"ოტო მოტორსი" - ავტომობილების მოვლის სანდო და ხარისხიანი სერვისი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ავტომობილის მოვლა საკმაოდ კომპლექსური პროცესია და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სფეროში არასანდოობის ხარისხი ძალიან მაღალია და ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო გვაქვს მანქანის მოსავლელად.
"ოტო მოტორსი" მომხარებლებისთვის არის სანდო ადგილი, სადაც ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ხოლო ტექნიკური გუნდი გამოცდილი და მუდმივად გადამზადებული, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლისთვის სასურველ შედეგს იძლევა", - თამუნა ბაქრაძე, "ოტო მოტორს" ჰოლდინგის დირექტორი.
როგორც თამუნა აღნიშნავს, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, მათ მოვლასა და შეკეთებაზე მოთხოვნაც უფრო მაღალია.
"როდესაც მანქანას რაიმე უფუჭდება, ან რეგულარული სერვისი სჭირდება, მძღოლს უნდობლობის განცდა უჩნდება, რომ ტექნიკური ცოდნის არქონის გამო შესაძლოა მოატყუონ ან, უბრალოდ, დიდი ხარჯების გაცემამ მოუწიოს. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით ვცდილობთ, ეს გამოცდილება შევცვალოთ და მომხმარებელს ვაჩვენოთ, რომ მათ ხარისხიანი და სანდო ავტომომსახურების მიღება შეუძლიათ".
თამუნა გვიყვება, რომ "ოტო მოტორსის" ისტორია 30 წლის წინ დაიწყო. თავად გუნდს მოგვიანებით შეუერთდა და კარიერული განვითარების სხვადასხვა საფეხური გაიარა. ამბობს, რომ ეს მარტივი არ ყოფილა, რადგან მას მოუწია საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებამ.
"ყველაზე დიდი გამოწვევა გადაწყვეტილების მიღების სირთულე იყო. უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება, როდესაც შენზეა დამოკიდებული თანამშრომლების კეთილდღეობისა და პროფესიული განვითარების საკითხი.
ამავდროულად, საავტომობილო სფეროში ჯერ კიდევ არსებობს "ქალის" და "კაცის" საქმეები. შესაბამისად, ამ სფეროში მომუშავე ქალებს გვიწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. ხშირად, როცა ავტომობილის ტექნიკურ დეტალებზე ვსაუბრობდი, ამას არასერიოზულად აღიქვამდნენ. თუმცა წლების განმავლობაში მოვახერხე და ეს სკეპტიკური დამოკიდებულება შევცვალე. ახლა ვცდილობ, იმ ქალების დამოკიდებულება შევცვალო, რომლებსაც "კაცის" საქმეების წამოწყება აშინებთ".
თამუნას აზრით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც პრობლემას ხედავს და მის გადასაჭრელად მოქმედებას იწყებს. მისთვის ანტრეპრენერობა მხოლოდ ბიზნესის წამოწყებასა და მატერიალური კეთილდღეობის მიღებას არ ნიშნავს. არამედ ეს არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის მაგალითი, და გზა, შექმნა რაღაც ღირებული, რაც მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.
"ინსპირაციას საქმიანობაში ბევრი რამ მაძლევს, თუმცა ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ საავტომობილო სფეროში საქმიანობის შესაძლებლობა მაქვს. არ არსებობს ისეთი რამ, რაც არ გამოგივა, თუ შესაბამის ძალისხმევას გაიღებ.
საკუთარი საქმის წამოწყება ყოველთვის რისკებსა და დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. მთავარია, გამოწვევებს არ შეუშინდეთ და გჯეროდეთ, რომ აუცილებლად გამოგივათ. მნიშვნელობა არ აქვს, სასურველ შედეგს ხედავ თუ არა, უბრალოდ, წინსვლა არ შეწყვიტო".