Radar – ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელსაც სასტუმროების მენეჯმენტი ახალ დონეზე აჰყავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტურიზმის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, და სასტუმროებისთვის ოპერაციების გამარტივება, ფინანსური მენეჯმენტის ეფექტურობა და მაღალი დონის მომსახურება უფრო გადამწყვეტი ხდება. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია, რაც დღემდე ბევრი სასტუმროსთვის სირთულეს წარმოადგენს. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა Radar, ქართული სტარტაპი, რომელიც სასტუმროების მენეჯმენტს ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტას სთავაზობს.
Radar-ის პლატფორმა სასტუმროების მენეჯმენტს ფასების დინამიკური მართვის, შემოსავლების ზრდის, პერსონალის გადამზადებისა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის საშუალებას აძლევს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომლებიც მენეჯმენტს გადაწყვეტილებების მიღებას უმარტივებს.
ამასთან, კომპანია ყოველწლიურ ღონისძიებას ატარებს, სადაც პარტნიორი სასტუმროების წარმატებები აღინიშნება. ინოვაციური მიდგომა, მაღალი დონის მომსახურება და საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობასთან შერწყმა ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც Radar-ს ქართულ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს.
სტარტაპმა სულ რაღაც ორ წელიწადში უკვე 23 წარმატებული პროექტი განახორციელა და აქტიურად გეგმავს ახალი ფუნქციების დამატებასა და საერთაშორისო გაფართოებას.
როგორ მუშაობს ეს ინოვაციური პლატფორმა და რას გეგმავს კომპანია მომავალში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Radar-ის გენერალური მენეჯერი, მაია მახათაძე Entrepreneur-თან საუბრობს.
რა გამოარჩევს Radar-ს ქართული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში?
ჩვენი მთავარი ნიშა არის მაღალი დონის მომსახურება ზუსტად გაწერილ ვადაში, საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ქართულ რეალობასთან, პრაქტიკული და ინოვაციური მიდგომა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი "რადარის" სახასიათო ნიშანია, რადგან ტურიზმში რთულია დააკმაყოფილო ყველა კრიტერიუმი უმაღლეს ნიშნულზე.
რა ძირითადი ფუნქციები აქვს Radar-ის პლატფორმას?
"რადარის" პლატფორმა არის სტარტაპი ქართული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის, რაც, თავის მხრივ, ძალიან კომფორტულს ხდის სასტუმროს აღმასრულებელი გუნდის მუშაობას, საგრძნობლად უადვილებს მათ ყოველღიურობას, კერძოდ:
- სასტუმროს შემოსავლების მენეჯერს სჭირდება ფასების დინამიკური მართვა, შემოსავლის გაზრდა, თუმცა - კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და ბაზრის ანალიზი. შესაბამისად, ჩვენ ვახდენთ ამ პროცესის ოპტიმიზაციას
- სატრენინგო და განვითარების მოდულები, რომლის საზრუნავსაც ავაცილებთ ადამიანური რესურსების მენეჯერს
- ოპერაციული მხარდაჭერა – კონსულტაციების ციფრული ვერსია, სადაც სასტუმროები იღებენ მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს.
არის სხვა დამატებითი ფუნქციები, რომლის გამოყენებაც ამცირებს დასაქმებულის დროს და ზრდის შრომის პროდუქტიულობას.
როგორ აუმჯობესებს ის თქვენი მომხმარებლის გამოცდილებას?
პლატფორმის ფუნქციონალში ჩაშენებულია სასტუმროს ყველა რგოლის გაციფრულების ელემენტები, რაც იძლევა საშუალებას, რომ სასტუმრომ, რომელიც ამ პლატფორმას დანერგავს, განვითარება მოუტანოს მის თითოეულ დეპარტამენტს და გამოსადეგი გახადოს იგი თითოეული ფუნქციური რგოლისთვის.
შესაძლებელია თუ არა ჯილდოების ან ბონუსების მიღება აპლიკაციის გამოყენებით?
ამ პროგრამის ხიბლი არის მისი წევრებისთვის ყოველწლიურ შემაჯამებელ ღონისძიებაში მოწვევა, რაც შედის მომსახურების ტარიფში, რა დროსაც ცნობილი გახდება თითოეული სასტუმროს წარმატებული ოპერირების წვლილი როგორც ბაზართან მიმართებაში, ისე ქვეყნის განვითარებაში.
რამდენად მარტივია გამოყენება და როგორ არის ინტერფეისი ორგანიზებული?
ეს გახლავთ უმარტივესი პროგრამა, რომლის გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობით. არის ორენოვანი, შედის ბიზნესკონსულტაცია და ვიდეოსახელმძღვანელო უფასოდ.
გეგმავთ თუ არა განახლებებს და დაამატებთ თუ არა ახალ ფუნქციებს?
ციფრული პლატფორმის დანერგვა დაწყებულია და ჯერ მხოლოდ რამდენიმეთვიან პერიოდს მოიცავს, თუმცა, მიუხედავად მოკლე ვადისა, უკვე გვაქვს ახალი ფუნქციების მონახაზი, რაზეც მომხმარებელს გაუჩნდება წვდომა მასზე მისი დანერგვისთანავე.
როგორია კომპანიის მთავარი ფასეულობები და მისია?
ჩვენი მთავარი ფასეულობაა ფოკუსირება ლოკალურ პერსონალზე, მათი საუკეთესო უნარების აღმოჩენა, მათი გადამზადება. მაშინაც კი როდესაც ტრენინგებს ვაანონსებთ, ჩვენსავე ემიგრანტ პროფესიონალებთან ვახდენთ დაკავშირებას და მათ მივანდობთ ამ საქმეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს თავად დამკვეთის მიმართ ლოიალური კორპორაციული კულტურა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი ესმება ჩვენს მთავარ ფასეულობას მათთან მიმართებაში.
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა Radar-ისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში?
ჩვენი მთავარი მიღწევა არის 23-ვე დამკვეთი კომპანიის კმაყოფილება და მათთან საუკეთესო ურთიერთობის გაგრძელება პროექტის დასრულების შემდგომ, მთავარია, რომ მათ კვლავ ვეიმედებით.
აგრეთვე მნიშვნელოვანი მიღწევაა ახალი სტარტაპის შექმნა და მისი დანერგვა ქართული სტუმარმასპინძლობის ბაზარზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია შევქმნათ ჰიბრიდული სერვისი (სხვადასხვა ტიპის სასტუმროებისთვის), რა გზასაც უკვე ვადგავართ, რაც სრულიად რეალურია და აგრეთვე, დავიტოვოთ პერსპექტივაში საერთაშორისო გაფართოება.