Get All Access for $5/mo

Pilot's Angel-მა აქსესუარების კოლექცია წარადგინა - ფრენის სიყვარულით შთაგონებული ბრენდი ახალ სიმაღლეზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pilot's Angel - პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ქმნის, აქსესუარების ახალ კოლექციას წარმოგვიდგენს. ბრენდი, როგორც მომავლის მოდის გამომხატველი, საჰაერო ეკიპაჟისთვის ქმნის ტანსაცმლისა და აქსესუარების ტრენდს ყოველდღიური და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

Pilot's Angel-ის ახალი დიზაინები ფრენასა და თავისუფლებას გამოხატავს, რაც ბრენდის მთელი ხაზის შთაგონებაა. აქსესუარები კი განსაკუთრებული სიყვარულითა და ემოციებითაა შექმნილი. გარდა ამისა, გამოყენებული მასალა უმაღლესი ხარისხის ძვირფასი ლითონი - 925 სინჯის ვერცხლია, რაც მას როგორც გამძლეობას, ასევე ელეგანტურობას ანიჭებს. კოლექციაში აქცენტი გაკეთებულია უნიკალურ დიზაინსა და ფერთა პალიტრაზე, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებულად აგრძნობინებს თავს. ახლო მომავალში დაგეგმილია აქსესუარების ოქროს ხაზის დამატებაც.

"კოლექციაში წარმოდგენილი თითოეული აქსესუარი საავტოროა და უდიდესი სიყვარულითაა შექმნილი. ეს გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ განსხვავებულები", - აღნიშნავს მარი რაზმაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

"ვისაც ავიაცია და თვითმფრინავები ისე უყვარს, როგორც მე, კარგად გამიგებს, რას ნიშნავს თემატური აქსესუარების მიმართ სიყვარული. ეს კოლექცია, პირველ რიგში, ჩემი ოცნების ასრულებაა, რადგან სულ მინდოდა, ავიაციასთან დაკავშირებული მაღალი ხარისხის ესთეტიკური აქსესუარები მქონოდა. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩვენს მომხმარებლებსაც გაახარებს", - ამბობს მარი რაზმაძე.


Pilot's Angel-ის პროდუქტები განსაკუთრებულად პოპულარულია ავიაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალებსა და მათ ოჯახებში. ამ აქსესუარებს ხშირად ყიდულობენ ის ადამიანებიც, ვისაც უყვარს გამორჩეული სტილი, მოგზაურობა და ავიაციის ესთეტიკა.

"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბრენდი ყველასთვისაა, ვინც ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას აფასებს", - აღნიშნავს ბრენდის თანადამფუძნებელი.

Pilot's Angel-ის ახალი კოლექციისთვის ვიდეორგოლი Georgian Wing-ის მხარდაჭერით გადაიღეს. როგორც მარი ამბობს, მათთვის საამაყოა ამ კომპანიასთან პარტნიორობა და მოხარულნი არიან, რომ თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცათ.

ბრენდის ახალი პროდუქციის წარდგენა ყოველთვის დიდი ფიქრისა და კვლევის შემდეგ ხდება. შემქმნელები დიზაინის შესახებ მოსაზრებებს ისმენენ როგორც მომხმარებლებისგან, ისე ახლობლებისა თუ მოდის სფეროს პროფესიონალებისგან. სწორედ ეს განაპირობებს კოლექციების წარმატებასაც - Pilot's Angel-ში ყოველთვის იციან, რას ითხოვენ მომხმარებლები მათგან.

"სანამ ახალ კოლექციას ფართო საზოგადოებას შევთავაზებთ, ვიღებთ რჩევებს, მათ შორის, მეგობრებისა და მოდის სფეროს პროფესიონალებისგან". აქსესუარების ახალი კოლექცია კი უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს და არწმუნებს შემქმნელებს, რომ მათი ეს სტრატეგია სწორი არჩევანი იყო.

"Pilot's Angel-ს აქვს უდიდესი პოტენციალი, გახდეს გლობალური ბრენდი. ჩვენ ყოველდღე ვდგამთ პატარა, მაგრამ მყარ ნაბიჯებს ამ მიზნისკენ", - ამბობს მარი.

უახლოეს გეგმებშია პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ავიაციასთან დაკავშირებულ პირებთან პარტნიორობაც, რაც ბრენდის შემქმნელებს საჭიროებების უკეთ გაგებაში დაეხმარება.

ორივე თანადამფუძნებელი აქტიურად მონაწილეობს პროექტებში, რომლებიც ქალ მეწარმეებს მხარდაჭერას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

"გვაქვს საინტერესო მოლაპარაკებები შესაძლო თანამშრომლობაზე ავიაკომპანიებთან, პილოტებთან. ვიკვლევთ ავიაციასთან დაკავშირებულ ადამიანთა საჭიროებებსა და ინტერესებს. ვცდილობთ, მივიღოთ გამოწვევები და არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტენდენციებს".

საერთაშორისო აღიარების გზაზე კი Pilot's Angel-ი დეკემბერში შეუერთდება საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციას, რომელიც ბრენდებს გლობალური განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.

Pilot's Angel-ი მხოლოდ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე არ აპირებს გაჩერებას. ბრენდი მომხმარებელს საავიაციო თემატიკის ბლოგსაც სთავაზობს.

"ჩვენს მკითხველებს გავუზიარებთ საინტერესო ინფორმაციას მფრინავებისა და ინჟინრებისგან, ასევე ავიაციის სფეროს სიახლეებს. ამ მასალას კი ჩვენი მომხმარებელი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეცნობა", - ამბობს მარი რაზმაძე.

ხარისხიანი პროდუქტით, უნიკალური დიზაინითა და დიდი გეგმებით Pilot's Angel-ი მზადაა, სრულიად ახლებურად დაანავხოს მომხმარებელს მოდისა და ავიაციის შერწყმის სტანდარტები. როგორც მარი რაზმაძე ამბობს: "იფრინო - ნიშნავს, არ გქონდეს ლიმიტები. ჩვენ გვინდა, რომ ეს იდეა ჩვენს ბრენდში ყოველთვის იგრძნობოდეს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი