Get All Access for $5/mo

პროკრედიტ ბანკის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის Google Pay უკვე ხელმისაწვდომია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს! Google Pay-ის მხარდაჭერით Mastercard ბარათის მფლობელებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით და მათი ციფრული ბარათები Android და WearOS მოწყობილობებზე შეინახონ.

მომხმარებლები პროკრედიტ ბანკის Mastercard-ის ბარათების განთავსებას Google Wallet-ში შეძლებენ. Google Wallet არის ციფრული საფულე, რომლითაც შესაძლებელია გადახდების წარმოება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია დაშვებული.

Mastercard ბარათების გარდა, მომხმარებლები Google Wallet-ში შეძლებენ შეინახონ და ისარგებლონ ლოიალობის ბარათებით, თვითმფრინავის და ღონისძიების ბილეთებით.

გადახდების წარმოება Google Pay-ის საშუალებით კიდევ უფრო მეტად დაცულია. ეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტოკენიზაციას მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლების მიერ Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით (ე.წ ტოკენით) ხორციელდება. ტოკენი შექმნილია სპეციალურად მოწყობილობისთვის, რომელიც ყოველი ტრანზაქციის დროს იცვლება, რაც მომხმარებლის ფროდის შემთხვევების თავიდან აცილების დამატებითი გარანტიაა. ასევე, ტელეფონის დაკარგვის, ან მოპარვის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ფუნქციით "იპოვე ჩემი მოწყობილობა" რაც ნებისმიერი ადგილიდან ტელეფონის მყისიერად დაბლოკვის, მოწყობილობის ახალი პაროლით დაცვის, ან მასში არსებული პირადი ინფორმაციის წაშლის შესაძლებლობას იძლევა.

"Google Pay არის Android ტელეფონით, ან WearOS მოწყობილობით გადახდის სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალება მომხმარებლებისთვის 45-ზე მეტ ქვეყანაში", - ამბობს ჯენ ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი. "მომხმარებლებს შეუძლიათ უბრალოდ დაამატონ თავიანთი ბარათები აპლიკაციაში Google Wallet და თავი მშვიდად იგრძნონ, რადგან მათი ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხო და დაცული იქნება ნებისმიერი შესყიდვისას."

იმისათვის, რომ თქვენი პროკრედიტ ბანკის Mastercard ბარათი Google Pay-ში გამოიყენოთ, Google Play Store-დან ჩამოტვირთეთ Google Wallet დღეს და ისარგებლზე ყველა საბარათე უპირატესობით პროკრედიტ ბანკთან ერთად!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი