Get All Access for $5/mo

პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ორგანიზებით, საკონსულტაციო კომპანიებსა და კლასტერებს შორის შეხვედრა გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ფარგლებში ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) და საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (GAFA) შეიქმნა. პროექტს "გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" GIZ ახორციელებს.

15 ნოემბერს, პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ორგანიზებით, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საკონსულტაციო კომპანიებსა და კლასტერებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო და საკონსულტაციო კომპანიების, სამშენებლო მასალებისა და ტანსაცმლის წარმოების სექტორის 70-მდე წარმომადგენელი.

ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა:

შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანიებს საშუალება მიეცათ წარედგინათ საკუთარი მომსახურება კლასტერების წევრი კომპანიებისთვის.

ერთ-ერთი პანელი დაეთმო მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის შესაძლებლობებს საქართველოში. პანელის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ბანკისა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებმა საკუთარი პროგრამები გააცნეს მონაწილეებს.

ღონისძიება B2B აქტივობით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კლასტერებსა და შემდეგ საკონსულტაციო კომპანიებს შორის: GEC Consulting, Balance • ბალანსი, Ecovis Georgia, Cteam • სითიმი, Grant Thornton Georgia / გრანთ თორნთონ საქართველო, NEXIA TA Georgia, Loialté • ლოიალტე.

"პროექტი დაარსების დღიდან უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ და კლასტერულ დონეზე, აქტიურად მუშაობს დიჯიტალიზაციის, მდგრადობის, ექსპორტის ხელშეწყობის და ბევრი სხვა მიმართულებით. ამ პროცესში უდიდესია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის როლი. ჩვენ მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, სადაც დავაკავშირებთ ბიზნესებსა და საკონსულტაციო კომპანიებს და ხელს შევუწყობთ მათ სამომავლო თანამშრომლობას". - კრისტიან კაუფჰოლდი, "კლასტერები განვითარებისთვის" პროექტის მენეჯერი

"წევრი კომპანიების ორგანიზაციული გაძლიერება და სწორად განვითარება სამშენებლო მასალების კლასტერის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ რომ საკონსულტაციო კომპანიებთან მჭირდო ურთიერთობა და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზაზე." - მარიამ ცაიშვილი, GCMC მენეჯერი.

"კლასტერების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ მათი ბიზნეს მდგრადობა და საექსპორტო პოტენციალი. შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანიებთან პარტნიორობა და მათი ექსპერტიზა, დაეხმარება წევრ კომპანიებს აღნიშნული მიზნების მიღწევაში" - ქეთი მეფარიშვილი, საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მენეჯერი.

GCMC იმ მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს მსხვილ სამშენებლო სექტორში ოპერირებენ. კლასტერის შექმნისა და მუშაობის მიზანს, ერთი მხრივ, სამშენებლო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, საოპერაციო სტანდარტის ოპტიმიზაცია და უნარების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ სამართლებრივი და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქტის ცნობადობის ამაღლება, ექსპორტის წახალისება და საერთო ჯამში, სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

კლასტერის განვითარების მიდგომა ადგილობრივ კომპანიებს წვდომას უხსნის უახლეს ციფრულ გადაწყვეტებზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე, რის შემდეგაც მათი ზრდა მნიშვნელოვნადაა მოსალოდნელი.

GCMC-ის უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს მისი წევრების მუდმივი მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ სექტორის სხვა მოთამაშეებთან და დამატებითი ღირებულებები შექმნან.

ქართული ტანსაცმლის მწარმოებლებისა და დიზაინერების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდა საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) უმთავრეს მისიას წარმოადგენს. ამისათვის GAFA ეხმარება თავის წევრ კომპანიებს ცოდ­ნის ამაღლებაში, საერთაშორისო მასშტაბით კონტაქტების დამყარებასა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლო­გიების დანერგვაში. მდგრადი წარმოების, ხარისხის ამაღ­ლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქმიანობის წარმოების ხელშეწყობა მისიის რეალიზების გარანტია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".