Get All Access for $5/mo

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

სუპერგმირი.ჯი პლატფორმაა, რომელიც იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ლამაზ ბავშვობას ყველა იმსახურებს და სურთ, ამაში საკუთარი წვლილიც შეიტანონ. პლატფორმა ქველმოქმედების გრძელვადიან და გამჭვირვალე მოდელს გვთავაზობს. "სუპერგმირის" გუნდის წევრები უთანასწორო პირობებში მცხოვრები ბავშვების ისტორიებს აგროვებენ, არკვევენ მათ საჭიროებებს, ინტერესებს, შემდეგ თითოეული ბავშვის პროფილს პლატფორმაზე აქვეყნებენ და მისთვის დონორს, ანუ "სუპერგმირს" ეძებენ, რომელიც მას ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. პროექტის გუნდი საკომისიოს გარეშე მუშაობს და შემოსული შემოწირულების 100% ბენეფიციარებს ხმარდება.

პლატფორმა თითოეულ "სუპერგმირს" საშუალებას აძლევს მუდმივ რეჟიმში დააკვირდეს, თუ როგორ იხარჯება მათი თანხა, ასევე შესაძლებლობა აქვთ წერილები და დამატებითი საჩუქრებიც კი გაუგზავნონ ბავშვებს. იმისათვის, რათა თითოეული ეს ფუნქციონალი გრძელვადიან პერიოდში გამართულად მუშაობდეს, საჭიროა ტექნიკური მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლდათ გუნდისთვის. სწორედ ამიტომ, კომპანია QWERTY-მა გადაწყვიტა პროექტის პარტნიორი გამხდარიყო. კომპანიის დეველოპერებმა შექმნეს მძლავრი ავტომატიზებული პლატფორმა, რომლის მართვას მინიმალური ადამიანური რესურსი სჭირდება.

"სუპერგმირისა" და Qwerty-ის ურთიერთობა დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, Qwerty-იმ "სუპერგმირ" ონლაინპლატფორმის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა სახის დეველოპერული მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ გასწია. ამ პლატფორმის საშუალებით, "სუპერგმირი" საქართველოს მასშტაბით 500-მდე ბავშვს ეხმარება. დღემდე "სუპერგმირისა" და Qwerty-ის თანამშრომლობის შედეგად, პლატფორმის საშუალებით, 80-მა ბავშვმა მიიღო ტექნიკა ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად. ყოველთვიურად 100-მდე ბავშვი ესწრება კლასგარეშე აქტივობებს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება", − აღნიშნავს დავით წიკლაური, Qwerty-ის გენერალური დირექტორი.

ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში 1 200 000 ლარზე მეტი თანხა შეგროვდა და 330-მდე "სუპერგმირისგან" 450-მდე ბავშვმა მიიღო ყოველთვიური დახმარება.

რა ვიცით Qwerty-ის შესახებ?

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო − შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მის სახელს რამდენიმე წარმატებული პროექტი უკავშირდება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლო ტიპის აპლიკაცია გერმანიის პოლიციისთვის, ევროკავშირისა და გერმანიის სახელმწიფო ბანკის ციფრული პროექტები და მათი ტექნიკური მხარდაჭერა, საბანკო სისტემებისა და აპლიკაციების შექმნა სხვადასხვა ქვეყანაში და სხვა.

"სუპერგმირი" არ არის QWERTY-ის პირველი პროექტი, რომელსაც უსასყიდლოდ გაუწიეს მხარდაჭერა. Qwerty გვერდით დაუდგა საქართველოს საავტომობილო ფედერაციასაც და ავტოსპორტის განვითარების ხელშესაწყობად საჭირო ონლაინპლატფორმაც სრულიად უსასყიდლოდ შექმნა.

"სუპერგმირის" მსგავსი პროექტებით ვცდილობთ ჩვენი სოციუმი უკეთესი გავხადოთ და პოზიტიურ ცვლილებებში შევიტანოთ წვლილი. ეს ყველაფერი ჩვენზეც პოზიტიურად აისახება და win-win შედეგის მომტანია: ჩვენ თანამშრომლებს მოტივაციას სძენს, ტალანტების მოზიდვაში გვეხმარება და სამუშაო გარემოს აჯანსაღებს, რაც საბოლოოდ კომპანიის ზრდას უწყობს ხელს. დიდ მადლობას ვუხდი "სუპერგმირის" მთელ გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმ მიზნისთვის, რომ ჩვენ გვერდით პატარებს უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეთ. ასეთი შედეგების მიღწევა ბევრად მარტივია კომპანიების პარტნიორობით და მათი სინერგიით. შესაბამისად, ვცდილობთ ყველა იმ წამოწყებას და კომპანიას გვერდით დავუდგეთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც საზოგადოების უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული", − აღნიშნავს დავით წიკლაური.

QWERTY კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კარგ მაგალითს იძლევა, განსაკუთრებით სექტორთა შორის პარტნიორობის მიმართულებით, რაც Meliora 2022-ში და გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში მოპოვებული გამარჯვებითაც დადასტურდა. სამომავლოდ კომპანია კიდევ არაერთი მსგავსი კამპანიის განხორციელებას გეგმავს, რადგან CSR-ინიციატივები არა მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლის მომტანია, არამედ კომპანიას ზრდასა და განვითარებაშიც ეხმარება.

"ჩვენი კომპანია კიდევ ერთი ციფრული პროდუქტის შექმნას გეგმავს, რომელიც ბავშვებს განვითარებასა და ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში შეუწყობს ხელს. ვაპირებთ, ციფრული სწავლების პროგრამა შევქმნათპლატფორმა ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, ბავშვებს სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებთან ერთად სწავლა დაუფინანსონ. მიხარია, რომ ჩვენი გუნდი CSR-პროექტების შესრულების პარალელურად იზრდება, ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყანაში ვცდილობთ ფეხის მოკიდებას და ჩვენი პროფესიული უნარების საერთაშორისო ბაზრებზე გატანას, რაც ასევე პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე", − აღნიშნავს დავით წიკლაური.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია