You can be on Entrepreneur’s cover!

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიყვარს მეგობრებთან ერთად დებატებში ჩართვა და შენი მოსაზრებების გაზიარება?
მოგწონს გლობალური საკითხების განხილვა და მსჯელობა?

მაშინ მგონი ნათელია რა მიმართულებით უნდა აირჩიო შენი პროფესია.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც სტუდენტების დიდ ინტერესს იზიდავს ჰუმანიტარული მიმართულებები, სამართალი, ფსიქოლოგია თუ საერთაშორისო ურთიერთობები, აქტუალური სოციალური, სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხების გარშემო განვითარებული მოვლენებია.

სტუდენტები ამ პროფესიებს ისეთი საკითხების გამო ირჩევენ, როგორებიცაა სოციალური სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. ახალგაზრდების მიზანია უთანასწორობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. საკანონმდებლო ჩარჩოებისა და ძირითადი ინიციატივების მეშვეობით ისინი ცდილობენ შექმნან უფრო სამართლიანი საზოგადოება.

თანაც, ჰუმანიტარული მიმართულება კარიერული გზების ფართო სპექტრს ხდის ხელმისაწვდომს, სადაც დასაქმების არეალი ძალიან დიდია.

ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სწავლისას სტუდენტები ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, კვლევასა და ანალიტიკურ უნარებს. ისინი სწავლობენ რთული სოციალური და პოლიტიკური საკითხების ანალიზს, მტკიცებულებების შეფასებას და კარგად დასაბუთებულ არგუმენტირებებს, აანალიზებენ მრავალფეროვან პერსპექტივებს და მუშაობენ გლობალური საკითხების ურთიერთდაკავშირებისთვის. ეს უნარები აძლევს მათ საშუალებას, გაუმკლავდნენ გამოწვევებს და ხელი შეუწყონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.

ახალგაზრდები ცდილობენ წვლილი შეიტანონ უფრო სამართლიან და ინკლუზიურ სამყაროში, სწორედ ამ სექტორის მიმზიდველობა მდგომარეობს იმაში, რომ იბრძოლო სოციალური სამართლიანობისთვის, მოიცვა გლობალური პერსპექტივა და შექმნა მნიშვნელოვანი ცვლილებები.

6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა.

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ. გამოიყენე ეს შანსი, რომ პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/

მანამდე კი გაიცანი ის უნივერსიტეტები, სადაც ჰუმანიტარული მიმართულებით მაღალი ხარისხის განათლების მიღება შეგიძლია და ვისთან შეხვედრასაც შეძლებ გამოფენაზე:

ინოვაციური პროგრამა და პრაქტიკები

IE უნივერსიტეტი ესპანეთში მდებარეობს, ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით და მაღალი ხარისხის პროგრამებით. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მიმართულია ინოვაციებისა და მეწარმეობისკენ. აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს.

მობილობა უნივერსიტეტის ნებისმიერ კამპუსსა და ქვეყანაში

Webster Vienna Private University & Webster University Geneva სწავლების განსაკუთრებულ სისტემას გთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე, ინდივიდუალურ მიდგომას თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციითა და კვლევითი საქმიანობით.

იტალიის ლიდერი უნივერსიტეტი

Università Cattolica del Sacro Cuore საერთაშორისო ხედვით გამორჩეული, ერთ-ერთი უდიდესი, პრესტიჟული და ყველაზე ცნობილი კერძო უნივერსიტეტი იტალიაში, მუდმივად იკავებს ადგილს იტალიისა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის.

უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ საჯარო დისკუსიებსა და პოლიტიკურ დებატებში, პოლიტიკის ანალიზსა და მედიის კომენტარებში სოციალური, ეკონომიკური და კულტურული საკითხების ფართო სპექტრზე.

პრაქტიკული სწავლება

Constructor University გერმანიაში მდებარეობს და წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით. სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ პირველივე კურსიდან.

სასწავლო ტრანსფერის შესაძლებლობა 4 ქვეყანაში

Schiller International University კამპუსებით ესპანეთში (მადრიდი), გერმანიაში (ჰაიდელბერგი), საფრანგეთსა (პარიზი) და აშშ-ში (ტამპა ბეი, ფლორიდა) შესაძლებლობას გაძლევს აირჩიო და სასწავლო ტრანსფერი განახორციელო შენთვის სასურველ ქვეყანასა და კამპუსში. უნივერსიტეტი გამორჩეულია მნიშვნელოვანი სასწავლო დაფინანსებებით და გლობალური ტრანსფორმაციული განათლების სისტემა საშუალებას გაძლევს მიიღო აკრედიტებული ორმაგი ხარისხი (აშშ და ევროპული). სასწავლო პროგრამები შექმნილია თეორიის პრაქტიკასთან შერწყმით. Schiller გთავაზობს უნიკალურ სასწავლო მიდგომას, რაც ითვალისწინებს, რომ სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში ეუფლება მხოლოდ ერთ საგანს, და მისი დასრულების და ჩაბარების შემდგომ გადადის შემდეგ კურსზე. ეს პროგრამა ხელს უწყობს, რომ სტუდენტი ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ მიმართულებაზე და იმ მოკლე დროში სრული დატვირთვით მხოლოდ ერთი საგანი შეისწავლოს სიღრმისეულად.

მაღალი ხარისხის განათლება ბიუჯეტურად

LCC International University მდებარეობს ლიეტუვაში, სწავლის საფასური ძალიან ბიუჯეტურია და ბაკალავრიატზე 3,690 ევროს შეადგენს წელიწადში. უნივერსიტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში.

ასევე, გეტყვი, რომ განათლების ცენტრ LEAF-ს ჰყავს კონსულტანტები, რომლებიც შენს ინტერესებსა და ბიუჯეტზე მორგებულ უნივერსიტეტს მოგიძიებენ, დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე და შენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.

ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი:

6 აპრილი, 12:00 - 17:00 სთ

თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/

გისურვებთ წარმატებებს!

  • გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive
სიახლეები

"ნებისმიერ საქმეში მთავარია მოხერხებული იყო" - ევა ლონგორია

მე ქალი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრის გაკეთება შემიძლია

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!