რა ღირს თქვენი თანამშრომელი და რა არის ადამიანური კაპიტალის უკუგება?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველ კითხვაზე HR ხშირად ასახელებს ციფრებს სახელფასო-საბონუსე ბიუჯეტიდან, მეორეზე კი ძირითადად პასუხი საერთოდ არ არსებობს. სწორედ აქ ჩანს, განსხვავება ადმინისტრირებასა და სტრატეგიულ მართვას შორის.

ტრენინგ ცენტრ Upgrade-ში HR, HC და ფინანსური მენეჯერებისათვის ჩატარდა ტრენინგი "ფინანსები და ადამიანური კაპიტალის მართვა" მიზნით, ფინანსური ოპერაციების მარტივად, პრაქტიკულად და არაფინანსისტისთვის გასაგებად ახსნა და ინტეგრირების მხარდაჭერა HR, HC გადაწყვეტილებებში.

ტრენინგი ორი კომპანიის ექსპერტიზას აერთიანებდა:

ნათია სხვიტარიძე, FAS Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მაგისტრი საერთაშორისო ფინანსებში, ACCA, CIMA და FRM სერტიფიცირებული ექსპერტი 14+ წლიანი გამოცდილებით ფინანსურ და აღმასრულებელ პოზიციებზე.

FAS Group ბუღალტრულ, საგადასახადო, ფინანსურ, აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს ბიზნესს და პირველი ქართული ფინანსური ორგანიზაციაა, რომელმაც ფინანსური სერვისები ევროპასა და ამერიკაში გაიტანა ექსპორტზე.

სალომე არღვლიანი, საკონსულტაციო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ლაიფციგის უნივერსიტეტის მაგისტრი, სერტიფიცირებული გლობალური ტალანტების მართვის ლიდერი (GTML), ISO 30414, ISO 9001, ISO 10667 და ISO 21001 სტანდარტების დამნერგავი კონსულტანტი და ID37-ი პიროვნული მოტივების მენტორი, 16+ წლიანი გამოცდილებით საქართველოსა და გერმანიაში.

EVA ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების საკონსულტაციო კომპანიაა, დაარსებული 2020 წელს იმ რწმენით, რომ ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი მისი ადამიანური კაპიტალია. EVA წარმოადგენს ISO 30414-ს (ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება), ISO 10667-ს (HR პროცესების ხარისხის მართვა და შეფასება), TMI-ს (ტალანტების მართვა და სერტიფიცირება) და ID37-ს (ინდივიდუალური მოტივების ანალიზი) ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოსა და რეგიონში.

რატომ სჭირდებათ HR-ებს ფინანსების ცოდნა?

HR საქმიანობის დიდი ნაწილი დღეს აუთსორსზეა ხელმისაწვდომი, ნაწილი ჩანაცვლებულია ხელოვნური ინტელექტით. შესაბამისად სტრატეგიული გადაწყვეტილებები არის ის რაც ადამიანური კაპიტალის მართვის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, როგორ ვეხმარებით ბიზნესს განვითარებაში ადამიანური კაპიტალის მეშვეობით. ასეთი გადაწყვეტილებები ციფრებისა და მტკიცებულებების გარეშე ვერ მიიღება.

სტრატეგიულ გუნდს: აღმასრულებელ დირექტორს, ფინანსურ დირექტორსა და მფლობელებს არ აინტერესებთ, რამდენად "სწორია" HR-ის ინტუიცია და წინა გამოცდილებები. მათ აინტერესებთ, მოთხოვნილი თანხა ინვესტიციაა თუ ხარჯი, როდის და რა ოდენობით დაუბრუნდება ის კომპანიას და როგორ გაზრდის ბიზნეს. ამ კითხვაზე პასუხს გვაძლევს ადამიანური კაპიტალის უკუგება, HC ROI. მისი ლოგიკა მარტივია: ვუყურებთ, როგორ აგენერირებს მოგებას კომპანია ადამიანებში თითო ინვესტირებულ ლარზე. თუ ეს მაჩვენებელი იზრდება, ადამიანებში ჩადებული თანხა ინვესტიციაა, თუ ეცემა, ის ხარჯად იქცევა, რაც ბიზნესისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

HC ROI -ს დასათვლელად HR-ს ფინანსების საფუძვლები უნდა ესმოდეს: რა განსხვავებაა შემოსავალსა და მოგებას შორის, რას ნიშნავს EBITDA, როგორ იყოფა ხარჯები პირდაპირ და არაპირდაპირ, ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებად, როგორ ითვლება თანამშრომლის რეალური ღირებულება, კაც/საათი და ერთი სამუშაო საათის ფასი. როცა HR ამ ენაზე საუბრობს, მისი გადაწყვეტილებები არგუმენტირებულია და სტრატეგიულ გუნდს დამატებითი მტკიცებულებები აღარ სჭირდება, რადგან ციფრები თავად ლაპარაკობს. ეს შესაძლებლობა HR პროფესიონალს ოპერატიული შემსრულებლიდან გადაწყვეტილების მიმღებად აქცევს.

"ერთ მნიშვნელოვან რამეზეც უნდა ვიფიქროთ: კომპანია შეიძლება მოგებაზე იყოს, მაგრამ ფული არ ჰქონდეს. თუ HR არ ხედავს განსხვავებას მოგებასა და ფულად ნაკადს შორის, ვერ შეაფასებს, რამდენად მყარია ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ბიუჯეტთან აკავშირებს" აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

სალომე არღვლიანმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ნიშნავს, რომ თანამშრომლებს ვუყურებთ როგორც აქტივს, რომელშიც ვდებთ ინვესიციას და რომლის უკუგებასაც ვზომავთ. ამისთვის უნდა გვესმოდეს, როგორ ახდენს ჩვენი კომპანია მოგების მაქსიმიზაციას და რა არის მისი მთავარი სტრატეგიული მიზნები. ამიტომ ფინანსური ანგარიშგება (Balance Sheet, Profit & Loss, Cash Flow) ადამიანური კაპიტალის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მასზე დაყრდნობით ვითვლით, რა უჯდება ბიზნესს სამუშაო ძალა და რა უკუგება აქვს თითოეულ თანამშრომელში ჩადებულ ინვესტიციას.

ამაში გვეხმარება ISO 30414, ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი. მისი ფინანსური HR მეტრიკები ადამიანურ კაპიტალს ბიზნესის ენაზე ზომავს და ბიუჯეტირებასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ფაქტებზე აფუძნებს.

UpGrade-ის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს გლობალური გამოცდილება და ხელი შეუწყოს HC პროფესიონალებს მიიღონ მათი განვითარებისათვის კრიტიკულად საჭირო ცოდნები. ამისთვით HR / HC ტრენინგ ცენტრი სთავაზობს:

  • საერთაშორისო სერტიფიცირებისა და გამოცდილების მქონე ტრენერებს
  • უახლესი საერთაშორისო ცოდნის პრაქტიკაში დანერგვაზე ორიენტირებულ მიდგომებს
  • არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაზიარების პლატფორმას
  • პრობლემების სხვადასხვა დარგის ექსპერტების პერსპექტივით გაანალიზებას

ტრენინგმა "ფინანსები და ადამიანური კაპიტალის მართვა" აჩვენა, რომ HR პროფესიონალებისთვის ფინანსური ანგარიშგების შესწავლა საინტერესო და საჭიროა. შესაბამისად, ტრენინგი სისტემურ ხასიათს მიიღებს და 2027 წელს არაერთხელ ჩატარდება, სხვა თემატურ ტრენინგებთან ერთად.