რა მოხდა 18 ივნისს? – "ზედაზენის" დაუვიწყარი სიურპრიზი ფეხბურთის ქომაგებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
18 ივნისი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა – ამ დღეს ევრო 2024-ზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. კომპანია "ზედაზენმა" გადაწყვიტა, ამ ისტორიულ დღეს სიურპრიზი მოეწყო ფეხბურთის იმ ქომაგებისთვის, ვინც რიგი მიზეზების გამო მატჩის ხილვას ვერ მოახერხებდა. ასე მიაკვლია მან გიორგისა და დავითს – დაცვის ბიჭებს, რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, თამაშის ყურების იმედი გადაწურული ჰქონდათ. იპოვა კოჯორში მცხოვრები მწყემსი რამაზი, რომელიც ყოველ დღეს იალაღზე ატარებს და თორნიკე, სოფელ იუხოს ერთადერთი მოსახლე.
იმისათვის, რომ ფეხბურთის ამ დიდი გულშემატკივრებისთვის მატჩის ყურება შესაძლებელი გამხდარიყო, "ზედაზენმა" შექმნა ქომაგმობილი – უზარმაზარი ეკრანით აღჭურვილი მანქანა და ათობით გულშემატკივართან ერთად ამ ადამიანებისკენ დაიძრა. ასე შეძლეს გიორგიმ, დავითმა, რამაზმა და თორნიკემ გამხდარიყვნენ ისტორიული დღის მონაწილეები და გაეზიარებინათ ის უსაზღვრო ემოციები, რომლებიც სადებიუტო მატჩმა ყველა ჩვენგანს მოგვანიჭა.
კომპანიამ არც გერმანიაში მყოფი ქომაგები დაივიწყა, ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ლუდი "ზედაზენი" ქართველ გულშემატკივრებს ჩაუტანა, რათა ისინი ჩეხეთთან შეხვედრის დროს გაემხნევებინა.
"გულშემატკივრობა უსაზღვროა – ასე გვჯერა "ზედაზენის" გუნდის წევრებს და გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ის სიხარული და ემოციები, რაც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას მოაქვს", – ამბობენ "ზედაზენში".