Get All Access for $5/mo

რამდენად ამყარებენ იმედს ინვესტორები EdTech-ზე 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EdTech ანუ საგანმანათლებლო ტექნოლოგიები წლიდან წლამდე სტაბილურად მზარდ სფეროდ იქცა, რასაც არაერთი წყარო ადასტურებს.

2022 წელი 30 EdTech Unicorns-ით დაიხურა, რომელთა საერთო ღირებულება $100 მილიარდია. შედარებისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს კომპანიები კვალში მისდევენ Fortune 500-ის სიის ეკონომიკურად მნიშვნელოვან კომპანიებს, როგორებიცაა General Electric და American Express, რომლებიც $100 მილიარდზე მეტადაა შეფასებული.

მომდევნო ათწლეულში ამ სფეროს თანმიმდევრული ზრდაა მოსალოდნელი და ამიტომ, EdTech თავის ლიდერებთან, ოპერატორებთან და მისიასთან ერთად მთელი დედამიწის მასშტაბით განაგრძობს განვითარებასა და პოპულარობის მოხვეჭას.

ხელოვნური ინტელექტი EdTech-ში

ძნელია იპოვოთ ინდუსტრია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ჯერ კიდევ არ დაუმშვენებია. უნდა ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის სფერო ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია, მაგრამ დიდ გავლენას ახდენს განათლებაზე, რადგან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დღეს ყველაზე აქტუალურია ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული პერსონალიზებული სწავლება, ის კვლევებთან და მონაცემებთან ერთად აძლიერებს იმ სარგებელს, რომელსაც სტუდენტები იღებენ.

ინოვაციური სწავლების ინსტიტუტის მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ "სხვებს აჯობეს და მეტი ცოდნა მიიღეს მოსწავლეებმა, რომლებსაც ონლაინ სწავლების თვითრეგულირებადი რეჟიმი და პერსონალიზებული მიდგომა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც სწავლის დასრულების შემდეგ ონლაინ სწავლების ჩვეულებრივ თვითრეგულირებად გაკვეთილებს მიჰყვებოდნენ".

მოსწავლე-მასწავლებელთა თანაფარდობა კლასებში განუწყვეტლივ იცვლება და ეს მომენტი ყოველთვის ზღუდავდა ტრადიციულ სწავლებას საბავშვო ბაღით და საშუალო სკოლით დაწყებული, და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებით დამთავრებული. ამ პრობლემას ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული, თითოეულ ინდივიდზე მორგებული პერსონალიზებული სწავლება აგვარებს, თუმცა, ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც მას საერთოდ შეუძლია.

მასშტაბის მიღწევა EdTech-ში

EdTech-ში მასშტაბის მისაღწევად აუცილებელია დიდი ჰორიზონტალური და ვერტიკალური (მაგ. ინფორმაცია, გამოცდილება, შეფასება და ა.შ.) ჯაჭვები, რაც ეფექტიან სწავლების სისტემებსა და ინოვაციურ სასწავლო ინსტიტუტებს აყალიბებს. საკლასო ოთახები უფრო ფართოვდება და პერსონალიზებული სწავლება მეტად თვალსაჩინო ხდება. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, რომლებზეც ეს რესურსებია განთავსებული.

პერსონალიზებული სასწავლო პლატფორმების მიერ გენერირებული დიდი რაოდენობის მონაცემთა გამოსაყენებლად, ასევე მნიშვნელოვანია გარემო. ამ მონაცემების მოსახერხებელ ფორმატში მოპოვება პედაგოგებს საშუალებას აძლევს უკეთესი ინფორმაცია ჰქონდეთ, ხოლო ტექნოლოგებმა კი, უკეთ "გაიგონ", თუ როგორ იყენებენ მთავარი დაინტერესებული მხარეები მათ პროდუქტებს.

მართალია, სწავლების მართვის სისტემა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადია არსებობს, მაგრამ კვლავ ინდუსტრიის განვითარების ქვაკუთხედია, რადგან ოპერატორები ახალ გზებს პოულობენ პროგრესული ტექნოლოგიების დასანერგად (ენის დამუშავება, მონაცემთა მოპოვება და ანალიტიკა და ა.შ.) და უდიდეს ფასეულობას ქმნიან.

გაფართოება ტრადიციული განათლების მიღმა და აქტუალობა

სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადასვლამ, შეცვალა როგორც ბიზნესის წარმოების გზა, ისე კომპანიების მხრიდან თავიანთი სამუშაო ძალის ზრდისა და პროფესიული განვითარების მიდგომა. ბიზნესისა და თანამშრომლებისთვის უზარმაზარ ღირებულებას ქმნის, თანამშრომლების უნარების პრობლემების იდენტიფიცირების ავტომატიზება და დეფიციტის შესავსებად რესურსების თაობაზე გონივრული წინადადებების გაკეთება.

უნიკალურ უნარებსა და მათ დონეებზე თვალყურის დევნება ქმნის არა მარტო რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას, არამედ კომპანიაში ტალანტების უკეთ გამოსაყენებლად შესაბამის გარემოსაც. ადამიანური რესურსებისთვის სასარგებლოა ავტომატიზებული მიდგომა, რაც ამჟამინდელი და მომავალი თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისადმი სტიმულსაც ზრდის.

ვენჩურულმა დაფინანსებამ 2022 წელს ზემოთ მოცემული ტენდენციები ასახა

HolonIQ-ის მონაცემები მიუთითებს, რომ 2022 წელს EdTech-მა ვენჩურული დაფინანსების $10.6 მილიარდი მიიღო 1400-ზე მეტი გარიგებიდან. ამ თანხის თითქმის ნახევარი მართვის სისტემებსა და მოსწავლეთა/მასწავლებელთა დახმარებაზე იყო ორიენტირებული.

გასაკვირი არ არის, რომ პროგნოზის მიხედვით, 2023 წელს EdTech-ში ინვესტირება შენელდება ზოგადი მაკროეკონომიკური ვითარების ფონზე. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტექნოლოგიების დანერგვის შედეგებმა მხარი უნდა დაუჭირონ ინვესტორების ძლიერ მადას 2023 წელსაც და მოგვიანებითაც.

სწავლების მართვის სისტემებში ინვესტირების დონე ადასტურებს, თუ რამდენად ძლიერად სურთ მასშტაბირება EdTech-ში. ეს სარწმუნო მაჩვენებელია იმისა, რომ აქტიურად იხვეწება მთავარი ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია EdTech-ის ამჟამინდელი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისთვის, ხოლო მომავალი ტექნოლოგიებისთვის უფრო მეტი იქმნება.

ChatGPT-ის დახმარებით გაიგო მსოფლიომ, თუ რა სახის შესაძლებლობები აქვს ხელოვნურ ინტელექტს. ამასთან, იგი ოპერატორებსაც გაუადვილებს ურთიერთობებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ სასწავლო ტექნოლოგიას ქმნიან, რათა მას ტრადიციულმა მასწავლებლებმა დაუჭირონ მხარი. დაბოლოს, კომპანიას აქვს პოტენციალი, რომ ტალანტები უფრო ეკონომიურად განავითაროს (ანუ უფრო იაფია HR-რესურსების მხარდაჭერა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების ინსტრუმენტებით) და ამავე დროს, მონაცემები გამოიყენოს, რათა პროგნოზული ანალიზის ჩატარება და რესურსების განაწილებაში დეტალურად გარკვევა გახდეს შესაძლებელი.

სამთავრობო დაფინანსება EdTech-ში

აშშ-ში მასწავლებლებისთვის, ბონუსის სახით, სახელმწიფო დაფინანსების სახით $30 მილიარდია გამოყოფილი. ეს აძლევს EdTech-ს შესაძლებლობას, მთელი ქვეყნის სასკოლო რაიონებში განაგრძოს ზრდა, დაამტკიცოს, როგორი ფასეულია იგი და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაზარდოს მასშტაბები. ჯერ კიდევ არ არის ნათელი, ამ ჩამონათვალიდან ტექნოლოგიებზე განაწილდება თუ არა ფინანსები. ტენდენციები იცვლება და EdTech-ში უფრო მეტად უჭერენ მხარს მზარდი სტუდენტური პოპულაციის სწავლებასა და მართვას.

განათლება ყველაზე მეტად ათანაბრებს ადამიანებს

EdTech საშუალებას აძლევს მასწავლებლებს უფრო მეტი სტუდენტი ჰყავდეთ, ვიდრე ოდესმე, რადგან დღეს უკვე არსებობს ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა ენობრივი ბარიერისა და დროის სარტყლის მიუხედავად.

სულ უფრო მეტი ადამიანი შედის ყოველდღიურად ინტერნეტში მთელ მსოფლიოში, და EdTech აქტიურად ქმნის გამოხმაურების შესაძლებლობას, რაც ნებისმიერი ადამიანის განვითარების იმპულსია ყველა ფრონტზე.