პროექტის FORGE-AI ფარგლებში, ქართველი AI მკვლევრები ევროპულ კვლევით ორგანიზაციებში სტაჟირებაზე გაემგზავრებიან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში, ევროკავშირის Horizon Europe პროგრამის დაფინანსებით, 3-წლიანი პროექტი FORGE-AI მიმდინარეობს და 13 ორგანიზაციას აერთიანებს საქართველოდან, სომხეთიდან და ევროპიდან. პროექტის მიზანია ქვეყნის კვლევისა და ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის როგორც მკვლევრებს, ისე კერძო სექტორს.

პროგრამა ფოკუსირებულია რამდენიმე ძირითად ამოცანაზე. მათ შორის მთავარი ახალგაზრდა AI მკვლევრებისა და კვლევის მენეჯერების პროფესიული უნარების განვითარებაა.

სწორედ ამ მიზნით, უკვე მიმდინარეობს შერჩევის ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას 40-მდე კანდიდატი იღებს. 25 გამარჯვებული კანდიდატი ევროპულ მიმღებ ორგანიზაციებში განაწილდებიან და 6 ან 12 თვის განმავლობაში სტაჟირებებას გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წამყვან ორგანიზაციებში გაივლიან.

შერჩეული მონაწილეები იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) და დიდი ენობრივი მოდელები (LLM), კომპიუტერული ხედვის (CV) და ობიექტების ამოცნობა, AI-ს გამოყენება მედიცინაში და სამეცნიერო გრანტების მართვის სისტემებში.

კანდიდატები წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (GTU), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (TSU), შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს (SRNSFG), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ქართულ AI კომპანიებს (Helio.AI, AILab, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია/ენაგრამი).

პროექტს ახორციელებს ფართო კონსორციუმი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსხელიშვილის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი (MICM) უწევს კოორდინაციას.