Join our Waitlist for Expert Advice!

პირველად საქართველოში IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსს ჩაატარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველად საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) ჩატარდება. ზაფხულში, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის.

პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, "გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე" 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი. კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს,რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან, ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე, ქართველი ექსპერტები გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე.

"ის ფაქტი, რომ ასეთი პრესტიჟული კონკურსი ჩატარდება საქართველში არის ქართული ღვინის კიდევ ერთი გამარჯვება, ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიის გაგრძელება და წინგადაგმული ნაბიჯი საერთაშორისო ბაზარზე. International Wine & Spirit Competition (IWSC) ჯერ კიდევ 1969 წელს დაარსდა და 50 წლის განმავლობაში მათ შეძლეს შეექმნათ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ საუკეთესოების გამოვლენაზე, არამედ გამოცდილების გაზიარებაზე, საინტერესო ღვინოების და მეღვინეების აღმოჩენაზე, მათთვის ახალი გზებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. სწორედ ამ შესაძლებლობებზე ექნებათ წვდომა ქართველ მწარმოებლებს კონკურსში მონაწილეობით და უფრო მეტიც, ისინი შეძლებენ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ მსოფლიო დონის ღვინის მაგისტრებთან, სომელიეებთან, ექსპერტებსა თუ ღვინის შემსყიდველებთან, მიიღონ მათგან რჩევები, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და მოიძიონ ახალი ბაზრები. განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია ეს კონკურსი იმ მარნებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო გამოფენებში ვერ იღებენ მონაწილეობას. რაც მთავარია, IWSC-თან თანამშრომლობა არ მთავრდება კონკურსის ჩატარებით, მსოფლიო მასშტაბით ღვინის გამორჩეული კონკურსი, ერთი წლის განმავლობაში მოახდენს საქართველოსი, როგორც ღვინის ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე," - აცხადებს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი, მარიამ გუჯაბიძე.

IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში.

ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.

კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.

Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ბარაკ ობამას 10 ციტატა მძიმე შრომაზე, მოტივაციასა და კიდევ ბევრ სხვაზე

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტისგან ბევრს ისწავლით

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ