბობენ ხოლმე, გენიალურობა სიმარტივეშია, სწორედ სიმარტივე წარმოადგენს "ოტიუმის" საყრდენს.
განსაკუთრებით გვიყვარს დეტალები, რომლებიც ფუნქციისა და ემოციის ნაზავით ქმნის განწყობასა და ხასიათს.
როგორ უზრუნველყოფს Otium-ი თავისი პროექტების ხარისხსა და მდგრადობას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ "ოტიუმი" დარჩეს ბრენდთან, რომელიც ასოცირებული იქნება ხარისხთან. "ოტიუმი" მკაცრად აკონტროლებს მშენებლობის თითოეული ეტაპს, ხარისხი ყოველდღიურად მოწმდება. სამშენებლო სამუშაოების დროს გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები ისე, რომ გვერდს არ ვუვლით ენერგოეფექტურ სისტემებსა და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო გარემოს შენარჩუნებას.
ვინ არის Otium-ის საცხოვრებელი პროექტების მიზნობრივი აუდიტორია და რა არის კომპანიის მიზნობრივი მომხმარებელი?
"ოტიუმის" საცხოვრებელი პროექტები გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც აფასებენ სიმარტივესა და კომფორტს. ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია მოიცავს მომხმარებლებს, რომლებიც ეძებენ პრაქტიკულ, ხელმისაწვდომ და კარგად დაპროექტებულ საცხოვრებელ სივრცეებს. ასევე ჩვენი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან უძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელებით, ვინაიდან ჩვენს პროექტებში მოგებიანობა-ROI 15%-ს აღემატება.
რა არის Otium-ის სამომავლო გეგმები და როგორ აპირებს კომპანია გაფართოებას?
კომპანიას დიდი გეგმები აქვს. ამჟამად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქტიურად ვმუშაობთ სამომავლო პროექტებზე. უახლოეს პერიოდში ვიწყებთ მშენებლობას ბათუმში, აღმაშენებლის ხეივანზე და ბოხუას ქუჩაზე, სადაც მომხმარებლებს შევთავაზებთ განსხვავებული კონცეფციის მქონე საცხოვრებელ კომპლექსებს, კომფორტულ და მიმზიდველ გარემოს ჰარმონიული ცხოვრებისთვის. გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ერთ-ერთი მოწინავე ბრენდი უძრავი ქონების ბაზარზე. გვჯერა, ჩვენი და ჩვენი გუნდის თანმიმდევრული შრომით დასახულ მიზანს მივაღწევთ.