ქართული კომპანია "ელვარე" თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინდუსტრიულ რუკაზე "ელვარე კომპანიათა ჯგუფი" ახალ, მასშტაბურ ნაბიჯს დგამს და ქმნის ელექტრო მარკეტს, სადაც ყველაფერი ერთ წერტილში ხვდება მომხმარებლებს, ვისთვისაც როგორც ელექტრო სამონტაჟო მასალების, აგრეთვე მოწყობილობების ხარისხი და მომსახურების დრო თანაბრად მნიშვნელოვანია.

"ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მულტიბრენდული სივრცე, სადაც პროფესიონალი ელექტრიკოსი თუ ინდივიდუალური მომხმარებელი მიიღებდა, ერთის მხრივ როგორც მსოფლიო კლასის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, აგრეთვე მომსახურების მაღალ ხარისხს ერთ წერტილში," – აცხადებენ კომპანიაში.

ახლად გახსნილი ელვარე ელექტრო მარკეტის შოურუმი არ არის მხოლოდ სავაჭრო სივრცე, ეს არის ელექტროსამონტაჟო გადაწყვეტილებების ჰაბი, სადაც პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ერთ წერტილში, სწრაფად, კომფორტულად და ექსპერტული რჩევის მიღებით შეიძინონ ელექტროსამონტაჟო პროდუქციის სრული ასორტიმენტი.

ელექტრო მარკეტის შოურუმში წარმოდგენილია როგორც "ელვარე" საწარმოს მიერ წარმოებული საექსპორტო კაბელები, ასევე მსოფლიოში წამყვანი და მაღალი ნდობის მქონე ბრენდები: LEGRAND, SIEMENS, ABB, WAGO, TE connectivity, TENGEN და სხვა.

პროდუქციის ფართო არჩევანი, თანამედროვე შოურუმის კონცეფცია და პროფესიონალური კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, ქმნის სივრცეს, სადაც ხარისხი, ინოვაცია და ხელმისაწვდომობა ერთიანდება.

"ელვარე ელექტრო მარკეტი" მიზნად ისახავს გახდეს ელექტროსამონტაჟო სფეროს მთავარი დანიშნულების ადგილი საქართველოში, რადგან ეს არის სივრცე, სადაც ტექნოლოგია, საერთაშორისო ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვა ერთ ბრენდში იყრის თავს, ადგილი სადაც ინოვაცია ხვდება კომფორტს.

პირველი ნაბიჯები, რომლებმაც ელვარე შექმნა

კომპანიის ისტორიის დაწყებისა და სწრაფი ტრანსფორმაციის კატალიზატორი პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიცია გახდა. ამ მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ "ელვარეს" საშუალება მისცა, წარმოების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაეზარდა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან, პრემიუმ კლასის საექსპორტო ბრენდად პოზიციონირებულიყო.

ელვარეს საწარმო განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, ალექსეევკის დასახლებაში და მოიცავს 35 000 კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც აერთიანებს სრულ საწარმოო ინფრასტრუქტურას, მაღალტექნოლოგიურ საწარმოო ხაზებს, თანამედროვე ლაბორატორიას, ლოჯისტიკურ საწყობებსა და ადმინისტრაციულ სივრცეებს.

წარმოების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს მსოფლიო ლიდერი ბრენდების Niehoff, Sikora, Maillefer და Uygar თანამედროვე დანადგარები. მათი სინერგია უზრუნველყოფს წარმოების მაღალ სიჩქარეს, სიმძლავრესა და მიკრონულ სიზუსტეს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროდუქციის უმაღლესი ხარისხის მისაღებად.

აღნიშნული ტექნოლოგიური აღჭურვილობა "ელვარეს" საწარმოში ასახავს გარდამტეხ გადასვლას ტრადიციული ინდუსტრიიდან "ჭკვიან ქარხანაზე" (Smart Factory). არსებული დანადგარებით დამზადებული კაბელი მომხმარებლისთვის ევროპული სტანდარტების გარანტიაა, ხოლო კომპანიისთვის, უმნიშვნელოვანესი საექსპორტო უპირატესობა. ნებისმიერი საერთაშორისო აუდიტისთვის, ამგვარი მაღალი კლასის ტექნიკური ბაზა წარმოადგენს უპირობო ნდობის მანდატს, რაც "ელვარეს" გზას უხსნის მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ბაზრებზე.

დამატებით აღსანიშნავია, რომ "ელვარე" არის პირველი კაბელების მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატები: CE, ROHS, REACH და TÜV NORD. ელვარეში წარმოების ყველა ეტაპი სრულად ავტომატიზებულია და შეესაბამება ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს, ნედლეულის შერჩევიდან ლაბორატორიულ ტესტირებამდე და საბოლოო პროდუქტის ბაზარზე წარდგენამდე. აღნიშნულმა სტანდარტებმა "ელვარეს" შესაძლებლობა მისცა, წარმატებით დაემკვიდრებინა თავი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქართული წარმოება საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარედგინა.

"ელვარე კომპანიათა ჯგუფი" წარმოადგენს თანამედროვე ინდუსტრიული წარმოებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების წარმატებულ სინთეზს. ჯგუფი აერთიანებს საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების მქონე საექსპორტო კაბელების საწარმოსა და "ელვარე ელექტრო მარკეტს", ადგილს, რომელსაც ელექტროსამონტაჟო პროდუქტების შეძენის პროცესი ახალ სტანდარტზე აჰყავს და რომელიც მომხმარებლის ნებისმიერი მასშტაბის მოთხოვნას პროფესიონალურ დონეზე მოიყვანს სისრულეში.