პირველი საგადასახადო AI ასისტენტი საქართველოში! - Prive AI
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში შეიქმნა პირველი სპეციალიზებული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს სწრაფ, სანდო და მაღალპროფესიულ საგადასახადო მხარდაჭერას სთავაზობს. Prive AI პროფესიონალების მიერ დატრენინგებული სისტემაა, რომელიც სპეციალიზებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში.
რატომ Prive AI?
"ბიზნესგარემო მუდმივად იცვლება, და ჩვენ შევქმენით ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც კომპანიებს ამ ცვლილებების სწრაფად გაანალიზებასა და ადაპტაციაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, საგადასახადო მხარდაჭერა უფრო მოქნილი, ხელმისაწვდომი და თანამედროვე გავხადოთ", – აღნიშნავს დავით ორჯონიკიძე, Prive AI-ის თანადამფუძნებელი.
დღეს ციფრული სერვისები ყველა სექტორში სწრაფად ვითარდება, თუმცა საგადასახადო სფერო ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. Prive AI სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს და მომხმარებლებს სწრაფ, ზუსტ და პროფესიონალურ საგადასახადო კონსულტაციას სთავაზობს.
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მოქნილი სერვისები
Prive AI სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ პაკეტებს სთავაზობს მომხმარებელს. თვეში მინიმალური ღირებულება 24,9 ლარიდან იწყება.
"ჩვენი მიზანია, რომ Prive AI-ს სარგებლობა შეეძლოს როგორც მცირე მეწარმეს, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესს. გვჯერა, რომ ციფრული ტექნოლოგიები საგადასახადო მომსახურების სფეროს სრულიად გარდაქმნის და მომხმარებლებს უფრო სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს", – აღნიშნავს დავით კანდელაკი, Prive AI-ის თანადამფუძნებელი.
გარდა ამისა, პლატფორმა სამ ენაზე მუშაობს – ქართულად, ინგლისურად და რუსულად, რაც მომხმარებლებს დამატებით კომფორტს უქმნის და ენის ბარიერს აუქმებს.
Prive AI-ის შექმნის ისტორია
"ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დავინახე, როგორ ენდობიან ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს გადასახადებისა და ფინანსების მართვაში. AI ზრდის ეფექტურობას და ეხმარება მათ დროისა და რესურსების დაზოგვაში. სწორედ აქედან გაჩნდა სურვილი, ქართველ მომხმარებლებსაც ჰქონოდათ ანალოგიური შესაძლებლობა, იდეა საგადასახადო და ტექნოლოგიებში გამოცდილ პროფესიონალ მეგობრებთან ერთად განვიხილე, რის შედეგადაც შევქმენით Prive AI – მოქნილი, ხელმისაწვდომი და პროფესიონალი საგადასახადო ასისტენტი, რომელიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს გადასახადების მართვას უმარტივებს", – აღნიშნავს შორენა წიკლაური.
სამომავლო გეგმები და განვითარების პერსპექტივები
პლატფორმის სატესტო ვერსია უკვე გაშვებულია და მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, პირველებმა გამოსცადონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები საგადასახადო კონსულტაციებში.
Prive AI-ის გუნდი
Prive AI-ის კონცეფცია და განვითარება განხორციელდა 15-წლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო და ტექნოლოგიური ექსპერტების გუნდის მიერ. ისინი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ როგორც საგადასახადო ორგანოებსა და საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში, ასევე კერძო სექტორის უმსხვილეს ორგანიზაციებში. სწორედ მათი პროფესიონალიზმი და პრაქტიკული ცოდნა ქმნის Prive AI-ის უნიკალურობას.
- დავით ორჯონიკიძე – 15-წლიანი გამოცდილება საგადასახადო სფეროში, როგორც სახელმწიფო, ასევე მოწინავე საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში, ხელმძღვანელ პოზიციაზე. თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი საგადასახადო დაბეგვრაში.
- დავით კანდელაკი – 15-წლიანი გამოცდილება საგადასახადო სფეროში, როგორც სახელმწიფო, ასევე მოწინავე საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში ხელმძღვანელ პოზიციაზე. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი საგადასახადო დაბეგვრაში.
- ლევან თედიაშვილი – პროგრამირებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში 2020 წლიდან, 7-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებით მოწინავე საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი საგადასახადო დაბეგვრაში.
- შორენა წიკლაური – პროგრამირებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში 2023 წლიდან. ფინანსური მიმართულებით 15-წლიანი გამოცდილება მოწინავე საერთაშორისო აუდიტორულ და კერძო სექტორის უმსხვილეს კომპანიებში ხელმძღვანელ პოზიციაზე. ამჟამად აშშ-ის ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს.
- სანდრო გედევანიშვილი – 16-წლიანი გამოცდილება პროგრამირების სფეროში, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კორპორაციულ სექტორში. ამჟამად აშშ-ის ბაზარზე წამყვან კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს.