Get All Access for $5/mo

Pylones მომხმარებლის თხოვნით უკვე ველიზეა "Créateur de sourires" ანუ ღიმილის შემქმნელები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pylones ველის ახალი ექსკლუზიური ბრენდია, რომელიც ყველაზე ფერად და განსხვავებულ საჩუქრებს გთავაზობთ.

პილონესის Gift Shop-ებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდებით, ახლა კი უკვე საქართველოში მისი ასორტიმენტის შეძენას მხოლოდ ველიზე შეძლებთ.

ბრენდის მთავარი გზავნილი "Créateur de sourires" ანუ ღიმილის შემქმნელები, იდეალურად წარმოაჩენს იმ განწყობას, ემოციასა თუ მომენტს, რომელიც საჩუქრის მიღების ან ჩუქების დროს გვეუფლება. Pylones-ის სამყარო უჩვეულო და მხიარული ობიექტებითაა სავსე, რომლებსაც ამაღელვებელი ენერგიის ჩუქება შეუძლია ადამიანებისთვის.

Pylones 1985 წელი პარიზში შეიქმნა და უკვე 35 წელზე მეტია, რაც ბევრისთვის საყვარელ ნივთებს ქმნის. იქნება ეს ჭურჭელი, რომელიც სამზარეულოში არავის დარჩება შეუმჩნეველი, საკანცელარიო ნივთები, რომლებიც სამუშაო თუ სასწავლო განწყობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, ჩანთები და სხვა აქსესუარები, რომლებითაც ჩვენს ხასიათსა თუ ინდივიდუალიზმს ზუსტად წარმოვაჩენთ.

Მას შემდეგ, რაც ველიმ საჩუქრის ონლაინ, უფასოდ შეფუთვის ფუნქციონალი დაამატა, ბევრი მომხმარებლისთვის ავტომატურად იქცა ადგილად, სადაც ის აუცილებლად მონახავს ნებისმიერი ადამიანისთვის საჩუქარს და ნივთის გაგზავნას ყველაზე მარტივად შეძლებს.

საყიდლების ციფრულ ველზე პილონესის გამოჩენა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვან სასაჩუქრე ასორტიმენტს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ველიზე ყველაფერი საჩუქარია, Pylones ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ, განსხვავებულ სასაჩუქრე ბრენდს წარმოადგენს.

"ველიზე ექსკლუზიური ბრენდების საკმაოდ დიდი არჩევანი დაგვიგროვდა, რომლებიც მომხმარებელს ძალიან უყვარდა იქამდე, სანამ ის ველიზე გამოჩნდებოდა ან აქ აღმოაჩინა და შეიყვარა. კომპანიის ადამიანოცენტრულობიდან გამომდინარე, ახალ ბრენდებს ყოველთვის მომხმარებლებთან მუდმივი დიალოგის საფუძველზე ვეძებთ და ვარჩევთ ხოლმე. Pylones-იც სწორედ ასეთი, მომხმარებლების საყვარელი ბრენდია. გვიხარია, რომ ველიზე ექსკლუზიური ბრენდების რიცხვი იზრდება და მომხმარებელი ჩვენგან მსგავს სიახლეს უკვე ხშირად ელოდება." - მარიამ ცანავა, VELI.store-ის ბრენდის ხელმძღვანელი

შეიძინე Pylones ექსკლუზიურად ველიზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი