პარალიმპიელი ზურაბ ზურაბიანის წარმატების ისტორია - საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე ზურაბ ზურაბიანი პარაჯუდოს ტურნირზე 60 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამით მან საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს მეხუთე მედალი მოუტანა.

მოდით, ერთად გადავხედოთ პარალიმპიელის წარმატების ისტორიას.

ზურაბ ზურაბიანმა ჯუდოში ვარჯიში 2012 წელს, 12 წლის ასაკში დაიწყო, 2019 წელს კი პარაჯუდოში გადაინაცვლა.

პირველი პარალიმპიური გამოცდილება მან 2020 წელს ტოკიოს პარალიმპიადაზე მიიღო, სადაც მერვედფინალში დამარცხდა და სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა.

მან 2023 წელს ევროპის პარაჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2024 წელს კი ჯერ ანტალიის, შემდეგ კი თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

თუმცა, ეს ზურაბის წარმატების ისტორიის მხოლოდ ნაწილია.

საქართველოს ბანკი განაგრძობს ქართველი სპორტსმენების და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წარმატებით უკეთეს საქართველოს ქმნიან. საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ამბები პარიზის პარალიმპიადიდან, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკს სოციალურ ქსელებში.

Business News

Trio Dighomi – Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი

Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი

Business News

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი 2 წლისაა

"ვილაპარაკოთ" - კომპანია ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარდგა