Get All Access for $5/mo

რა პირობებით ისარგებლებ საქართველოს ბანკისა და SMEDA-ს საერთო შეთავაზებით — Kokito's toys-ს გამოცდილება

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტითა და შეთავაზებებით მცირე თუ დიდი ბიზნესების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. ახლახან ბიზნეს ასოციაცია SMEDA-თან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ბიზნეს მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზება გამოჩნდა. SMEDA მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც სხვადასხვა პროექტითა და ინიციატივებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესების ზრდა-განვითარებაზე ზრუნავს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შექმნილი ბიზნეს შეთავაზებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, რომლებიც Starta Business Club-ის წევრები არიან, Ads მენეჯერში შექმნილ შეთავაზებაზე 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. Ads მენეჯერი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის (ქეშბექი, ფასდაკლება, დამატებითი Plus ქულები და ა.შ.) შეთავაზების შექმნის საშუალებას იძლევა, ჯამში კი 1.4 მილიონზე მეტ ადამიანს შეგიძლია მისწვდე. ახალი შეთავაზების ფარგლებში, მაგალითად, თუ ბიზნესი შექმნის 50%-იან ქეშბექს და მომხმარებლებისთვის დასაბრუნებელი ექნება ჯამურად, შეთავაზების ფარგლებში — 1000 ლარი, ხარჯის 30%-ს აუნაზღაურებს საქართველოს ბანკი. თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი კი 500 ლარია.

ეკომეგობრული ხის სათამაშოების ქართული მაღაზია Kokito's toys ერთ-ერთი პირველია, რომელმაც Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნისას 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლა. Kokito's toys-ის ისტორიისა და ბიზნეს შეთავაზებით სარგებლობის მიზეზებზე სათამაშოების მაღაზიის თანადამფუძნებელი, ლალიკო გოგიბერიძე, გვესაუბრა.

"ხის სათამაშოების საწარმო კოკიტო ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. ჩვენ ვაწარმოებთ ხის და სხვა ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს. ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატება კოკიტოსთვის იყო პირველი ექსპორტი, რომელიც 2022 წელს შედგა გერმანელ პარტნიორთან და მათ გავუგზავნეთ 200 ცალი საქანელა ცხენი. მას შემდეგ ექსპორტის მიმართულებით მუშაობას უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ჩვენ გვაქვს სათამაშოების სტენდი სითი მოლის გასართობ ცენტ მეჯიქ სითიში და უკვე ბაზარი ორბალიანზე კოკიტოს საბავშვო სივრცე, სადაც მშობლებს საშუალება ეძლევათ, დაგვიტოვონ პატარები და თვითონ სასიამოვნო დრო გაატარონ. ჩვენს სივრცეში უამრავი განმავითარებელი სათამაშოა — მონტესორის ავეჯი, შემეცნებითი ბარათები, ქვიშის მაგიდა და ა.შ. ასევე, ჩვენთან თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის ვორქშოპები და დაბადების დღის წვეულებები. კოკიტოს სათამაშოები წარმოდგენილია რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში, როგორიც არის პეპელა სუპერი, პეტიტ ბაზარი", — ამბობს ლალიკო გოგიბერიძე.

კოკიტოს სათამაშოების მაღაზია უკვე წლებია, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. გამოცდილებას კი, რომელსაც საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ბიზნესის მიმართულებით, მათ შორის Ads მენეჯერის კუთხით სთავაზობს, ლალიკო გოგიბერიძე დადებითად აფასებს.

"საქართველოს ბანკთან ვთანამშრომლობთ პირველი მაღაზიის გახსნის დღიდან. საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ჩვენი მიზნებისა და პოტენციალის რეალიზებას. ბიზნეს ინტერნეტბანკი არის საკმაოდ მოქნილი აპლიკაცია, რომლითაც მარტივად ვაგვარებთ სხვადასხვა ტრანზაქციებს. საქართველოს ბანკისა და SMEDA-ს პარტნიორობის ფარგლებში, Ads მენეჯერის შეთავაზებაც მოვიდა კოკიტომდე და რა თქმა უნდა, ამ შეთავაზებაზე უარი არ ვთქვით. საქართველოს ბანკის თანამშრომლები კონტენტის აწყობაში დამეხმარნენ, გავმართეთ შეთავაზება SOLO ბარათის მფლობელებისათვის, მომხმარებლებისგან კი გამოხმაურება უკვე წამოვიდა და ველოდებით შედეგებს. დიდი მადლობა SMEDA- და საქართველოს ბანკს, ისინი ნამდვილად ცდილობენ მცირე ბიზნესების განვითარებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების დანერგვას", — აღნიშნავს ლალიკო გოგიბერიძე.

თუ ჯერ არ იცი, როგორ გააკეთო შეთავაზება Ads მენეჯერით, დეტალურ ინფორმაციას აქ ნახავ.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"