პარკ ბულვარი - 2025 წლის შეჯამება "2025 წელი "პარკ ბულვარისთვის" არის წელი, როდესაც პროექტის კონცეფცია განსაკუთრებით მკაფიოდ გადაიზარდა რეალურ შედეგებში"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლის ბოლო საუკეთესო დროა თვითრეფლექსიისთვის – რა ვისწავლეთ 12 თვის განმავლობაში და საით მივდივართ? ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესსექტორისთვის.
ცვალებადი გეოპოლიტიკური თუ ლოკალური რეალობა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები ქართული კომპანიებისთვისაც სერიოზულ გამოცდად და, ამავდროულად, შესაძლებლობებად იქცა. რა ბარიერების გადალახვამ მოუწიათ მათ 2025 წელს და რით ამაყობენ ყველაზე მეტად?
ENTREPRENEUR GEORGIA-სთან საუბარში განვლილ პერიოდს აჯამებს და 2026 წლის მოლოდინებს გვიზიარებს გიორგი ჭაჭიაშვილი, "პარკ ბულვარის" დირექტორი.
თანამედროვე ურბანულ გარემოში საცხოვრებელი პროექტების ღირებულება სულ უფრო და უფრო მეტად სცდება არქიტექტურისა და კვადრატული მეტრების ფარგლებს. გადამწყვეტი ხდება ის ცხოვრების ხარისხი და გრძელვადიანი ღირებულება, რომელსაც პროექტი სთავაზობს როგორც მობინადრეს, ისე ინვესტორს. ბაზარზე მკაფიოდ იკვეთება მოთხოვნა ჯანსაღ გარემოზე, გამართულ ინფრასტრუქტურასა და იმ მრავალფუნქციურ განვითარებებზე, რომლებიც საცხოვრებელ და კომერციულ კომპონენტებს ერთიან კონცეფციად აყალიბებს.
"პარკ ბულვარი" სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის შედეგია. პროექტი შეიქმნა როგორც მრავალფუნქციური ურბანული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ გარემოს და, ამავდროულად, ქმნის სტაბილურ და პროგნოზირებად კომერციულ პოტენციალს. კომპლექსი მოიცავს 17 საცხოვრებელ კორპუსს და 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ პარკს. 2კმ სიგრძის ბულვარს, 5 კმ სიგრძის ველობილიკს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეს. ჩვენი ამოცანა არ შემოიფარგლება მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით - პროექტის მიზანია მდგრადი, ღირებულებაზე ორიენტირებული ურბანული გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც დროთა განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას და ზრდის თავის მნიშვნელობას.
ამ კონცეფციის განხორციელებას უზრუნველყოფს AS Group - კომპანია, რომელიც 2010 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს საქართველოში და სისტემურად მონაწილეობს ქვეყნის ურბანული განვითარების პროცესში. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება გრძელვადიან დაგეგმვას, არქიტექტურულ სიზუსტესა და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დაცვას.
"პარკ ბულვარი" AS Group-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კონცეპტუალურად გამორჩეული პროექტია, რომელიც ახალი მიდგომით აერთიანებს რეკრეაციულ, საცხოვრებელ და კომერციულ ფუნქციებს ერთ ჰარმონიულ სისტემაში და ქმნის გრძელვადიან ურბანულ ღირებულებას.
2025 წელი "პარკ ბულვარისთვის" არის წელი, როდესაც პროექტის კონცეფცია განსაკუთრებით მკაფიოდ გადაიზარდა რეალურ შედეგებში. მაშინ, როდესაც თანამედროვე მომხმარებელი საცხოვრებელ გარემოს აფასებს არა მხოლოდ არქიტექტურისა და ლოკაციის მიხედვით, არამედ ცხოვრების ხარისხით, "პარკ ბულვარმა" შეძლო ამ მოთხოვნებზე თანმიმდევრული და გააზრებული პასუხის გაცემა. 2024 წელთან შედარებით პროექტი განვითარდა როგორც შინაარსობრივად, ისე აღქმის დონეზე.
გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გამყარდა აქცენტი ჯანსაღ და დაბალანსებულ საცხოვრებელ გარემოზე. გაუმჯობესდა სივრცეების ფუნქციონალი, გამწვანების კონცეფცია და საერთო საცხოვრებელი გამოცდილება, რაც განსაკუთრებით აისახა რეკრეაციულ ზონებზე, ბინების გეგმარებებსა და ინფრასტრუქტურის ხარისხზე. პროექტი დღეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატავს იდეას, რომ საცხოვრებელი სივრცე უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ყოველდღიურ კეთილდღეობას.
მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო ასევე მომსახურების ხარისხსა და მობინადრეებთან ურთიერთობის სტანდარტს. დეტალებზე ზრუნვა და მომხმარებლის გამოცდილება ბუნებრივად არის ინტეგრირებული პროექტის მთლიან კონცეფციაში.
ამ პროცესების შედეგი 2025 წელს ნათლად აისახა "პარკ ბულვარის" განვითარებაში - დასრულებულია ოთხი კორპუსის მშენებლობა, პროექტის მიმართ მოთხოვნა ინარჩუნებს მაღალ დინამიკას, ხოლო ახალი კორპუსის გაყიდვები აქტიურ ფაზაშია.
"პარკ ბულვარი" დღეს პოზიციონირდება როგორც გამწვანებითა და ურბანული მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი უბანი თბილისში, სადაც 8 ჰექტარზე გაშლილი რეკრეაციული სივრცე არ წარმოადგენს მხოლოდ ესთეტიკურ ელემენტს, არამედ ქმნის ცხოვრების ხარისხის ფუნქციურ საფუძველს. პროექტის ინფრასტრუქტურა დაგეგმილია როგორც ცხოვრების სტილის ეკოსისტემა: უსაფრთხო, ავტომობილებისგან დაცული შიდა სივრცეები, სპორტული და სათამაშო მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი ზონები და გამწვანებული საზოგადოებრივი სივრცეები ქმნის გარემოს, რომელიც პასუხობს თანამედროვე, აქტიური და გააზრებული ცხოვრების მოთხოვნებს. სწორედ ამ კომბინაციით "პარკ ბულვარი" ქმნის მდგრად, გრძელვადიან ურბანულ ღირებულებას.
2025 წლის მთავარი გამოწვევა "პარკ ბულვარის" განვითარებისთვის იყო მასშტაბისა და ხარისხის ერთდროული შენარჩუნება. როდესაც პროექტი მოიცავს მრავალკორპუსიან პროექტს, ფართო რეკრეაციულ სივრცეებსა და განსხვავებული ფუნქციური ზონების ინტეგრაციას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ თითოეული ეტაპი ერთიან კონცეფციას ემსახურებოდეს და საბოლოო შედეგი არ დაიკარგოს დეტალებში.
ამ გამოწვევასთან გამკლავება შესაძლებელი გახდა კონცეპტუალური თანმიმდევრულობისა და ხარისხზე მუდმივი ფოკუსის წყალობით. "პარკ ბულვარის" ყველა გადაწყვეტილება - იქნება ეს განვითარების ტემპი, ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი ჩამოყალიბება თუ საცხოვრებელი გარემოს ფორმირება - ეფუძნებოდა ერთ მთავარ პრინციპს: პროექტმა თითოეულ ეტაპზე უნდა ასახოს ის ცხოვრების სტილი და ღირებულებები, რისთვისაც თავიდანვე შეიქმნა.
შედეგად, 2025 წელს "პარკ ბულვარმა" არამხოლოდ შეინარჩუნა განვითარების დინამიკა, არამედ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა როგორც გამწვანებით, ინფრასტრუქტურითა და საცხოვრებელი ხარისხით გამორჩეული ურბანული სივრცე, რაც არჩეული მიდგომის ეფექტიანობას ადასტურებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია თავად პროექტის მასშტაბიც "პარკ ბულვარი" საბოლოოდ მოიცავს 17 საცხოვრებელ კორპუსს, რაც ქმნის არქიტექტურულ მრავალფეროვნებას და საცხოვრებელი თუ საინვესტიციო არჩევანის ფართო შესაძლებლობებს, ფართების, გეგმარებებისა და ხედების მიხედვით.
მომავალი ეტაპები უკვე განსაზღვრულია: 2026 წელს იგეგმება პროექტის შემდგომი გაფართოება და ახალი კორპუსების რეალიზაცია, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კომპლექსის ფუნქციურ დატვირთვას და ურბანულ მნიშვნელობას. ეს განვითარება "პარკ ბულვარს" აძლევს შესაძლებლობას, თანმიმდევრულად გაიზარდოს ისე, რომ არ დაკარგოს თავისი მთავარი ღირებულებები - ხარისხი, გამწვანება და ცხოვრების სტილზე ორიენტირებული გარემო.
2025 წელი "პარკ ბულვარისთვის"ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ეტაპი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში დასრულდა მე-9 და მე-11 კორპუსების მშენებლობა, სადაც ბინების დაახლოებით 90% უკვე რეალიზებულია/გაყიდულია, რაც პროექტისადმი სტაბილურ ინტერესსა და მომხმარებლის მაღალ ნდობას ადასტურებს.
ამავე წლის ბოლოს დაიწყო მე-6 კორპუსის მშენებლობა, რომლის გაყიდვები უკვე აქტიურ ფაზაშია. ახალი კორპუსი კონცეფციურად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს პროექტში და აერთიანებს იმ ბენეფიტებს, რომლებიც თანამედროვე მომხმარებლისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.
მე-6 კორპუსს აქვს პირდაპირი გასასვლელი ბულვარზე, რაც მობინადრეებს ყოველდღიურ რეჟიმში სთავაზობს სწრაფ და კომფორტულ წვდომას რეკრეაციულ სივრცეებთან, სასეირნო ზონებთან და აქტიური ცხოვრების ინფრასტრუქტურასთან. ამასთან ერთად, კორპუსი გამოირჩევა პანორამული ხედებით ქალაქზე, მთებზე, პარკსა და მდინარე მტკვარზე, რაც ბინებს როგორც ემოციურ, ისე საინვესტიციო ღირებულებას მატებს.
ბინების არჩევანი მაქსიმალურად მრავალფეროვანია - ფართები იწყება 39 კვადრატული მეტრიდან, რაც პროექტს ხელმისაწვდომსა და მოქნილს ხდის სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის. გეგმარებები გამოირჩევა რაციონალური სივრცითი გადანაწილებით, ნათელი საცხოვრებელი ზონებითა და ფუნქციური კონფიგურაციებით, რაც უზრუნველყოფს როგორც ყოველდღიურ კომფორტს, ისე ფართის ეფექტიან გამოყენებას.
მნიშვნელოვანია, რომ მე-6 კორპუსის მშენებლობა ხორციელდება მცოცავი (ტუნელური) ყალიბის თანამედროვე მეთოდით, რაც უზრუნველყოფს მაღალ სეისმომედეგობას, კონსტრუქციულ სიმტკიცეს და ამავდროულად მშენებლობის ოპტიმალურ სიჩქარეს ხარისხის კომპრომისის გარეშე. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც საბოლოო მომხმარებლისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რომლებიც აფასებენ პროექტის დროულ რეალიზაციას და გრძელვადიან საიმედოობას.
მე-6 კორპუსი პოზიციონირდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი შენობა "პარკ ბულვარის" ფარგლებში - პროექტი, რომელიც აერთიანებს ლოკაციას, ხედებს, ხარისხიან მშენებლობას და ცხოვრების თანამედროვე სტანდარტებს.
2026 წელი ბიზნესსამყაროსთვის, მათ შორის უძრავი ქონების სექტორისთვის, იქნება გონივრული არჩევანისა და ხარისხზე კონცენტრაციის წელი. ბაზარზე კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნა იმ პროექტების მიმართ, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ფუნქციურ პროდუქტს, არამედ გააზრებულ გარემოს, მდგრადობას და გრძელვადიან ღირებულებას. ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროექტის კონცეფციის სიძლიერე და მისი რეალური განხორციელება.
ამ კონტექსტში "პარკ ბულვარი" 2026 წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. დაგეგმილია პროექტის შემდგომი გაფართოება და ახალი საცხოვრებელი კორპუსების რეალიზაცია, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კომპლექსის ურბანულ ფუნქციასა და ცხოვრების სტილის მრავალფეროვნებას. ჯამში "პარკ ბულვარი" მოიცავს 17 საცხოვრებელ კორპუსს, რაც მომხმარებელს სთავაზობს ფართების, გეგმარებებისა და ხედების მრავალფეროვან არჩევანს.
მომავალი წლის მთავარი აქცენტი კვლავ დარჩება ცხოვრების ხარისხზე, გამწვანებაზე და ადამიანზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურაზე. "პარკ ბულვარი" გეგმავს განვითარებას თანმიმდევრული ტემპით, ისე რომ შეინარჩუნოს ის ღირებულებები, რომლებმაც პროექტი დღემდე გამორჩეულად აქცია - უსაფრთხო გარემო, რეკრეაციული სივრცეები და ურბანული კომფორტის მაღალი სტანდარტი.
სწორედ ამ მიდგომით "პარკ ბულვარი" 2026 წელს არ მხოლოდ უპასუხებს ბაზრის მოლოდინებს, არამედ გააგრძელებს პოზიციონირებას როგორც გრძელვადიანი ურბანული ღირებულება, რომელიც დროში ინარჩუნებს აქტუალობას და საინვესტიციო მიმზიდველობას.