Get All Access for $5/mo

"პროფესია ექიმი - ემოციების გამოფენა" | ფოტოკადრებად ნაჩვენები ევექსის მთავარი გმირების ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

30 მარტის - ექიმების პროფესიული დღის აღსანიშნავად, ევექსი წარმოგიდგენთ სამი გამორჩეული ქართველი ხელოვანის: ნათელა გრიგალაშვილის, გიორგი ნაკაშიძისა და დარო სულაკაურის განსხვავებული ხედვითა და პერსპექტივით დანახულ ექიმის პროფესიას.

"პროფესია ექიმი - ემოციების გამოფენა" ფოტოპროექტია, რომელიც ჰყვება ევექსის მთავარი გმირების - ექიმების ისტორიას კადრებით და ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით, ევექსის ქსელის 500-მდე ექიმის ფოტოს აერთიანებს.

"პროექტი მიზნად ისახავდა მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოსა და პირობებში, აღგვებეჭდა ექიმების სამუშაო გარემო, ყოველდღიურობა, ემოციები, მათი დამოკიდებულება საქმისა და პაციენტების მიმართ და წელს, ექიმების საერთაშორისო პროფესიული დღის აღსანიშნავად, ევექსმა, როგორც პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელმა ყველაზე დიდმა ორგანიზაციამ, ამ პროექტის საშუალებით სცადა, გამოეხატა თავისი მადლიერება ექიმების მიერ გაწეული შრომისა და თავდადებისათვის." - აცხადებენ ევექსში.

ფოტოგამოფენა "პროფესია ექიმი - ემოციების გამოფენა" ექიმების საერთაშორისო დღეს, 30 მარტს 16:00-ზე გაიხსნება გალერეა Hermit space • ცალკე სივრცე და 5 აპრილის ჩათვლით ყველა მსურველს ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა.

მისამართი: ღვინის ქარხანა, გალერეა Hermit space • ცალკე სივრცე - ვასილ პეტრიაშვილის #1 (შესასვლელი მელიქიშვილის გამზირიდან)

გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია:
30 მარტი, 16:00-20:00
31 მარტი-5 აპრილი, 13:00-18:00

დასწრება თავისუფალია.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია